ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ …

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს. 12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს …

უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ  მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. „ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას –  „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად,  თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში ტრადიციული საახალწლო ღონისძიებები არც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება და არც შემდეგ დღეებში. დაიდგმება მხოლოდ ნაძვის ხე და განათდება რამდენიმე ქუჩა, რისთვისაც ბიუჯეტში 503 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან 60 ათასი ლარი ქუჩების განათებისთვის არის გამოყოფილი. „503 ათას ლარში შედის როგორც ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟი, ასევე განათებები. ვცვლით მხოლოდ იმ განათებებს, რაც შარშან დაზიანდა. …

რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს. გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის  …

ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედია მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. „მაშინ როცა ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ …

მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასების ზრდა 100 ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ დამატებითი განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გააკეთა. „2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის – 15 საათის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული …

სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ

თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან. „დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. …

ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა. „იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც …

აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, პირველ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, ახალ წლამდე სასურსათო პაკეტს გადასცემენ. „ასევე იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაშიც, თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას,“ – განაცხადა …

როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს

„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით …

ბათუმის რესპუბლიკურში ჟანგბადის 3 ახალი დანადგარი დამონტაჟდება – თურნავა

დღეს, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება ქვეყანაში გაიზარდა. „პანდემიის პირობებში დღეში 80 ტონამდეა ჟანგბადის მოხმარება“, – ამბობს ის. თურნავას განცხადებით, სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნება, რადგან სახელმწიფომ თურქეთში 10 ცალი ჟანგბადის გენერატორი შეიძინა. „თურქეთში, ქარხანაში შევიძინეთ 10 ახალი დიდი სიმძლავრის გენერატორი …

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

30 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3 216-ია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარაში -313, იმერეთში-517, ქვემო ქართლში-187, შიდა ქართლში-82, გურიაში-19, სამეგრელო-ზემო სვანეთში-160, კახეთში-161, მცხეთა-მთიანეთში-77, სამცხე-ჯავახეთში-74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-4. ბოლო 24 საათში …

როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა, რის მიხედვითაც, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში უფროს მასწავლებელს შეუძლია გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს. გარე დაკვირვება მასწავლებელმა 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს. „ხოლო 2021 …

მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს. „პირველ ხანებში …

სახალხო დამცველი შობის ღამეს რელიგიური უმცირესობებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, სადაც ის რელიგიური უმცირესობების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს მთავრობას. დამატებითი შეზღუდვა ითვალისწინებს 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვასა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ქრისტეშობას 24-25 დეკემბერს აღნიშნავენ, ღამის საათებში გადაადგილების უფლება …

რა იკრძალება 28 ნოემბრიდან – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა. იხილეთ შეზღუდვებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა? დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. შესაძლებელია თუ …

როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუკი დასაქმებულ პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, მაგრამ ვერ იკეთებს ფასიან  PCR ტესტს, თვითიზოლაციაში ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. „ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, დასაქმებული პირი დგება აღრიცხვაზე ოფიციალურად. განაცხადი უნდა გააკეთოს პირმა იმ შემთხვევაში, თუკი აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტი ან ახლო კონტაქტი. ეპიდემიოლოგები ამ პირის მონაცემებს …

200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. „რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი …

რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება ახალი წლის დღეებში

დღეს, 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭომ იმ დამატებითი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამავე განცხადების მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის …

საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ  COVID19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, ტაძარში ყოფნის დროს, მრევლმა და სასულიერო პირებმა კოვიდიუსაფრთხოების წესები დაიცვან. „აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი …

კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა. კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში. ეს კორონავირუსით სამედიცინო …

ცვლილებები მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებში 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცენტრის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. „ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის …

ბათუმში ექთანს კოვიდპაციენტი სამართებლით დაესხა თავს

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ …

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს. „გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას …

ტიკარაძე ამბობს, რომ რობოტი პეპერი პაციენტების მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რობოტ პეპერს, რომელიც მინისტრმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა და ივნისში საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა. თუმცა შემდეგ რობოტი პეპერი გაუჩინარდა. როგორც პრეზენტაციის დღეს მინისტრმა განაცხადა, Covid 19-თან ბრძოლაში მას რობოტი დაეხმარებოდა. „პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის …

უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები აუდიოსახელძღვანელოებით ისარგებლებენ – სამინისტრო

IV-VII კლასის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს აუდიოფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზეც განთავსდება. „აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბენო ჭელიძე კოვიდით იყო ინფიცირებული. „20 ნოემბერს დაიწყო მკურნალობა და 24-ში გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს გია კიკაბიძე. ბენო ჭელიძე 55 წლის იყო. ბათუმის რესპუბლიკურში ეს მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კი …

ქობულეთში ლეღვა და აჭყვა დაისეტყვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლები დაისეტყვა. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დათვლილი არ არის რა ზიანი მიადგა სეტყვის შედეგად მოსახლეობას. დაისეტყვა სოფლები აჭყვა და ლეღვა, სადაც მოსახლეობას ციტრუსის ბაღები აქვს. თუმცა, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, დააზიანა თუ არა სეტყვამ მანდარინის ნაყოფი, ამის შესწავლა მხოლოდ გამოდარების შემდეგ არის შესაძლებელი, „რადგან წვიმაში დაზიანება ნაყოფზე არ ჩანს“. მერიის ინფორმაციით, …

„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედაში, სოფელ ცხემნაში მცხოვრები არჩილ ცინცაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მეწყრული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გააქტიურდა. არჩილ ცინცაძის სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ბავშვი. „აქამდე სახლის ქვემოთ იყო დამეწყრილი მიწა, ახლა კი სახლს ზემოთ, ფერდობიც ჩამოიშალა. პირველად გაზაფხულზე მივმართე მთავრობას, რომ შეესწავლათ ვითარება. მოვიდნენ გეოლოგები და …

რატომ დატოვა საქართველოს რკინიგზამ მგზავრები ბაქანზე – კომპანიის განმარტება

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი გუშინ, 22 ნოემბერს, 25 წუთით [15:25-ის ნაცვლად გავიდა 15:00 საათზე] ადრე გავიდა, რის გამოც ზოგიერთმა მგზავრმა გამგზავრება ვეღარ მოახერხა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსა, თუმცა ამის შესახებ მგზავრები ინფორმირებულნი არ იყვნენ. „ვისაც ადრე ჰქონდა ბილეთები აღებული და არ ჰქონდათ ინფორმაცია გრაფიკის შეცვლაზე, სალაროებში გაფრთხილებული არიან …

რიჟვაძე შავაძის საქმის შეხსენებაზე – საარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“, რაზეც ევროსასამართლომ ორი დღის წინ დაადგინა, რომ დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, [მიუხედავად იმისა, რომ როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა], არჩევნების დღეს …

„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“. წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა …

პედაგოგების გამოცდები შესაძლოა გადაიდოს – ცენტრის შეტყობინება კურატორებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს პედაგოგების საგნობრივი გამოცდები, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სმს-ს შეტყობინება უკვე დაუგზავნეს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, დამკვირვებლებსა და კურატორებს, ვისთანაც ყოველწლიურად თანამშრომლობს ცენტრი. თუმცა, როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცდების გაუქმებაზე უნდა მიიღოს საქართველოს განათლების …

ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა. „ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – ამბობს კომისიის მდივანი. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით …

აჭარის ორი სოფლის ბოიკოტი – წაბლანა და წაბლიანი არჩევნებზე ისევ არ მიდის

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ხულოში, სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად კვლავ არ მიდის არჩევნებზე. ამ ორ სოფელში ამომრჩევლებმა არც პირველ ტურში არ მიიღეს მონაწილეობა. როგორც სოფელ წაბლანას კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო შანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა. წაბლანაში 600 ამომრჩეველია. …

Exit mobile version