მთავარი,სიახლეები

შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე

23.04.2020 • 1012
შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე

დღეს, 23 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჯარში, თუმცა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა.

„არის შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ინფიცირებულია ასევე 20-მდე ექიმი და ეს იყო მოსალოდნელი, ამის გამო იყო დაგეგმილი ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება და ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია არის კონტროლირებადი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ძირითადად უსიმპტომოდ აქვთ დაავადება გადატანილი. ეს პირები ყველა არის მონიტორინგის ქვეშ და შემდგომში მათი მხრიდან სხვა პირების დაინფიცირების რისკი არ არსებობს,“- ამბობს ტიკარაძე.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 10 ათასი PSR ტესტის სრული კომპექტაცია, ორშაბათისთვის კი ელოდებიან 40 ათას ტესტს დამატებით.

„მაისის დასაწყისში PSR ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე შეივსება. ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში და მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება,“- ამბობს ტიკარაძე.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 420 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში:

ბათუმში კოვიდ 19-ის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: