სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2021 წელს ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული [პიკაპი] ტიპის 300 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ავტომანქანები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის არის გათვალისწინებული. პიკაპების შესაძენად შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი, სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს.
პირობის მიხედვით:
[checklist]
- არანაკლებ 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის – არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
- რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ის განხორციელდება ეტაპობრივად: არანაკლებ 40% – 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით; არანაკლებ 40% – 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და არანაკლებ 20% – 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
[/checklist]
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 2 ივნისისა შესყიდვების სააგენტოში წარადგინონ თავიანთი წინადადებები – ავტომანქანების სავარაუდო ღირებულების მითითებით.
სააგენტოსთვის შეთავაზებული ავტომანქანები უნდა იყოს თეთრი ფერის.
პიკაპის პარამეტრები სრულად:
მთავარი ფოტო არქივიდან
ამ თემაზე:
დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით