მთავარი,სიახლეები

წელს აჭარაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 124 შემთხვევა მოხდა

26.07.2019
წელს აჭარაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 124 შემთხვევა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 421 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის – 4 965; ეკონომიკური ძალადობის – 137; ოჯახში სექსუალური ძალადობის – 14; იძულების – 57, ხოლო უგულებელყოფის – 69 შემთხვევა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე ხშირად ოჯახში ფიზიკური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევა თბილისში ხდება:

  • თბილისი – 518 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • იმერეთი – 233 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • ქვემო ქართლი – 192 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • აჭარა – 124 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • შიდა ქართლი – 105 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • კახეთი – 84 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი – 74 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • მცხეთა მთიანეთი – 32 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • სამცხე-ჯავახეთი – 28 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • რაჭა-ლეჩხუმი – 16 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა
  • გურია – 15 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა

რაც შეეხება ფისქოლოგიური ძალადობას ოჯახში, ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა – 2 516, ხოლო აჭარაში 395 ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა აღირიცხა ოფიციალურად.

წელს, ექვსი თვის განმავლობაში, აჭარაში სულ 428 შემაკავებელი ორდერი გამოსცა პოლიციამ  783 პირზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: