„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

რატომ არ სურს სინამდვილეში რუსეთს ნატოს გაფართოება? როგორია მოსკოვის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი? როგორ ამტკიცებს რუსეთი საკუთარი მაგალითით, რომ კონფლიქტების მოგვარების საშუალება ნეიტრალიტეტი არ არის და რას შეიძლება ელოდოს საქართველო ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან? – „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პასუხობს. თეონა აქუბარდია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და …

ავარია ხელვაჩაურის შემოვლით გზაზე – არიან დაშავებულები

ხელვაჩაურში, ჭოროხის შემოვლით გზაზე, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომოვილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკებში გადაიყვანა. შსს-ს თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები – პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ავარიის გამო დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა ჭოროხის შემოვლით გზაზე. ჭოროხის შემოვლითი გზით სარგებლობა მოქალაქეებმა …

რამდენიმე ნიშანი, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს

„შეიძლება ახლა რუსეთის პასპორტები არ აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მალე მიიღონ“, – ამას საქართველოს მთავრობის პირველ პირებზე ამბობს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ მას ვკითხეთ, ხედავდა თუ არა რაიმე ნიშნებს, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს. „თუკი ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, საშინაო პოლიტიკაშიც და საგარეოშიც, ის …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი უფროსი დანიშნეს – ვინ არის ალექსი ახვლედიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს. ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, „ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში …

ავარია მახინჯაურში, დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 21 მაისს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ერთ-ერთი ავტომობილი გასაყიდად გამოტანილ ბამბუკის კიბეებს შეეჯახა და ღობე გაარღვია. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – სააგენტო

„ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მეკობრეებმა გაბონში გემიდან გაიტაცეს, თავისუფალნი არიან. ტყვეობიდან გამოხსნილი მეზღვაურები ნიგერიაში სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ავრცელებს. ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულო იტყობინებოდა, რომ ღამის საათებში გემიდან, რომელიც გაბონის …

მეცხვარეების გზა შირაქის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებისკენ [ფოტო]

ყოველი წლის გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს თუში მეცხვარეები ზამთრის საძოვრებიდან ცხვარს თუშეთში მიერეკებიან. გზა შირაქ-სამუხის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებამდე გრძელია და თითქმის ორი კვირა სჭირდება ცხვრის გადარეკვას. მეცხვარეებს რთული, სახიფათო და გრძელი გზის გავლა უწევთ, სანამ სამშვიდობოს გააღწევენ და ცხვარს დააბინავებენ. რამაზ ომაიძეს მცირე ცხვრის ფარა ჰყავს. ამიტომ ის ყოველ წელს მეგობარ მეცხვარეებს ატანს ხოლმე საკუთარ …

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო სამარშრუტო ტაქსი. ამის გამო ხშირად მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე. მგზავრებს – ადგილობრივებსა თუ ტურისტებს, ორჯერ მეტი თანხის გადახდა და ხშირად ტაქსის მძღოლების კონფლიქტთან შეჯახება უწევთ. ქუთაისის მერიამ წლებია იცის პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე …

ბათუმში დაკარგული უცხოელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

აჭარაში გარდაცვლილი იპოვეს სტუდენტი, რომელსაც პოლიცია 22 აპრილის შემდეგ ეძებდა. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. ის ინდოეთის მოქალაქე იყო. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სტუდენტის ცხედარი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ზღვაში იპოვა. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა ელით ბათუმის ნაგავსაყარზე მცხოვრებლებს და როდის გაიხსნება ახალი – ინტერვიუ

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, მას ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია. თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ ახალი ნაგავსაყარი 2022  წლის ივნისში უნდა ამოქმედებულიყო. მალე 2023 წლის ივნისი მოვა, ნარჩენები კი ისევ ძველ ნაგავსაყარზე მიაქვთ. როგორც „ბათუმელებს“ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ უთხრეს, მიზეზი, რის გამოც აქამდე ნაგავსაყარმა ოპერირება ვერ დაიწყო, საერთაშორისო ტენდერია, რომელიც გასულ წელს …

უსაფრთხოა ბათუმში საბავშვო ატრაქციონები? – მერია და ბულვარი ინფორმაციას მალავს

საბავშვო ატრაქციონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია და ბათუმის ბულვარი ინფორმაციას მალავს. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არც ერთმა საჯარო უწყებამ არ უპასუხა კითხვას – უსაფრთხოა თუ არა ის საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც ბულვარსა და ბათუმის ქუჩებშია განთავსებული და რომლებზეც ყოველდღიურად ასობით ბავშვი თამაშობს. ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ორი თვის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 12 მარტის საღამოს, ბატუტი, …

დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

„ხუთი წელია ვაგროვებ ამ დასკვნებს, ანალიზებს, იმ იმედით,  რომ ერთ დღეს გამოჩნდება მკურნალობის საშუალება, ამ ანალიზებს მივუტან ექიმს და ექიმი მიხვდება, როგორ უნდა უმკურნალოს ჩემს შვილს,“ – ასე იწყებს შორენა იაკობაძე საუბარს და თან უზარმაზარ წითელ საქაღალდეს ფურცლავს, რომელშიც მისი შვილის ყველა გამოკვლევის შედეგს ინახავს. 38 წლის შორენა ერთადერთ შვილს, 11 წლის ქეთის მარტო ზრდის. …

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ პოლიტიკაზე – კორნელი კაკაჩია

დღეს, 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა. რას ნიშნავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოში? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. „რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს იმ სიტუაციით, რაც ახლა არის საქართველოს …

„უდაბნოში გავჩერდით. ვიფიქრეთ, დახვრეტა დაიწყებოდა“ – რეპრესირებული ქალის ისტორია

„სიმწრის მეტი არაფერი მინახავს. შიმშილობა, შიში – რა ვიცი, რა არ გამოვცადეთ. კოშმარივით მახსენდება ის 15 დღე, ეშელონით რომ მივყავდით შუა აზიაში. არავის არ ვუსურვებ ასე ცხოვრებას. მგზავრობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხალხი იხოცებოდა. ყველა გაჩერებაზე, ძირითადად, პატარა ბავშვები, გადმოჰყავდათ ვაგონებიდან და სადღაც მინდორში, სასწრაფო მანქანებით მიჰყავდათ. სად მარხავდნენ, რას შვრებოდნენ, არ ვიცი. ამ ყველაფერს …

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …

ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი

ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. დატრიალდა ძველი ბორბალი. დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები …

ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი – 94 წლის ექთანი ბათუმიდან

„მუდამ შრომაში ვარ. სახლში შრომა, სამსახურში შრომა, ვისაც უჭირს, მუდამ მის გვერდით ვარ. მუხლის ჩახრა არ მიყვარს. უნდა ვიდგე და უნდა ვაკეთო კარგი საქმე,“ – ასე იწყებს 94 წლის ნაზი ანაკიძე საკუთარ თავსა და საქმიანობაზე საუბარს. ნაზი ექთანს სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ შევხვდით. მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, დილიდან დატვირთული. „ექიმობაზე ვოცნებობდი, მინდოდა თერაპევტი გამოვსულიყავი, მაგრამ …

ყველაფერი საფრანგეთში მკურნალობის შესახებ

საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ქვეყანაში შესული მიგრანტების შესახებ. მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი. ამ მონაცემით საქართველო იმ ქვეყნების (ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთისა და კონგოს) პირველ ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საფრანგეთში თავშესაფარს. უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თავშესაფრის მთხოვნელ მოქალაქეთაგან რამდენს სჭირდებოდა …

როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო. მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო. დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, …

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მახსოვს ის დღე, როცა რადიომ გამოაცხადა, რომ სტალინი მოკვდა – რეპრესირებული 85 წლის ქალი

მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს. „მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო? …

იუსუფელში, ახალ კაშხალზე მეწყერი ჩამოწვა

ართვინის რაიონში, იუსუფელში, იქ სადაც კაშხლის გამო ახალი დასახლება ააშენეს, მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეწყერი იმ მთის ერთ-ერთ ფერდზე ჩამოწვა, რომელზეც ხიდი შენდებოდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ, „ხიდის ირგვლივ ციცაბო ფერდობზე ნიადაგი და კლდის მასები მეწყრის შედეგად სწრაფად ჩაცურდა წყალსაცავში, წარმოქმნილი მტვრის ღრუბელმა კი გარემო დაფარა“. მეწყრის ჩამოწოლის მომენტი რამადან ბაირამის დღესასწაულზე სასაფლაოებზე …

ქართული მხარე უარყოფს, რომ ბათუმში რუსული საკრუიზო გემი შემოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“ საქართველოს ნავსადგურებში შემოვა. სააგენტო სოვა 22 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთში 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“. საკრუიზო გემი თავის პირველ მოგზაურობაში მიმდინარე წლის აგვისტოში წავა. გამოცემა Vestnik Kavkaza-ს ცნობით კი, შავ ზღვაში საკრუიზო …

რამადანის ბაირამი ბათუმის ძველ და ახალ მეჩეთებში [ფოტო]

მუსლიმები დღეს, 21 აპრილს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დღეს დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. ხალხის სიმრავლის გამო მორწმუნეთა ნაწილს ლოცვა ღია ცის ქვეშ, წვიმაში მოუწია. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მუსლიმებს ბაირამი მიულოცა. „დღეს მთელი ისლამური სამყარო რამადან ბაირანს აღნიშნავს. რამაზნის თვის განმავლობაში ერთთვიანი მარხვით, ლოცვით, მოწყალების გაღებით მიღწეული სულიერი ამაღლების, ვნებებზე გამარჯვების დღესასწაულია ბაირამი. …

ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი

სადილობის დრო იყო, როცა ჯარისკაცები გამოჩნდნენ. 90 წლის შოთა ჩიქოვანს დღემდე ნათლად ახსოვს ის კადრი – ის-ის იყო მამასთან ერთად სუფრას მიუსხდნენ, რომ მათი ეზოს კარი უცნობმა ხალხმა შეაღო. მამას ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს. 1937 წელი იდგა. სტალინის სისხლიანი რეპრესიების დრო, როცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უმოწყალოდ დახვრიტეს. წლების შემდეგ, როცა შოთა ჩიქოვანი მამის რეაბილიტირების საბუთს …

75 წლის კაცმა და 67 წლის ქალმა მართვის მოწმობა აიღეს – I კვარტალში 1739 მართვის მოწმობა გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1739 მართვის მოწმობა გაიცა. ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს 75 წლის კაცი იყო თბილისიდან და 67 წლის ქალი კახეთიდან. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს 6 732 მართვის მოწმობა გაიცა. აქედან ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს – 71 წლის …

90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში

90 წლის შორეთ ბეჟანიძე 65 წელია ექთანია. ის ახლაც ბათუმის ინფექციური ცენტრის ფთიზიოპულმონოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს. „დილის შვიდ საათზე ვდგები. ვემზადები. სახლიდან გაჩერებამდე ფეხით მივდივარ. მერე ავტობუსში ვჯდები და ცხრაზე უკვე სამსახურში ვარ. დაგვიანება არ მიყვარს და არასდროს ვაგვიანებ. ერთი დღე არ დამიგვიანია, ერთი დღე ადრე არ წავსულვარ,“ – გვიყვება შორეთი და სამუშაო კაბინეტისკენ მიგვიძღვის. შორეთის …

200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი

„200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ ისევ რუსეთში შეაგდეს. კინაღამ… ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. მაგრამ ჩვენი მომავალი ევროპაშია,“ – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები 85 წლის ხასან კარალიძე. ხასანი და მისი ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლები არიან. სტალინმა მთელი ოჯახი გადაასახლა. შიში, შიმშილი, უსახლკარობა, ყინვაში, ღია …

ვინ არიან და რას საქმიანობდნენ სანქცირებული მოსამართლეები

სასამართლო კლანის 4 წევრს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. კერძოდ, მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს …

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო. ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი …

ხიდიდან გადავვარდი და ხერხემალი დავიზიანე – 38 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

38 წლის ირაკლი გელაშვილი 5 წლის წინ ხიდიდან გადავარდა და ხერხემალი დაიზიანა. ის ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია – სიარული აღარ შეუძლია. „სიმაღლიდან გადავვარდი და ხერხემლის მალები დავიმტვრიე. ერთი მალა გატეხილი მაქვს, ერთი გაბზარული და ორი დაზიანებული,“ – ამბობს ირაკლი გელაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ირაკლის და მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სახელმწიფომ თვე-ნახევრის წინ მიანიჭა. …

ისევ სამუშაოს ეძებს 23 სტუდენტი, რომლებიც საკრუიზო ლაინერზე უნდა დასაქმებულიყვნენ

ისევ დასაქმებას ელის 23 კურსდამთავრებული, ვისაც საკრუიზო გემზე მიმტანად უნდა ემუშავა. ახალგაზრდებმა პროფესიული მომზადების პროგრამის სრული კურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს და უკვე მესამე თვეა დასაქმებას ელიან. პროფესიული მომზადების პროგრამის – „სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულების დასაქმების ვალდებულება შესაბამისი მემორანდუმით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement Georgia-ს ჰქონდა აღებული. 23 სტუდენტი მას საკრუიზო ლაინერზე უნდა დაესაქმებინა. „ბათუმელებს“ …

საგრანტო კონკურსი უკრაინელი გოგოებისა და ქალებისთვის

ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილი უკრაინელი გოგონებისა და ქალთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება. კონკურსს „სონიაშნიკ“ აცხადებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს. „აპლიკანტს, რომელიც გზავნის საგრანტო განაცხადს, უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში (შესაბამისი პროფილით) მუშაობის გამოცდილება. გაითვალისწინეთ, რომ …

ქალების, ბავშვების და შშმ პირების დახმარება რომ გავაგრძელოთ, ფინანსები გვჭირდება – არასამთავრობო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR-ის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მათ ორგანიზაციას ფინანსური კრიზისი შეეხო და დახმარება სჭირდებათ. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 10 წლის წინ დაარსდა და ის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უწევს იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. იმისათვის, რომ PHR-მა ოფისის პირობებში ისევ შეძლოს ბავშვების, ქალებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაგრძელება, ფინანსები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ აქვთ. …

დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში

დღეს, 28 მარტს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია კერძო ავტომობილები. ბათუმის პორტში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა და სამორიგეო ჯიხური დააზიანა. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. „ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. …

ძლიერი ქარი ბათუმში – საგანგებო სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა

ძლიერმა ქარმა აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ათეულობით მოქალაქეს შეუქმნა პრობლემა. როგორც “ბათუმელებისთვისაა” ცნობილი, წაქცეულია ხეები, ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და დააზიანა ავტომობილები. “აჭარის რეგიონიდან შემოსულია რამდენიმე ათეული შეტყობინება. ზუსტ რაოდენობას ვერ გეუბნებით, რადგან ისევ შემოდის შეტყობინებები. დაშავებულებზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ გვაქვს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ყველა შემთხვევაზე ახდენენ რეაგირებას,”- უთხრეს “ბათუმელებს” საგანგებო …

Exit mobile version