მთავარი,სიახლეები

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე არ გაიყიდა

13.05.2019
ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე არ გაიყიდა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერის“ გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. მშენებარე ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი ლარი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა.

„ბაბილონ თაუერი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულებით იყიდებოდა.

2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, ახალი შეთანხმება გაფორმდა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება ამ ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.

ამ თემაზე: ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა: „კომპანიას დამფუძნებლების მიმართ საკმაო დავალიანება დაუგროვდა. აუქციონზე ქონება, მართალია, იყიდება, თუმცა იმ პირობებით და ვალდებულებებით, რაც 2019 წლის 15 აპრილის შეთანხმების აქტითაა განსაზღვრული. ქონების მყიდველს ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევს.“

ამ თემაზე:

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

„ბაბილონ თაუერის“ 30-მილიონიანი პროექტი ბათუმში შესაძლოა გაიყიდოს

მთავარი ფოტო: „ბაბილონ თაუერი“ / რენდერი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: