რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, შეჩერდა რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, რანიტიდინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს დაევალათ შეჩერებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციის შეწყვეტა, მათი ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკომისიის მოთხოვნით იწყება რანიტიდინის შემცველი …

28 ვალდებულებიდან შესრულდა 2 – რა სარგებლობა მოაქვს აუს-ს გენდერულ საბჭოს

„აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს“ – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის დასკვნა. ანგარიშში, სახელწოდებით – „რას (არ) აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო“ – აღნიშნულია, რომ  აუს-ს [აჭარის უმაღლეს საბჭოს] გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნიდან დღემდე არ გამოუჩენია მნიშვნელოვანი ძალისხმევა რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალთა …

ჟირაფ „ჯაზისა“ და ბელგიური ნაგაზის მეგობრობის ამბავი თავშესაფარში

სამხრეთ აფრიკაში ბელგიური ნაგაზისა და პატარა ჟირაფის მეგობრობის ამბავზე საერთაშორისო მედია წერს. ახალშობილი ჟირაფი, რომელიც სავარაუდოდ დედამ მიატოვა, ლიმპოპოს პროვინციაში, ველურ ბუნებაში იპოვა ადგილობრივმა ფერმერმა 18 ნოემბერს და მარტორქების თავშესაფარში გადაიყვანა. ჟირაფს „ჯაზი“ დაარქვეს და მასზე მალევე დაიწყო ზრუნვა თავშესაფარში მცხოვრებმა ბელგიურმა ნაგაზმა.  ძაღლი და ჟირაფი ძირითადად გვერდიგვერდ არიან და ერთმანეთს ლოკავენ. „ჯაზის“ სიმაღლე უკვე …

გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა. „შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?… გამეცი პასუხი თეონა“ – ეს შეკითხვა დაუსვა გიორგი კოხრეძემ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში. „ნუ მიყვრიხართ ბატონო გიორგი პირველ რიგში…. თქვენ მართლა ფიქრობთ, …

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს. მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი …

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება“, „სავალალო შედეგს მიიღებს“ თუ კი „სპორტსმენების ღირსებას“ შეეხება. „ბათუმელები“ სიტყვასიტყვით, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ დეპუტატის ციტატებს. „ხმაური გიკვირთ დღეს? 21-ე საუკუნის საქართველოში? ამავე …

ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

21 ნოემბერს, ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტის -„შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იდეების განხილვა გაიმართა. მრჩევლებმა 30 იდეიდან გამოარჩიეს 6 იდეა, რომელთა შორის გამარჯვებულ იდეებს უკვე ბათუმელები გამოავლენენ ხმის მიცემის საფუძველზე. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა შემდეგი 6 იდეა: ქუჩის კალათბურთი იდეის ავტორია ნიკოლოზ კიკვაძე. პროექტის მიზანია, კალათბურთის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების …

ქუჩის გალერეა ბათუმისა და თბილისის შემდეგ ტალინში – ბათუმში დაწყებული პროექტის წარმატება

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აფიშებისთვის განკუთვნილ კედელზე, კაფე „ვინილთან“ ან კიდევ „თავისუფალ სივრცესთან“ ალბათ შეგინიშნავთ ე.წ. „არტ ბოქსები“, რომელშიც თანამედროვე არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს ერთგვარი ქუჩის გალერეაა. მსგავსი „არტ ბოქსები“ ბათუმსა და თბილისში რამდენიმე ადგილზეა წარმოდგენილი. პროექტს, რომლის მიზანიც თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენაა, Art Up | Street Gallery ეწოდება. პროექტი უკვე საქართველოს მასშტაბს გასცდა და ნოემბრიდან …

ასობით კოალა დაიღუპა ხანძრის შედეგად – ავსტრალიაში ფაქტს ტრაგედია უწოდეს

ასობით კოალა დაიღუპა ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ავსტრალიაში, ოქტომბრის ბოლოს. ცეცხლი 2 000 ჰექტარ ბუჩქნარზე გავრცელდა, ახალ სამხრეთ უელსში, სიდნეიდან 250 მილის დაშორებით. ბოლო თვეების განმავლობაში ახალ სამხრეთ უელსში ასობით ტყის ხანძრის კერაა დაფიქსირებული. ხანძრის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა 350 კოალა, რომლებიც ამ არეალში ცხოვრობდნენ. ცხოველების მაშველებმა ხანძრისას კოალების ნაწილის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილი ცხოველები სპეციალურ საავადმყოფოში …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხედ გახდა გამარჯვებული. ევროპის რიგით 24-ე საკლუბო ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მონტენეგროს ქალაქ ულცინში მიმდინარეობდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, „ნონამ“ 7 მატჩიდან 4 მოიგო, მათ შორის ყველა მატჩი ძირითად კონკურენტებთან და მეოთხედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული. 10-10 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: უკრანის Kyiv Chess Federation და მონაკოს …

„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ – გურულების შეკითხვა ნინო წილოსანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს დღეს, 15 ნოემბერს, გურიაში, ლანჩხუთში შეძახილებით დახვდნენ. შეხვედრის ვიდეოჩანაწერს „გურია თუდეი“ ავრცელებს. „კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ „გუგული მაღრაძის გვერდით დარჩით და ენძელა მაჭავარიანის გვერდით, არ გრცხვენიათ? მე მეგონა, რომ ჩუგოშვილის გვერდით იქნებოდით. დღესაც არ მჯერა, რომ ნინო წილოსანმა ამნაირი ბნელი გადაწყვეტილება მიიღო“. „ე.წ. ამბოხებული ხარ, …

“გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას” – კობახიძის მიმართვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს

„მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას,” – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანს, თეონა ბაკურიძეს. კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკას –  “რომ არ მცოდნოდა მხარი კანონპროექტს დაუჭირეთ, ვიფიქრებდი, რომ წინააღმდეგი ხართ პროპორციული სისტემის“. ჟურნალისტის კითხვაზე, რაში გამოიხატება მისი აფილირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველაფერში“. მის …

ქართველი მეზღვაური მეათე დღეა ტყვეობაშია – მეკობრეები კავშირზე ჯერ არ გამოსულან

10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან, ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ოთხ ტყვეს შორის ერთი ქართველი მეზღვაურია, ორი – ფილიპინელი და ერთი ბერძენი. ბერძნული მედიის ცნობით, ამ დრომდე მეკობრეები გემის მფლობელ კომპანიასთან, ასევე, ტყვედ აყვანილი ბერძენი მეზღვაურის ოჯახთან, კავშირზე არ გამოსულან. საქართველოს საზღვაო …

4-კილომეტრიანი სუფრა ბულვარში, განდაგანას ძეგლი და სექსი ბათუმში – 30 იდეა ბათუმს

ქუჩის მხატვრობა, სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროექტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ იდეებისა, რომლებიც კონკურსში – „შენი იდეა ბათუმს“ იღებენ მონაწილეობას. ეს კონკურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. კონკურსში იდეების მიღება ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და დარეგისტრირდა 30 იდეა. სანამ კონკურსის პირველ ეტაპზე საუკუთესო ათი პროექტი შეირჩევა, რომლებსაც ხმას მოსახლეობა მისცემს, „ბათუმელები“ გთავაზობთ …

„ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ – რას მოჰყვა გინება და დაპირისპირება პარლამენტში

„შე ნაძირალა!“, „რა ჯიშის ხართ, რა რწმენის ხართ!“, „თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები!“, „ვინ არის ეს ბუსუსებიანი რეზინა?!“ „შე ნაბ..ვარო!“ – ეს და სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკები 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არაერთხელ გაისმა. საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა. „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში. დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა დამოუკიდებელი …

პენსია შეუწყვიტეს 67 წლის ქალს, რომელიც თანხას აგროვებდა ბანკში, საპენსიო ანგარიშზე

თუ პენსიონერი ხართ და კუთვნილი სახელწიფო პენსიის შეგროვება გადაწყვიტეთ საპენსიო ანგარიშზე ისე, რომ ჩარიცხულ პენსიას არ გამოიტანთ, ექვს თვეში სახელმწიფო  პენსიას საერთოდ შეგიჩერებთ. ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა 67 წლის პენსიონერი, მედეა კვაჭაძე თბილისში. მას საპენსიო სააგენტომ კუთვნილი 7 თვის პენსია, 1 260 ლარი [2019 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში პენსია 180 ლარი იყო] მხოლოდ იმიტომ არ …

ბსუ-ს მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა. დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა ბსუ-ში ერთსაფეხურიანია და ამ პროგრამაზე ძირითადად საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ. „პროგრამა აქამდეც მოქმედებდა, საჭირო იყო ხელახალი აკრედიტაცია და საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ დიდი კონკურენციის ფონზე მოგვენიჭა აკრედიტაცია მომავალი 7 წლის განმავლობაში,“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, …

სახიფათო საღებავი დაფქულ წიწაკაში – სურსათის სააგენტო საგანგებო ზომებს იღებს

სურსათის სააგენტომ იმპორტირებულ წითელ წიწაკაში (დაფქული, დამსხვრეული) სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავების დიდი რაოდენობის აღმოჩენის გამო, საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ ბასილაძის ბრძანების თანახმად, საქართველოში იმპორტირებული წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) თითოეულ პარტიას, თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი სუდანის ჯგუფის საღებავების …

ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად მძევლად აიყვანეს – „როიტერსი“ 

„როიტერსის“ ცნობით, 4 ნოემბერს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან,  ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. გამოცემის ცნობით, ტყვეებს შორის ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია. ტანკერს მეკობრეები ორშაბათს, დილის 3 საათზე, დაესხნენ თავს. თავდასხმას ტანკერზე სროლა მოჰყვა. საბერძნეთის საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაჭრილია გემის ერთი მცველი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს …

მეთევზეებმა სარფში იშვიათი სახეობის თევზი იპოვეს

ოქტომბრის ბოლოს სარფში მეთევზეებმა შავი ზღვის აუზისთვის იშვიათი სახეობის თევზი ბოპსი: Boops boops (Linnaeus, 1758) დაიჭირეს. თევზის ფოტო ბიოლოგიის დოქტორმა, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა ფეისბუქში. ბოპსი ძირითადად ატლანტის ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში გვხვდება. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ საქართველოს სანაპიროზე თევზის ეს სახეობა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ბოლოს ქობულეთის …

„გიგანტური ვირთხა“ წავი აღმოჩნდა – საგანგებომ ცხოველი ქობულეთიდან ტყეში გადაიყვანა

ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოქალაქეებმა „გიგანტური ვირთხა“ იპოვეს და დახმარებისთვის პოლიციას დაუკავშირდნენ. ადგილზე პოლიციაც მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცხოველი არა „გიგანტური ვირთხა“, არამედ მოზრდილი წავი იყო, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. წავი შემთხვევის ადგილიდან პიკაპით გადაიყვანეს და როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ტყეში გაუშვეს. შემთხვევა 31 ოქტომბერს …

სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესი – EMC-ის განცხადება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება. ცენტრი განათლების სამინისტროს აჭარაში სახელმწიფო განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარია 30 ოქტომბერს სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ …

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ლევან აკინის ფილმს ბათუმის „აპოლოში“ აჩვენებენ

ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოშიც“ აჩვენებენ. ფილმის პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს შედგება და სამი დღე – 8, 9 და 10 ნოემბერს იქნება ნაჩვენები. როგორც „აპოლოში“ გვითხრეს, ბილეთების გაყიდვა დღეს, 30 ოქტომბერს ღამით ან ხვალ, 31 ოქტომბერს, დილით დაიწყება. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი …

პოეზია, სკოლა და ნოსტალგია – შეხვედრა ქეთევან გიორგაძესთან საჯარო ბიბლიოთეკაში

პოეზია, მუსიკა და შეკითხვები – დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბათუმელ პოეტთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ქეთევან გიორგაძესთან შეხვედრა ხალხით სავსე დარბაზში გაიმართა. ქეთევან გიორგაძე არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ურიტმო ფიქრები“, „ეჰეი უპოვარნო“, მისი ლექსები შედის ასევე კრებულში – „ძოწისფერი გვირილები“. დღეს მან შეხვედრაზე მოსულ პუბლიკას საკუთარი ლექსები წაუკითხა და შეკითხვებსაც უპასუხა, …

„შემაძლებინეთ ვალის გადახდა“ – მძღოლების აქცია ქობულეთში „ფინკასთან“

დღეს, 29 ოქტომბერს, ქობულეთში, „ფინკა ბანკის“ წინ აქცია გამართეს სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა. ისინი ჯიმშერ ბერიძეს უჭერენ მხარს, რომელსაც „ფინკაში“ სესხი აქვს და ითხოვს, ბანკმა ისე გადაუნაწილოს გადასახდელი თანხა, რომ მან გადახდა შეძლოს. ჯიმშერი მძღოლია, ქობულეთი-დაგვის ხაზზე მუშაობს „მარშრუტკით“. ამ ხაზზე მგზავრობა 1 ლარი ღირს. წელიწად-ნახევრის წინ მან „ფინკადან“ სესხად გამოიტანა 17 000 ლარი, რამდენიმე თვის წინ …

სუნელები სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მთავარი მიზეზია – ახალი კვლევის შედეგები

უკვე ცნობილია შედეგები კვლევისა, რომელსაც უნდა შეესწავლა იმ ბავშვების საცხოვრებელი გარემო, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ. [gray_box]ამ თემაზე: აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა[/gray_box] ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის …

TV 25-ისა და გაზეთ „აჭარის“ ვებგვერდები გაითიშა – ათასობით ქართული ვებგვერდი გატეხილია

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ათასობით ვებგვერდი გაითიშა დაჰაკვის შედეგად, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდები. [gray_box]„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს[/gray_box] აჭარაში გაითიშა ორი მედიასაშუალების – TV 25-ისა და გაზეთ „აჭარას“ ვებგვერდები. “TV 25”-ის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამ დროისთვის არხის ოციფიალურ გვერდზე ინფორმაციების წაკითხვა შეუძლებელია,“ …

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება

28 ოქტომბერს საპატრიარქოს ვებგვერდზე ილია მეორის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი გათავისუფლებულია საპატრიარქოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან. დღეს, 28 ოქტომბერს, შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ამ  შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ იგი ქორეპისკოპოსის, იმავე პატრიარქის თანაშემწის პოზიციას ტოვებს. იაკობის გადადგომას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ილია მეორის …

დიდ ბრიტანეთში დასაქმების დაპირება 36 906 ლარის სანაცვლოდ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი – თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, …

კუ კლუქს კლანი და ჰიტლერი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჰელოუინზე

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფეიქბუგვერდი სტუდენტური ჰელოუინის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ორი სტუდენტი დღესასწაულზე რასისტული ორგანიზაციის, კუ კლუქს კლანის მსგავსი კოსტიუმით მივიდა. ამ ორგანიზაციას უკავშირდება აშშ-ში ფერადკანიანი ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება. ჰელოუინის ერთი მონაწილე კი კარნავალზე ჰიტლერის კოსტიუმით გამოცხადდა. რამდენიმე ფოტოზე ასახული არიან სტუდენტები ნაცისტური მისალმებით. მსგავსი ნაცისტური მისალმება დანაშაულად მიიჩნევა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. …

რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან?

მე-20 საუკუნის ბოლოს, ბულვარსა და ცენტრალურ პარკში ციყვებს ხშირად ნახავდით, დაახლოებით ათი წელია კი ბულვარში ვერც ერთ ციყვს ვეღარ შეხვდებით. რატომ გაქრნენ ციყვები ბათუმის ბულვარიდან? – ამ კითხვაზე ბათუმის ბულვარის ზოოკუთხის ზედამხედველს, ამირან მურვანიძეს, საკუთრი მოსაზრება აქვს. იგი 25 წელია ბათუმის ბულვარში მუშაობს და აქ ბინადარი ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდება. ამირან მურვანიძის აზრით, ბულვარიდან ციყვების …

საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით,  სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით. „ამჟამად 2 კანდიდატი წარდგენილია ფრაქციების, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. სავარაუდოდ კანდიდატს წარადგენს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები …

მთავრობა ტყვიით მოშხამვაზე ცნობიერებას ამაღლებს, თუმცა საღებავში ტყვიას არ ამოწმებს

ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს საქართველოშიც აღინიშნება კვირეული, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ფლაერები და ბუკლეტებიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რატომ არის საშიში ტყვიის ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და მოცემულია რეკომენდაციები …

სექტემბერში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ აჭარაში აღირიცხა

სექტემბერში საქართველოში ოჯახში ძალადობის 665 შემთხვევა აღირიცხა, აქედან 135 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი თბილისის შემდეგ აჭარაში გამოიცა, სულ 88 შემაკავებელი ორდერი 161 ადამიანზე. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ერთი თვის განმავლობაში აჭარაში აღრიცხული ოჯახში ძალადობის 88 …

თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ყველაზე დაუცველი ტყვიით მოწავმლის დროს ბავშვები არიან, რადგან მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: გონებრივი ჩამორჩენა; სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი პრობლემები. ოქტომბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა …

შსს: მშობლებმა თავი შეიკავეთ ბავშვისთვის შეუსაბამო ქცევის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისგან

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია 7 წლის ბავშვის ასაკთან შეუსაბამო ცეკვა. ეს შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებისა და ქეის-კონფერენციის მიზეზი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, …

Exit mobile version