ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დიდთოვლობის გამო აჭარის მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია

16.01.2022
დიდთოვლობის გამო აჭარის მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან იწყება და 1 მეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და ძირითადად სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება.

„ინტენსიური თოვის გამო ჯერ ვერ ხერხდება სოფლის შიდა გზების გაწმენდა. ცენტრებთან მისასვლელი გზებიც ეტაპობრივად გაიწმინდება“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:

შეზღუდვები გზებზე 16 იანვრის მდგომარეობით

სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარის მაღალმთაში თოვა და ქარბუქი 18 იანვრამდე შენარჩუნდება:

მომდევნო ორ დღეს თოვა, 18 იანვრიდან უმეტესად უნალექოდ – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: