ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხულოს სოფელ ვაშლოვანში ქურდობისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს

14.05.2019
ხულოს სოფელ ვაშლოვანში ქურდობისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

აღნიშნულის გამო 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით,  სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით] და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით [ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით] წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე უწყების ინფორმაციით, „ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: