ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მომდევნო ორ დღეს თოვა, 18 იანვრიდან უმეტესად უნალექოდ – ამინდის პროგნოზი აჭარაში

16.01.2022 • 5889
მომდევნო ორ დღეს თოვა, 18 იანვრიდან უმეტესად უნალექოდ – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და აჭარის მთაში, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდი იქნება – სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა. მაღალ მთაში ქარბუქი და ელჭექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

სანაპირო რაიონებში

  • ღამით 0-2 გრადუსი,
  • დღისით 1-6 გრადუსი სითბო;

შიგამთიან რაიონებში

  • ღამით 2-7 გრადუსი ყინვა,
  • დღისით 0-5 გრადუსი სითბო;

მაღალ მთაში

  • ღამით 10-15 გრადუსი,
  • დღისით 3-8 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი

სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში. თოვლჭყაპი. ხილვადობა 1-2 კმ. ტალღის სიმაღლე ღამით და დღის პირველ ნახევარში 15-20 დმ (4-5ბალი) დღის მეორე ნახევარში 7-12დმ ( 2-3ბალი).

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვარს აჭარაში გაგრძელდება თოვა; მაღალ მთაში – ქარბუქი. 18 იანვარს კი, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმი/თოვლი/16.01.2022

ბათუმი/თოვლი/16.01.2022

ბათუმი/თოვლი/16.01.2022

ბათუმი/თოვლი/16.01.2022

ბათუმი/16.01.2022

გადაბეჭდვის წესი


ასევე: