მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის – საგადასახადო

01.08.2019
ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის – საგადასახადო

ქობულეთში, სოფელ ალამბარში, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს  ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ამოღებისა და შემდგომი პროცედურები, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაწყებულია გამოძიება. უწყების ცნობით, დაკავებულია ორი მოქალაქე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: