პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდს ააშენებენ

პეტრას ციხეში, შიდაციხის ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის ლითონის საფეხმავლო ხიდი აშენდება. ხიდზე გადაადგილებას ეტლით მოსარგებლეებიც შეძლებენ. პროექტის მიხედვით, „ლითონის კონსტრუქცია თავისი სიმყარიდან გამომდინარე არ უნდა აზიანებდეს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ისტორიულ ნაწილს. ამასთან, ხიდი არ უნდა აკნინებდეს ძეგლის ვიზუალს და თავისი მასშტაბით შესაბამისობაში უნდა იყოს ძეგლის გაბარიტებთან.“ პეტრას ციხეში საფეხმავლო ხიდის მოწყობაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ …

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ ივლისამდე, შემდეგ კი სექტემბრამდე გადაწია. მთავრობის 8 ივლისის დადგენილებით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელი დეკემბრისთვის …

„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისია დაეთანხმა დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიის წინააღმდეგ ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა. სამინისტროს საკონკურსო კომისიამ უკვე გააუქმა მის მიერ ადრე მიღებული ოქმი და კონკურსში …

ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას – კარლ ჰარცერი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტვიტერზე ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. „დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას. ბ-ნი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების …

ბათუმში ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად აქცია პერფორმანსი გამართეს

ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მედია-ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს. „მთელი ქვეყნის ტრაგედიაა ეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა. მიმაჩნია რომ მთელმა ქვეყანამ, საზოგადოებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ლექსოს ოჯახს. ძალიან მიმძიმს, რომ არა ის დიდი შეცდომა, რაც საზოგადოებამ დაუშვა რამდენიმე დღის წინ – ეს …

„უმკაცრესად დაისაჯონ მოძალადეები“ – დღეს ბათუმში აქცია მთავრობის სახლთან გაიმართება

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმში, დღეს, 11 ივლისს, აქცია გაიმართება. დღეს, 18:00 საათზე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მოთხოვნაა – დროული გამოძიება და მოძალადეების უმკაცრესად დასჯა. დღეს აქცია დაიგეგმა თბილისშიც. „გადადგეს მკვლელი მთავრობა!“ — ეს არის …

დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, 7 ივლისს, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; საღამოს და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა. ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიგამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 26-31 გრადუსი ღამით: 20-25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18-23 გრადუსი …

აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 11 ივლისი

აჭარაში, 11 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 169; აჭარაში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია – 46, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 3, კლინიკურ-სასტუმროებში, მოთავსებულია 242 პაციენტი. აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 18 ადამიანი. ამ ეტაპისთვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება …

კოვიდის 952 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

11 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ის 11 ივლისის მონაცემებით: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 377152 , ბოლო 24 საათში – 952 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 359226 , ბოლო 24 საათში – 999 მათ შორის გარდაცვლილი – 5452 , ბოლო 24 საათში – 9 კარანტინის რეჟიმშია – 98 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3472 …

ბათუმში პატრული ავარიაში მოყვა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დღეს, 11 ივლისს, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით ერთმანეთს მოტოციკლეტით მოძრავი პატრულის თანამშრომელი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული პატრული სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით ის კონტაქტური იყო. შემთხვევა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. აქ ჯავახიშვილის ქუჩა ბოლო წლიბში გადაკეტილი იყო და ჯვარედინი მოძრაობა რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა.  

ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად 45 მილიონი ლარი დაიხარჯება 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონ 32 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ([ხარჯთაღრიცხვა] ცესკომ 8 ივლისს დაამტკიცა. ცესკოს დადგენილების მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხიდან ნახევარზე მეტი – 24 188 100 ლარი …

ვაქცინაციის ცენტრი შესაძლოა ბულვარშიც გაიხსნას – სად აიცრებით ჯავშნის გარეშე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია კორონავირუსზე აცრა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის [დაჯავშნის] გარეშე. „მოქალაქეს, ვისაც სურს კორონავირუსზე აიცრას, შეუძლია მიმართოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თან იქონიოს პირადობის მოწმობა და მას ადგილზევე დაეხმარებიან დაჯავშნაში და აცრიან. აჭარის მასშტაბით რესპუბლიკურის გარდა არის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულება, რომლებშიც საერთო ჯამში 28 აცრის კაბინეტი ფუნქციონირებს. ამ დაწესებულებებსაც მიეცათ რეკომენდაცია, …

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი ბათუმში – სააგენტოს მონაცემები

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, გასული წლის გაზაფხულზე საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი ბათუმში – ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდებოდა, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. მიუხედავად ამისა, 2020 წლის საშუალო მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში ნორმაზე მეტი დაფიქსირდა. ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალოწლიური კონცენტრაცია ზღვრულ ნორმას ბათუმში …

აჭარაში მოტობლოკებს დაარიგებენ უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით

აჭარაში 1000 ფერმერს წელს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოტობლოკები იმ განაცხადების/პროექტების მიხედვით გაიცემა, რაც ფერმერებმა 2021 წელს უკვე წარადგინეს „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. წელს 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაცხადით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს. სამინისტრომ მოტობლოკების დაფინანსება …

მტირალასა და კინტრიშის პარკებს შორის ბილიკებს აწყობენ – ტურისტული ინფრასტრუქტურა

დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა და მტირალას ეროვნული პარკის შიდა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი მინიმუმ 150 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა ტიპის (საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო) ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შემდგომ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის 7 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების …

სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს

აჭარის მთავრობის გათვლებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს მიწების გაყიდვის ხარჯზე 62 მილიონი ლარით გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთების გაყიდვა/პრივატიზება არის დაგეგმილი, მთავრობა არ ასაჯაროებს. აჭარის მთავრობა 2021 წელს მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში 89 მილიონ ლარს ელოდება, იანვრიდან 5 ივლისამდე პერიოდში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამინისტრომ მხოლოდ მიწის 8 ნაკვეთი …

დენის გადასახადი კვირის ბოლომდე მოგივათ და ჩვეულებრივ გადაიხდით – ენერგო-პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ივნისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადი ამ დრომდე არ მისვლიათ. როგორც ენერგოკომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე კვირის ბოლომდე შეტყობინებას ყველა აბონენტი მიიღებს და გადახდას ჩვეულებრივ შეძლებენ, ისევე, როგორც ამ დრომდე იხდიდნენ. „ივნისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენებები ყველა მრიცხველიდან აღებულია, მუშავდება ბაზა, სადაც ეს მონაცემები ერთიანად უნდა აისახოს და პროცესი ცოტათი გაგრძელდა. ამიტომ, დაგვიანდა აბონენტებისთვის …

ბათუმის №16 სკოლის ახალი შენობის პროექტის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა

აჭარის განათლების სამინისტრომ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ახალი შენობის/შენობების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. ახალი შენობა 900 ან 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათასი ლარია. პროექტისა და დოკუმენტაციის შედგენის გარდა, კონკურსში გამარჯვებულს ევალება შემდგომში სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაც, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. დოკუმენტების მიხედვით, ახალი სკოლის შენობა არსებულის ადგილზე აშენდება. ტექნიკური დავალების მიხედვით, …

100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ბავშვები, თუ ოჯახის ქულა 120 001-ზე ნაკლებია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც. „ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება …

სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში სულაბერიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ქუჩის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აქ არსებული რკინა-ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მეორე ტენდერში კი წინადადებების მიღება ჯერ …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მილიარდი აშშ დოლარი [70.3 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 132.9 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო – 15.9 …

ვისთვის გრძელდება 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა

დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო იანვარ-თებერვალში დაკარგეს და კომპენსაციის მიმღებებად ამ თვეებში დარეგისტრირდნენ, 200 ლარი კომპენსაცია ივლის-აგვისტოშიც ჩაერიცხებათ. წელს ჯამში 141 869 600 ლარია გადარიცხული. „2021 წლის იანვრიდან დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ. დასაქმებულებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში,  კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე“, …

კორონავირუსის მართვის პროგრამის დაფინანსება 522,3 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა – ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა  ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს, 350 მილიონი ლარის ნაცვლად, 522 მილიონ 389 ათასი ლარით დაფინანსდება. მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში 2021 წლის 29 ივნისს შეიტანა. ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა მოიცავს კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას, ტესტირებას, მკურნალობას, ფარმაცევტული პროდუქტის ლოჯისტიკა-მიწოდებას, …

„მედეას“ ძეგლის რესტავრაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ევროპის მოედანზე, „მედეას“ ძეგლის კვარცხლბეკის ადრე მოპირკეთებული ფილების ანალოგიური ფილებით მოპირკეთებასა და ქანდაკების [მეტალის ელემენტების] რესტავრაციაში ქალაქის ბიუჯეტიდან 592 332 ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ძეგლის რესტავრაცია 2021 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება. …

რა გრაფიკით იმოძრავებენ საქალაქო ავტობუსები ბათუმში პირველი ივლისიდან

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვების მოხსნის გამო, პირველი ივლისიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მარშრუტის ნომერი – სამუშაოს დაწყება – სამუშაოს დასრულება: N1 – 06:55 – 23:35 N1ა – 07:05 – 23:45 N2 – 07:00 – 22:28 N2ა – 07:16 – 22:12 N3 – 07:00 – 23:20 N4 – 07:00 – …

ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნება – ფრანების შოუ და მოძრაობის თეატრი

ქობულეთში ახალი ბულვარი 2021 წლის 3 ივლისს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს ადგილობრივი მერია. „ფრანების შოუს“ და „მოძრაობის თეატრი“/„პანტომიმას“ პერფორმანსს კი აჭარის კულტურის სამინისტრო 15 ათასი ლარით დააფინანსებს. „ფრანების შოუ“ გაიმართება 3 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებას ექნება საშუალება ჩაერთოს ფრანების შოუში და თვითონ მიიღოს მონაწილეობა. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 25 …

„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესასწავლად მთავრობა 70 800 აშშ დოლარს დახარჯავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, იურიდიულ მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის ღირებულება 70 800 აშშ დოლარია. „მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ …

საქართველოში კოვიდის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

stopcov.ge-ზე 28 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი. 28 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 363 874, ბოლო 24 საათში – 352 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 350 466, ბოლო 24 საათში – 808 მათ შორის გარდაცვლილი სულ – 5 275, ბოლო 24 საათში – 9 …

აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ივნისი

28 ივნისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია სულ 43 165 პაციენტი. კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) 9 პაციენტი. აჭარაში მკურნალობას გადის: კლინიკაში – 132 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 173, ხოლო ონლაინკლინიკაში – 229.

როგორ იხარჯება მილიონები აჭარის ბიუჯეტიდან – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

აჭარის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ზოგი პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი მისი არასათანადოდ დაგეგმვა და მართვაში არსებული ხარვეზებია. ამასთან,  საბიუჯეტო ორგანიზაციები ეფექტიანად არ იკვლევენ მიზეზებს და არ ატარებენ ადეკვატურ ღონისძიებებს; ხშირად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ფულით ახალი პროგრამები თუ ღონისძიებები არ იგეგმება. აუდიტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები …

აჭარაში კულინარიული გზამკვლევი მომზადდება – ნახეთ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში გასტრონომიული პოტენციალის კვლევას იწყებს, კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი კერძები კი ერთ კულინარიულ გზამკვლევში გაერთიანდება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია. კვლევა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრადე უნდა დასრულდეს. „აჭარის, როგორც მაღალმთიან (ხულო, შუახევი, ქედა), ისე ზღვისპირა (ქობულეთი და ხელვაჩაური) მუნიციპალიტეტებს მრავალფეროვანი, განსხვავებული კულინარიული ნაწარმი …

გრიბოედოვის ქუჩა გაცალმხრივდა – 3, 7 და 9 ნომერი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა 25 ივნისიდან ცალმხრივი იქნება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტი მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს. ანუ, პირიქით, რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის წესის ცვლილება ბათუმში ახალ სქემას უკავშირდება. გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივების შედეგად, 25 ივნისიდან, იცვლება №3, №7ა და №9 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მიმართულებაც. „ცვლილების შესაბამისად, …

როგორი სათამაშოების გაყიდვა იკრძალება პირველი ივლისიდან – ახალი წესი

პირველი ივლისიდან საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო სათამაშოები უნდა გაიყიდოს. შესაბამისად, იკრძალება ისეთი სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც არ აკმაყოფილებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს დრო 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაავადა. ამ რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები …

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო

საქართველოს მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს. რეგლამენტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. …

რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას დაავალა გააუქმოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში …

Exit mobile version