ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 921-ია.
რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 10 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 295 და სახლში მკურნალობს 643 ადამიანი.