Batumelebi | რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ – Batumelebi

რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე მთავრდება.

ცენტრის ცნობით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის წარდგენის ვადა.

„თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს საგამოცდო პროცესი უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com