გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, მთებში – ზვავსაშიშროება, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
- მთაში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით და დილის საათებში ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექო, ხილვადობა; კარგი, ტალღის სიმაღლე: 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +10.5 გრადუსია.
მომდევნო 2 დღეს, 23 და 24 მარტს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვლი.