მთავარი,სიახლეები

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესს – ნიშნავს თუ არა ეს დაქირავებულის ხელფასის გაზრდას

14.05.2020 • 1650
საშემოსავლო შეღავათი ბიზნესს – ნიშნავს თუ არა ეს დაქირავებულის ხელფასის გაზრდას

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება.

რას ნიშნავს ეს შეღავათი – კითხვები და პასუხები მთავრობისგან:
  • ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია, მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს. აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.

  • ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

  • ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის [მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით]?

არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

  • ეხება თუ არა შეღავათი საჯარო სამსახურებს?

არ ეხება. შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ კერძო ორგანიზაციები [რაც მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს].

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: