ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ნალექი, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში

23.01.2022
ბათუმში ნალექი, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში

ბათუმში კვირას საღამოს და ორშაბათს, 24 იანვარს, მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ნალექი, აჭარის მთიან რაიონებში კი –  თოვა.

დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი ბათუმში სამშაბათს, 25 იანვარს ღამით და დილითაც; დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და 26 იანვარს, ოთხშაბათს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-3 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 2-7 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით ზოგან, დღისით ყველგან დროგამოშვებით ნალექი, ხილვადობა ღამით კარგი, დღისით 4-10 კმ, ტალღის სიმაღლე ღამით7-12დმ (2- 3ბალი), დღისით 13-18 დმ (4ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: