აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.
მას კოვიდი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.
კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს გარდაიცვალა.
ის 43 წლის იყო.
უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს.
დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.






