ხელვაჩაურის მერიამ ბოლო 9 თვეში 9 ახალი ავტომობილი იყიდა

ხელვაჩაურის მერიამ ბოლო 9 თვეში 9 ახალი ავტომობილი იყიდა. 4 ავტომობილის შესყიდვაზე ხელშეკრულება 2023 წლის 15 აგვისტოსაა გაფორმებული კომპანია „სტრადა მოტორსთან“. ხელვაჩაურის მერიამ 4 ახალ მსუბუქ FIAT TIPO 1.6 -ის მარკის ავტომობილში 168 896 ლარი გადაიხადა, თითოეულში 42 224 ლარი. ხელშეკრულებას ხელს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე და „სტრადა მოტორსის“ წარმომადგენელი აწერენ. სატენდერო წინადადებაში გაწერილი იყო …

5 დღე 4 სხვადასხვა კლინიკაში – პაციენტი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

პაციენტი და მისი ახლობლები ბათუმის ორ კლინიკას გულგრილობაში, პაციენტისადმი არასათანადო მოპყრობასა და სწორი დიაგნოზის ვერდასმაში ადანაშაულებენ. 26 წლის თეია შავაძე 22 აგვისტოს დილას შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში – მუცლის მწვავე ტკივილით, დიარეით და 40.5 სხეულის ტემპერატურით. რამდენიმე საათში პაციენტი კლინიკიდან გაწერეს. მისი „მოგზაურობა“ ბათუმის კლინიკებში სწორედ ამ დროდან იწყება. „რესპუბლიკურის ემერჯენსში მივიყვანეთ 22 აგვისტოს. ეტლით …

ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს – ინტერვიუ იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. „ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს ელჩად – ვგრძნობ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას. ჩემი საქმიანობის განმავლობაში მსურს კიდევ უფრო განვავითარო მეგობრობა და ხელშესახები თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – გვითხრა იშიძუკა ჰიდეკიმ ინტერვიუს დაწყების წინ. „ბათუმელები“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ბატონო ელჩო, გვინდა საქართველოსა …

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტის გადარჩენაზე 

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევა 24 აგვისტოს მოხდა, კადიზის ყურეში, დასავლეთ გიბრალტარიდან 100 მილის მოშორებით. „[კაპიტნის] უფროსმა თანაშემწემ, თენგო დიასამიძემ შეამჩნია ღია ოკეანეში. „ვახტაზე“ იდგა და დაინახა პატარა ნავი. დურბინდით რომ გაიხედა, ნავზე მყოფები შველას ითხოვდნენ. მაშინვე შეატყობინა კაპიტანს, ალეკო სურმანიძეს. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით,“ – მოუყვა „ბათუმელებს“ მეზღვაური გიორგი …

ტენტი ვიტრაჟის ადგილას სარფის საბაჟოს კოშკზე – რა თქვეს შემოსავლებში

სარფის საბაჟოზე ე.წ. კოშკზე გარე ვიტრაჟების ნაწილი ლურჯი ტენტითაა დაფარული. „დაახლოებით ორი თვეა ვაკვირდები და არაფერი შეცვლილა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოგიტა სოლომონიძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში საბაჟოს ფოტოები გამოაქვეყნა. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგამტარიანი მონაკვეთია. სარფში საქართველო-თურქეთის საზღვარს ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე კვეთს. სარფიდან შემოდიან ტურისტებიც და ქვეყანაზე პირველი წარმოდგენაც სწორედ სარფში იქმნება. …

რა ღირს თხილი გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში – გურული ფერმერები დაბალ ფასზე ჩივიან

„ორ ლარზე დავიდა 1 კგ თხილის ფასი გურიაში. თავიდან, როცა მიღება დაიწყეს კარგი თხილი 2,80 ლარი ღირდა [მეგრული ჯიშის თხილი რომაა], შერეული კი 2,60 ლარი. ახლა, ფერისცვალების დღესასწაულის წინ დავარდა ფასი,“ –  ოზურგეთელი ირმა გორდელაძე გურიაში თხილის დაბალ ფასზე საუბრობს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს 1 კგ პრემიუმ ხარისხის თხილი 6-7 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 30-35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია. სინოპტიკოსების …

ერთად გამარჯვებისკენ – 24 აგვისტოს ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ თარიღის აღსანიშნავად ბათუმში საქველმოქმედო ბაზრობა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 17:00 საათზე ევროპის მოედანზე საქველმოქმედო ბაზრობით დაიწყება. „ჩვენი მიზანია შევაგროვოთ თანხა 100 ტაქტიკური პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრების შესაძენად. ჩვენ მას გავუგზავნით უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსათვის,“ – ნათქვამია ორგანიზატორების …

ეკა ჩავლეიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ეკა ჩავლეიშვილმა ჯილდო მიიღო ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“. ეკა ჩავლეიშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. ამავე ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა „შაშვი შაშვი მაყვალი“. ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანია და ის თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ეს არ …

„მდინარე კინტრიშს გული გამოუღეს” – ვინ იღებს ქვიშა-ხრეშს ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, მდინარე კინტრიშის კალაპოტში, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მდინარე მოედინებოდა, მძიმე ტექნიკა – ტრაქტორები და სატვირთო მანქანები მუშაობს. მდინარეში ქვიშა-ხრეშს სველი წესით კომპანია „მაინინგ გრუპი“ მოიპოვებს. „გული გამოუღეს მდინარეს“ – ასე შეაფასა ის, რაც მდინარე კინტრიშის კალაპოტში ხდება, ერთ-ერთმა ადგილობრივმა. „გვითხრეს, რომ ლიცენზია გაცემულია, მაგრამ ყველანაირ პირობას არღვევენ. მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და …

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა – თვითმხილველი

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც. „ბათუმელებმა“ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სცადა პოლიციაში, სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შს სამინისტროს …

„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის

მუსიკალურმა ჯგუფმა The Killers-მა, რომელმაც გუშინ, 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი ჩაატარა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა. ბოდიშის მოხდა ჯგუფს ინციდენტის გამო მოუწია, რომელიც კონცერტის მსვლელობის დროს მოხდა. 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქე იყო. ამ ინფორმაციის მიღებამ …

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

15 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რუსული რაკეტებით დაბომბეს ქალაქი ლვოვი. ამას წინ უძღოდა დრონებით თავდასხმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვშიც. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლვოვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იყო ერთგვარი შურისძიება დრონებით თავდასხმის გამო. რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომში და რას ნიშნავს წინსვლა, რომელიც უკრაინის არმიას …

ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ …

ხელვაჩაურში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა

ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი – ეს ის მდინარეებია, რომელთა აუზში ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა შემუშავდეს შვიდი კლიმატურ საფრთხისათვის – წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი და ძლიერი ქარი. ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო. პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში …

პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ნავსადგურთან რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმე პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა მას მონა უწოდა, თუმცა ვერ თქვა, რომელ ენაზე. პოლიციელმა რუსული არ იცის, უკრაინის მოქალაქემ კი – ქართული.  „პოლიციელი ამბობდა, მონა გვიწოდა ქალბატონმა მარინამო, თუმცაღა ვერ …

წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი აგვეცილებინა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს „ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი“. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. პრემიერ მინისტრს დღეს, აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ საუბრობს ის უფრო მეტს წინა ხელისუფლებაზე, ვიდრე რუსულ აგრესიაზე და რატომ ადანაშაულებს ქვეყნის 20%-ის დაკარგვაში წინა ხელისუფლებას, …

თურქეთში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა – არიან დაშავებულები

თურქეთში, კოჩაელის პროვინციაში, დერინჯის პორტში მარცვლეულის საწყობი აფეთქდა. შემთხვევა თურქეთის დროით, დაახლოებით 14:40 საათისთვის მოხდა. მარცვლეულის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი. ინცინდენტის ადგილას მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. როგორც თურქული გამოცემები წერენ, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მთელ ქალაქში გაისმა. ინციდენტის მიზეზებზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.  

მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე

ლურჯმაისურიანი ბიჭი, ზურგზე ბავშვით, მუხლამდე ტალახში ჩაფლული – ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ გამოცემა “მთის ამბებმა” გაავრცელა. ლურჯმაისურიანი ბიჭი ფოტოზე ამბროლაურელი დავით ჯელაძეა, რომელსაც ზურგზე თავისი მცირეწლოვანი დისშვილი ჰყავს შესმული. ისინი ერთად ებრძოდნენ მოვარდნილ მეწყერს და გადარჩნენ. „ბათუმელები“ დავით ჯელაძეს ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა სტიქიის დღე. „ჩვენ რაჭაში …

რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რომელსაც ამ დროისთვის [4 აგვისტო, 15:45] არსებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას – რატომ არ აქვს საქართველოს თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი? მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, სად არის ის ვერტმფრენები, რომელთა შეძენაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს დააანონსა. გასული წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის …

შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი

„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა. თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო. „მე და ჩემი …

რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,“ – წერს შოვში მეწყერს გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე პირად ფეისბუქზე. „2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც ჩვენი …

ვინ და როგორ მუშაობს რეპრესირებულთა შთამომავლების უფლებებზე აჭარაში – ვიდეო

„1937-1938 წლებში, იმ დიდი ტერორის დროს, საქართველოში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, მათ შორის ბათუმში 1050 ადამიანი. ამ ადამიანთა სია არსებობს. მაგრამ ჩვენი, „მემორიალის“ წევრების აზრით, ეს სია არ არის სრულყოფილი. მსხვერპლი გაცილებით მეტია და ამ თემაზე ვმუშაობთ. იმ 1050 ადამიანში არიან ჩემი წინაპრები – მამაჩემის მამა, მამაჩემის ბიძა და მამაჩემის ბაბუა,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ …

როგორ ეხმარებიან უკრაინულ არასამთავრობოებს საქართველოში – ვიდეო

500-ზე მეტი დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 500 დღეზე მეტია ბათუმში, ევროპის მოედანზე, იკრიბებიან უკრაინელები და აპროტესტებენ რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში და სრულმასშტაბიან ომს. პირველი აქცია ბათუმში 2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა. იმ დღეს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. აქციაზე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელორუსები. 500 დღეზე მეტია უკრაინელებს …

„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ – მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან

„ზოგიერთი მეუბნება, არ გინდა ვაჭრობა? შენთან რუსი არ შემოვაო. არ შემოვა და აი, დარდი. მე რუსებზე ხომ არ ვიყავი დამოკიდებული. მაქვს სოფლის მაღაზია, შემოდის ჩემი მეზობელი, შემოდის ჩემი ქართველი. როგორც არის – მიმიღებს ასეთს, თუ არადა, მიბრძანდეს. მე ძალას არავის არ ვატან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანაკლიაში მცხოვრებმა ჟანა ცხადაიამ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, თუ რა …

ქართული ენის კურსი და სხვა პროექტები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბათუმში

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე დავბრუნდები უკრაინაში“, „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, „ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“, – დღეს, 14 ივლისს, ბათუმში, „ქეა კავკასიას“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეო, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები საქართველოში ნასწავლი ქართულით ცდილობენ თავიანთი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას. ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს ქართულს ქართულ-უკრაინული საგანმანათლებლო ცენტრ „ედნისტი“ ასწავლის. ქართული …

მეთევზეთა კლუბის თქმით, ინფრასტრუქტურა გაუფრთხილებლად დაუნგრიეს – ინსპექცია უარყოფს

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის თევზის ბაზართან ე.წ. მელკი მორიაზე ბათუმის მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ბაზის მიმდებარე ტერიტორია დაანგრია. კერძოდ, პლაჟზე ტრაქტორით მოთხარა განათების ბოძები, აყარა ნავების შესანახ ფარდულების წინ დაგებული ფილაქანი და მოანგრია სავარჯიშო ტურნიკეტები. მეთევზეები ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უკანონოდ მოიქცა, რადგან ისინი არ გააფრთხილა. „ეს ტერიტორია არის სანაოსნო, ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო სათევზაო …

დასაფლავება 86 წლის შემდეგ – აჭარაში 1937 წელს დახვრეტილი კაცის ნეშტი ოჯახს გადასცეს

25 ივნისს გონიოში, დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ, დაკრძალეს პირველი რეპრესირებულის ნეშტი, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა. ოფიციალური დოკუმენტებით, ხასან დიშლიოღლი 1937 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. მას ე.წ. ტროიკამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე წლის 27 დეკემბერს მოიყვანეს სისრულეში. ხასან დიშლიოღლის ნეშტი ხელვაჩაურში, მესამე სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილ საერთო სამარხში იპოვეს. ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხი 2021 წელს შეისწავლეს ტელეკომპანია …

რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

შავიზღვისპირა ქვეყნებიდან ორი – რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრია; თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, კიდევ ორი – საქართველო და უკრაინა ასოცირების მონაწილე ქვეყნებია. სწორედ ამიტომ ევროკომისია აფინანსებს პროექტს, რომელიც შავი ზღვისთვის საერთო საზღვაო დღის წესრიგს განსაზღვრავს. მთავარი აქცენტი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, რაც საბოლოოდ შავი ზღვის ქვეყნების ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას შეუწყობს ხელს. …

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა. მერის მოადგილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც. „ბოლო დროს ჩემ წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – წერს კახა ფუტკარაძე. კახა ფუტკარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სავარაუდოდ ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების …

რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შემდეგ? – ინტერვიუ ექსპერტთან

„ეკოციდი“ – ასე შეაფასა უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ის შედეგები, რაც 6 ივნისს რუსეთის მიერ „ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქებამ მოიტანა. ეკოციდის შედეგი უპირველესად შავი ზღვის ოდესის სანაპიროს შეეხო. უკრაინული მედიის თანახმად, ოდესის პლაჟები გადაიქცა „ნაგავსაყარად და ცხოველების სასაფლაოდ“. ოდესის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ოდესის პლაჟები გამოაცხადა „ცურვისათვის შეუფერებლად წყლის ხარისხის გაუარესების გამო“. ასევე ოდესის მცხოვრებებს აუკრძალა …

უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ – ინტერვიუ 

რა ხდება უკრაინაში მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს და სამხრეთ უკრაინის ნაწილი დატბორეს. რა ვითარებაა ბახმუტთან – დაიწყო თუ არა უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხანია ელის ყველა. „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ამჟამად ანალიტიკური ორგანიზაცია …

რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოში …

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა. თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე. თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს. მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე …

Exit mobile version