რამდენი ლარი იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. „იუნისეფის“ ინფორმაციით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავენ, რაც საკმარისი არ არის. „COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა“-ამბობს „იუნისეფი“. მაგალითად საქართველოში, მთავრობის 2 მარტის დადგენილებით, სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი მიმწოდებლის …

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს. „კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 …

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

2020 წლის ზაფხულში მასწავლებლობის მსურველებმა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბარეს. იხილეთ საგნობრივი გამოცდის ოფიციალური შედეგები კონკრეტულ საგნების მიხედვით. ქართულ ენას 771 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა. მაქსიმალური ბარიერი ამ საგანში 70 ქულაა, გამსვლელი ქულა კი 43. ბარიერი ვერ გადალახა 528 პირმა. მათემატიკის გამოცდას 323 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა, მაქსიმალური ზღვარი 52  ქულა იყო მათემატიკაში, მინიმალური 32. ბარიერი ვერ …

ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით. ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი? მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა …

რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია. დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა. როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, …

ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, პაციენტმა ნაყოფი დაკარგა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ფეხმძიმე ქალი ოთხი დღის წინ შევიდა კლინიკაში სამკურნალოდ. „მეოთხე დღეს, როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა გულისცემა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ …

რა შეცდომას უშვებენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკას 11 997-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა, აქედან 17.5-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. სხავადასხვა დროს ჩატარებული საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ მათემატიკაში დაბალი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მარტივი მოქმედებების შესრულებაც კი. არსებობს სტერეოტიპი, რომ მათემატიკა რთულია და განსაკუთრებული ნიჭია საჭირო მის ასათვისებლად. მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი კი გვარწმუნებს, რომ მათემატიკა კი არ არის რთული, …

V-VII კლასის მოსწავლეების ცოდნა და უნარები ელექტრონული ტესტირებით შეფასდება – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იწყება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებელი ტესტირება. პროექტი – „შეფასება განვითარებისთვის“  საპილოტეა და მასში ასამდე სკოლა და 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. მოსწავლეები მათემატიკასა და ქართულში შეფასდებიან. „პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები შეფასდება მე-5 კლასის დასაწყისში, ხოლო პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული შედეგები მე-7 კლასში …

სად იცხოვრებს 12 წლის გოგო, რომლის ოჯახიც ჯოჭოში მეწყერმა იმსხვერპლა?

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ …

ბათუმში, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლიდან ფილები ჩამოცვივდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის მერიამ რკინის ღობით შემოსაზღვრა. როგორც „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, ფილების ჩამოცვენის მიზეზები დადგინდება და პიედესტალი თავიდან მოპირკეთდება. „15 წელია უკვე ეს ძეგლი დგას, მასალა გამომშრალია და შესაძლოა ამიტომ ჩამოცვივდა ფილები. ჩამოვიყვანეთ მერიის …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. სოფიო აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. საჯარო სკოლა სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს. ეროვნული ჯილდოს მფლობელს 10 ათასი ლარი გადაეცემა საჩუქრად.  2020 წლის გამარჯვებული, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის გამარჯვებულმა, გიორგი ჭაუჭიძემ დაასახელა. სხვადასხვა …

ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე ფესტივალი, რომელიც 16-18 ოქტომბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. „ფესტივალი ჩატარდება პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე, როგორც ადაპტირებული პროექტი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ტექნოლოგიების გათვალისწინებით“, – ამბობენ სამინისტროში. როგორც …

ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა – კორონავირუსი მის შვილს დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა, მის 8 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტიტე აროშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაშია. „დროებით შევაჩერე საარჩევნო კამპანია, რადგან ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ანალიზის პასუხი მივიღეთ 6 დღის წინ და მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა 37 გრადუსი და ამიტომ გავუკეთეთ ტესტი“, …

პედაგოგების ხელფასი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით უნდა გაიზარდოს – ბიუჯეტის პროექტი

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2021 წლის იანვრიდან „სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული“. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პედაგოგს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო სტატუსი (უფროსი, წამყვანი, მენტორი), ხელფასზე 100 ლარი დაემატება იანვრიდან. 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების …

მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ ცენტრისგან წერილობით მიიღო, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა. გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული …

ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ და მე-13 სკოლის დირექტორმა დათო ჩხაიძემ. დანარჩენს კი უფლებამოსილება შეუჩერდათ. უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ ბათუმის პირველ, მე-13, მე-18, 23-ე, 26-ე და …

უკანონოდ ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებამდე 304 უკანონო ნადირობის ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, აჭარაშიც. „ყველაზე მეტი – 230 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში  – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, კახეთში კი 5 ფაქტი …

იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ

ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ. ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა …

აჭარაში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება – მთავრობა

დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში I-VI-კლასელი ბავშვებისთვის. ხოლო ფოთსა და გორში, ყველა კლასის ბავშვებს შეეძლებათ სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება. რაც შეეხება აჭარას, ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას, რადგან მთავრობა კონკრეტულ თარიღს ამ დროისთვის ვერ ასახელებს. „იქ, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო …

რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება

ონლაინ გარედაკვირვებაზე მასწავლებელთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. რა მოეთხოვება ონლაინ გარედაკვირვების დროს მასწავლებელს და აისახება თუ არა მასწავლებლის შეფასებაში ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული ხარვეზები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა უკვე შექმნილია. როდის შეეძლებათ პედაგოგებს გარედაკვირვების გავლა? ონლაინ გარედაკვირვების …

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კოვიდით დაინფიცირდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა – გიული თელია ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი. აჭარაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული სკოლების პედაგოგებში …

როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

ლენა გომართელი საქართველოში ყველაზე წარმატებულ დირექტორად აღიარეს და გრან-პრითაც დააჯილდოვეს. რატომ მიიჩნიეს ის საუკეთესო დირექტორად და რა შეიცვალა მისი მენეჯერობის პერიოდში საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში? – ლენა გომართელს ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა. ქალბატონო ლენა, რამდენი წელია რაც საჩხერის სკოლაში მუშაობთ, მასწავლებლად დაიწყეთ მუშაობა თუ პირდაპირ დირექტორის პოზიციაზე?  სპეციალობით გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. ეს პროფესია მეხუთე …

აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ექიმი სახლში უწევს მეთვალყურეობას. „ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი იყოს უსაფრთხოდ, შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით და თვითიზოლაციით, რომ არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. პაციენტის კლინიკური სურათი და …

ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი

„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მისი თქმით, კორონავირუსის მასშტაბების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 ადამიანი, სიტუაცია …

„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაში სწორედ დასაქმების მიზნითაა წასული. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქალები სამუშაოს მოძიებას ცდილობენ, მეზობელი თურქეთია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, საქართველოში მცხოვრები ქალების ნაწილი, ვინც თურქეთში მუშაობდა, ისევ უმუშევარად დარჩა. ქალების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საზღვარს კვეთდნენ, 40 წლის და უფროსი ასაკის არიან. სწორედ ამ ასაკის ქალებს …

ბსუ-მ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებზე: ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფიზიკა …

გრანპრის მფლობელი სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა

დღეს, 19 სექტემბერს, გრანპრის მფლობელი საჯარო სკოლები და დირექტორები გამოავლინეს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადასცეს. გრანპრის მფლობელი ლენა გომართელი გახდა. ის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცა, ხოლო მის სკოლას, სპეციალური პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორები არიან ასევე: საჩხერის, კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, …

ქობულეთის რეფერალურში მხოლოდ covid19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ

ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც დღეს, 19 სექტემბერს, „ევექსში“ გვითხრეს,  საავადმყოფოში 70 საწოლია ამ დროისთვის მომზადებული. „ევექსის“ განცხადებით, ჰოსპიტალში მხოლოდ ინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი მიიღონ მომსახურება გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო პროცედურებზე. 19 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 3500-ზე …

ქედაში სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებია გაკრული

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების – ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. „ბათუმელებმა“ საჯარო სკოლის დირექტორს ჰკითხა, იცოდა თუ არა ამის შესახებ. სკოლის დირექტორი გია ბარამიძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. „ორი დღის წინ ვიყავი სკოლაში და არ იყო გაკრული. ვიცი, რომ არ …

ქედაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ადიდდა მდინარე ბზანაც

ქედაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ბზანა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ელექტრობოძები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელი გულები, ზუნდაგა, კოლოტაური, დაბა ქედა – ეს ის ადგილებია, სადაც მეწყერი განვითარდა, დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ სახლებში შეაღწია. „ბევრი ლოკაციაა, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული. დოლოგანში მდინარე ბზანამ წააქცია რამდენიმე ელექტრობოძი, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. …

ბათუმის სამშობიაროში 16 ორსულს მკურნალობენ კოვიდ 19-ზე

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 16 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, ინფიცირებული ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოთხი პაციენტი გუშინ, 17 სექტემბერს, შეიყვანეს სამშობიარო სახლში, დანარჩენი კი – უფრო ადრე. რაც შეეხება ახალშობილებს, როგორც დირექტორი ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ ქალს ჯერ არ უმშობიარია. დღეს, 18  სექტემბერს, …

მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე. თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ …

დაემატებათ თუ არა მასწავლებლებს 150 ლარი ხელფასზე სექტემბრიდან – გახარიას დაპირება

სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ანაზღაურება 300 ლარით რომ გაიზრდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. მისი თქმით, 150 ლარი უნდა დამატებოდა უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს იმავე წლის სექტემბერში, ხოლო 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ასევე 150 ლარით უნდა გაზრდოდათ ხელფასები პედაგოგებს. იგივე ჩანაწერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” …

ქობულეთში, სოფელ ჭახათში, სასაფლაოები გაძარცვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში სასაფლაოები გაძარცვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრები გია გეგიძე გვეუბნება, სასაფლაოები ალუმინის მოაჯირებით იყო შემოსაზღვრული. „სოფელში აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა, პირველი შემთხვევაა, რომ სასაფლაოები გაძარცვეს. უჭირს ხალხს და ალბათ ამას უკავშირდება“, – ამბობს გეგიძე. გია გეგიძის თქმით, სასაფლაოებიდან მოაჯირები მოიპარეს – „სავარაუდოდ, ჯართში ჩასაბარებლად“. დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერჯერობით არ ვიცით. შს სამინისტროს …

აჭარაში საბავშვო ბაღში არ დადის ყოველი მეოთხე ბავშვი – კვლევა

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა მოიცავს საკითხებს როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ, ასევე განათლების კომპონენტს. კვლევაში ნათქვამია, რომ აჭარის რეგიონში 3-5 წლის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.7 პროცენტი) არ დადის საბავშვო ბაღში, 5 წლამდე ასაკშის ბავშვების 46.4 პროცენტს არ აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი, ხოლო 38.6 პროცენტს – ორი ან …

Exit mobile version