გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
- მთაში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +10.5 გრადუსი.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 30 და 31 მარტს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.