„ერთი ხმელა პური მიკიდია საკენკად და ამით ვიარსებო“ – ადამიანები შიმშილის ზღვარზე

„მოვიდნენ, გამოაღონ მაცივარი, რომელიც ცარიელია. საჭმელი აღარ არის სახლში, ერთი ხმელა პური კიდია საკენკად და ამით ვიარსებო? რამდენ ხანს გავძლებთ ასე, შვილი მყავს, ცოლი, როგორ გავიტანოთ თავი“, – გვეუბნება მევლუდ არნანია. ის ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც პანდენმიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, მევლუდი და მისი მეუღლე ორივე უმუშევარი დარჩა. არნანიას ორი თვის ქირაც …

რატომ აქვთ მართლმადიდებელ მღვდლებს მანქანით მოძრაობის უფლება და სხვებს არა – დისკრიმინაცია

საქართველოს საპატრიარქომ დღეს დილიდანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღვდლებს, სტიქაროსნებსა და მგალობლებს, შეზღუდვების მიუხედავად, ავტომანქანით გადაადგილების უფლება ექნებათ. არადა მთავრობის განკარგულებაში მსგავსი ჩანაწერი სასულიერო პირებთან დაკავშირებით არ გვხვდება. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის დაწესებულ (თუ თვითაღიარებულ) პრივილეგიებს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სადაც ის ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს. „ახლა …

ევანგელური ეკლესიების ალიანსის განცხადება პანდემიის დროს ღვთისმსახურებაზე

საქართველოს ევანგელური ეკლესიების ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მთ 22:39) და: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მთ 4:7)“. „ამავე დროს აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს ამ ყოველმხრივ …

Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს ის პირები არიან, რომლებიც ამ კლასტერთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ – ამის შესახებ 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. 5 ინფიცირებული კი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია. მინისტრმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ეს ხუთი შემთხვევაც ქობულეთის კლასტერს, რადგან, მისივე თქმით, ამ დეტალების …

ხვალიდან ავტომანქანების მოძრაობა სრულად იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჯარო სივრცეში გადაადგილების ზომები მკაცრდება: 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა, მხოლოდ აფთიაქები და მარკეტები აგრძელებენ მუშაობას. შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომანქანებზე. ასევე  სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იურიდიული პირები …

რა საკვები პროდუქტები დაურიგეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აჭარაში

აჭარაში ოთხი სკოლა-პანსიონი არსებობს, სადაც ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მოსწავლეები კი, რომლებიც ამ პანსიონებში ცხოვრობდნენ, თავიანთ ოჯახებში იმყოფებიან. „ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის განათლების სამინისტროს, ხომ არ აპირებდნენ პანსიონის მოსწავლეებისთვის სასურსათო კალათის სახლში გაგზავნას, რადგანაც სწავლა შეწყდა. თავდაპირველად სამინისტროში გვითხრეს, რომ სკოლა-პანსიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სწავლობენ და ეს ოჯახები ისედაც იღებენ სახელმწიფო შემწეობას, …

კომენდანტის საათის დარღვევის 234 ფაქტი ბოლო 24 საათში

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმეს 92 მოქალაქე. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 …

დღეიდან თერმოსკრინინგს ოჩხამურის მოსახლეობასაც ჩაუტარებენ

ქობულეთის კლასტერის გამო აჭარაში კვლევის არეალი გაფართოვდა. დღეს, 16 აპრილს, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ თქვა, სოფელ ოჩხამურშიც დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მისი თქმით, ოჩხამურში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა: „თუმცა გვინდა მეტ არეალში ჩავატაროთ თერმოსკრინინგი და დავიჭიროთ ყველა საეჭვო ჩივილების მქონე პაციენტი, ვისაც ჯანმრთელობის ერთჯერადი საყურადღებო დარღვევები მაინც ჰქონია,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე. …

ბათუმში კორონავირუსზე 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 16 აპრილის მონაცემებით, აჭარაში Covid-19 სტატისტიკა უცვლელია, ამ დროისათვის კლინიკაში რჩება ლაბორატორიულად დადასტურებული 30 პაციენტი, რომელთაგანაც ერთის ინფიცირება მოხდა სხვა რეგიონში. „30-დან ორი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და საყურადღებო, დანარჩენი შედარებით მსუბუქია. 6 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, თუმცა ორთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერადი კონტროლით გვაქვს უარყოფითი პასუხი, პაციენტები …

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? …

არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას სთავაზობენ

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ. მაგალითად, მე-5-დან მე-6 კლასის ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება  გამომცემლობა „კლიოს“ ხელოვნების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე და ამავე გამომცემლობის „ჩვენი საქართველო“, იმავე კლასებისთვის. გამომცემლობა სიდის „მე და საზოგადოება“ მე-3-მე-4 კლასებისთვის, გამომცემლობა „ინტელექტის“ მუსიკა მე-5 და მე-6 კლასებისთვის და მათემატიკა …

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს -გახარია

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“-განაცხადა დღეს 14 აპრილს გიორგი გახარიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. „ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეხლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, როცა კომპრომისები …

10 დღით ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ 15 აპრილის 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება. „ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე …

ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის

ნონა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს. სოციალური პრობლემების გარდა, ნონას მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ნონას, მეუღლის გარდა, ერთი შვილიც შშმ ჰყავს. ხუთსულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნონას [მის ვინაობას არ ვასახელებთ] თქმით, უკვე მეათე დღეა თავის მეუღლეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვეღარ აძლევს. …

12 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული მოქალაქე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. დაკავებული პირი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის …

ქობულეთში თერმოსკრინინგით გამოვლინდა 17 საეჭვო შემთხვევა – ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 14 აპრილს, ცხელების კლინიკიდან კორონავირუსის კვლევაზე კიდევ შევა 15 ახალი ნიმუში, რომლის შედეგები დღეს საღამოს იქნება ცნობილი. „როგორც ვიცით, ქობულეთის კლასტერიდან გუშინ დაემატა 5 დადასტურებული შემთხვევა, ერთი იყო იმპორტირებული, აქედან გამომდინარე, კლინიკაში უკვე 27 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. მათგან ორის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი …

ბათუმში 26 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე

დღეს, 13 აპრილს, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან. ბოლო მონაცემებით [13 აპრილი, 18:30 სთ] ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, სულ 26 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მათგან ორი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. „ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ორივე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიმდინარეობს …

ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით გადმოასვენებენ

დღეს, 13 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერაყში, კერძოდ ერბილში, გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეციალური რეისით გადმოასვენებენ. „აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში ვმუშაობთ და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქედან, რომ სახმელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სპეცრეისით გადმოასვენებენ,“ – განაცხადა …

სკოლის მანდატურები საკარანტინო ზონებში იმუშავებენ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მანდატურები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. „გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი მანდატური დასაქმდება საკარანტინო …

აჭარაში 66 პირის კვლევის შედეგს ელიან COVID19-ზე

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირს იკვლევენ. ანალიზის შედეგები დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქობულეთშია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, რის გამოც ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში [სულ შვიდ სოფელში] კარანტინი გამოცხადდა. მთლიანობაში, დღეს, 13 აპრილის დილის მონაცემებით [11 სთ], კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა, …

დაგვიანებული ტელეგაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაიწყება. „სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებისთვის 30 მარტიდან …

ბათუმის პროტესტანტულმა ეკლესიამ აღდგომის მსახურება მრევლის გარეშე ჩაატარა

დღეს, 12 აპრილს, ქრისტიანების დიდი ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. 12 აპრილს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც კრძალავს სამზე მეტი ადამიანის შეკრებას საჯარო სივრცეში. ამის გამო ევანგელური ეკლესიები ღვთისმსახურებებს ერთ თვეზე მეტია შეცვლილი ფორმატით ატარებენ. ეკლესიებში ძირითადად სასულიერო პირები იკრიბებიან, …

ბათუმში აღებული 30 ნიმუში უარყოფითია – covid-19

დღეს 10 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე აღებული 30 ნიმუშიდან, ყველა პასუხი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიმუშები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში იყო აღებული. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საღამოს გადაიგზავნება შესამოწმებლად ნიმუშები ქობულეთიდანაც, სადაც დღევანდელი მონაცემებით 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონვირუსი. შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს ქობულეთში კარანტინის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. 10 აპრილის მონაცემებით, …

დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში  უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის  სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს. რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია: [checklist] სასურველია, დღე …

ტიკარაძე ქობულეთში კარანტინზე – შესაძლოა ყოველწამს შეიცვალოს მონაცემები

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ განიხილება ქობულეთში კარანტინის გამოცხადება, რადგან იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გადაცემულია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში და კარანტინთან დაკავშირებით მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ კი, დღეს, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქობულეთში ჯერ კიდევ მუშაობენ ეპიდემიოლოგები. „კონტროლის მხრივ, მდგომარეობა ქობულეთში გამკაცრებულია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. …

covid 19-ის 6 ახალი შემთხვევა ქობულეთიდან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 პირი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. „ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტი მოვიძიეთ გუშინ, ეს არის ოჯახური და სხვა კონტაქტები, არა სამედიცინო პერსონალი. მათგან ავიღეთ 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 დადასტურდა, ანუ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. …

რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ

განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისაღები გამოცდების არსებული სისტემის სისუსტე და დროა, სახელმწიფომ ალტერნატიულ მოდელებზე დაიწყოს ფიქრი. „15 წელია უკვე ვსაუბრობთ ამაზე და ცხადია, რომ არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი სისტემის სისუსტე. ყველაზე ნორმალური გამოსავალი იქნებოდა, უმაღლესებს რომ გადააბარონ მიღების შესაძლებლობა, თუ ისინი გამჭვირვალობის გარკვეულ პრინციპებს დაეყრდნობიან. …

ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ

ქვიშხეთთან ავტოავარიის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად დაიღუპა. ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი უმძიმესი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა, თუმცა ის, როგორც მკურნალი ექიმი ამბობს, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მარიანას ექიმის თქმით, შესაძლოა  ის სიცოცხლის ბოლომდე ამ მდგომარეობაში დარჩეს. ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. მარიანას მდგომარეობაზე მისმა ახლო მეგობარმა, …

ქართველი მეზღვაური: ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გამოვიყვანეთ [ვიდეო]

„გუშინ გემ BELLATRIX-ზე ხანძარი გაჩნდა. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია მსხვერპლის გარეშე და გემზე ამოვიყვანეთ ეკიპაჟის 12-ვე წევრი“, – ეს კომენტარი და ვიდეომასალა 2 საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი თუშმალიშვილმა გამოაქვეყნა. „სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით განხორციელდა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდ „არიფეზე“ (ARIFE). აღნიშნულ …

საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. დღევანდელი მონაცემებით 214-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, გუშინ, 8 აპრილს, ინფიცირების 208 შემთხვევა იყო, დღეს კი 6-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო შემთხვევები არ უკავშირდება შიდა გადაცემას და ინფიცირების წყარო არის ცნობილი. ამავე დროს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 50 შემთხვევა გვაქვს, კარანტინში რჩება 4 559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ …

თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია

დღეს, 8 აპრილს, 20:00 საათის მონაცემებითაც, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა. დაინფიცირებულთა სტატისტიკა იგივეა, ანუ – 208 ადამიანი. „რომ დავიანგარიშეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი დღეში 10 ადამიანი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად ათზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიცილებთ თავიდან და სიტუაციის გამკლავება არ გაგვიჭირდება“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო …

Global Hack – იდეების კონკურსი კორონავირუსის კრიზის დასაძლევად

9 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაიმართება ონლაინჰაკათონი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და „ინიციატივა EU4Digital“-ი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია. Global Hack-ი ეწყობა იდეების უსწრაფესი განვითარებისა და გაზიარების მიზნით, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში. ონლაინჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები, მეცნიერები, ტექნიკური სფეროს ენთუზიასტები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან. ევროკომისია …

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა. ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების …

ბოლო 10 საათის განმავლობაში პოლიციამ 121 ადამიანი დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 8 აპრილის დილის 06:00  საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 121 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 4 მოქალაქე დაჯარიმდა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 …

კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა

8 აპრილის [ 10 სთ] ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.  გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4 674 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 362 პირი მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსის მაჩვენებლების მატებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს  კორონავირუსის შემთხვევები 1000-1200-მდე შეიძლება გაიზარდოს. მოიმატებს გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც.  

„ქურდული სამყაროს“ საქმეზე 3 პირი, მათ შორის, გამომძიებელი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ორი პირი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ,“ – აცხადებს შსს.  სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული …

Exit mobile version