მთავარი,სიახლეები

ბათუმში 2997კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე ავეჯის საწარმოს გახსნის პირობით ყიდის

15.05.2019 • 1578
ბათუმში 2997კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე ავეჯის საწარმოს გახსნის პირობით ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 2997 კვ.მ მიწის ნაკვეთს 237 ათას ლარად აუქციონზე პირობებით ყიდის. მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ავეჯის დამამზადებელი საწარმო, პროდუქციის საგამოფენო დარბაზი და სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს.

კონკურსის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონების დარჩენილ ნაწილზე [გზის მიმდებარედ], აუქციონში გამარჯვებულმა არანაკლებ 10 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულ პროექტში კი, არანაკლებ 200 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

მომავალმა მესაკუთრემ შესაბამის ობიექტებს ამოქმედებიდან არანაკლებ 7 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს პროფილი, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 29 მაისს დასრულდება. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 232 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 5000 ლარი. გამარჯვებულს საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 12 თვის ვადაში ევალება. ხელშეკრულების გაფორმებიდან  ცხრა თვის ვადაში კი, მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება.

ბათუმი, გასაყიდი მიწის ნაკვეთის მდებარეობა კახაბრის დასახლებაში

მთავარი ფოტო: გასაყიდი ნაკვეთი კახაბრის დასახლებაში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: