ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში წელს 2 164 ჰექტარს დახნავენ ბიუჯეტის ფულით – ტენდერი 756 ათასი ლარით

23.01.2022
აჭარაში წელს 2 164 ჰექტარს დახნავენ ბიუჯეტის ფულით – ტენდერი 756 ათასი ლარით

756 ათას 405 ლარია გათვალისწინებული აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიწის დასამუშავებლად. მიწის დამუშავებაში შედის – დახვნა, დადისკვა, ფარცხვა. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აგროსერვის ცენტრმა უკვე გამოაცხადა.

სამუშაოები 2022 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა დაიწყოს და ამავე წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით:

  • მიმწოდებლის მიერ ნიადაგის დამუშავების სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს ნალექიან ამინდებში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია პერიოდულად წარადგინოს ნიადაგის დამუშავების აქტები, რომელშიც უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირები, მუნიციპალიტეტი, დამუშავებული მიწის ფართობის რაოდენობა, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია ნიადაგის დასამუშავებლად ყოველდღიურად მზადყოფნაში ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის ტექნიკა [ტრაქტორი].
  • მიმწოდებელმა ნიადაგი უნდა დაამუშაოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართობებზე.

2022 წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ქობულეთის,ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 414 ჰექტარი მიწის დახვნა;
  • ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში – 750 ჰექტარის დახვნა;
  • ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – 1 290 ჰექტარის დადისკვა და შემდეგ იგივე ფართობის დაფარცხვა.

გასულ წელს აჭარაში 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნისთვის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარი იყო გამოყოფილი:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: