რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს

ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც დასავლური ფონდები ფინანსურად ეხმარებიან. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რუსული კანონისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ბატონო უჩა, „ქართული ოცნება“ ღიად არ ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ევროკავშირში …

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR

საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობაში, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – იცავს. „ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც მის მიმართ ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მარიამი* დღეს 24 წლისაა.  მის მიმართ …

ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა. „ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის …

ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა. „ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და …

3 330 მოსწავლე ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა – ორი წლის მონაცემი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2021-2022 წლებში საქართველოში 3 330-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. კვლევის მიხედვით, ამავე წლებში სწავლის შეწყვეტის საერთო შემთხვევების 34.9 პროცენტი დაფიქსირდა დაწყებით საფეხურზე, მაშინ, როდესაც 2013 წელს ამავე საფეხურზე სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 12,5 პროცენტი იყო. კვლევაში მოცემულია სწავლის შეწყვეტის ათწლიანი …

როგორ დავრჩი სკოლის მიღმა – მაძიებელი მასწავლებელი სისტემის პირისპირ

გვანცა ბერძენიშვილი ხელოვნებათმცოდნეა. სამი წელი საჯარო სკოლაში იმუშავა, თუმცა მალე მისი მიტოვე მოუწია. გვანცა „ბათუმელებთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სისტემამ ის სკოლის გარეთ დატოვა. „მაგისტრატურა 2016 წელს დავასრულე და სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე. თუმცა მითხრეს, რომ ვერ ამიყვანდნენ, თუ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა არ მექნებოდა ჩაბარებული. პროფესიული უნარების გამოცდაზე როცა დავაპირე დარეგისტრირება, მითხრეს, რომ ვერ …

რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს მოსწავლე, არ დატოვოთ შემკობის გარეშე – შალვა ამონაშვილი

დღეს, 18 თებერვალს, ცნობილი პედაგოგი, ე.წ. ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი შალვა ამონაშვილი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შალვა ამონაშვილმა სტუდენტებთან მასწავლებლის როლსა და განათლების არსზე საკუთარი მასწავლებლის მაგალითზე ისაუბრა. ამონაშვილის თქმით, მის ცხოვრებაში ბევრი მასწავლებელი იყო, თუმცა ვარვარო ვარდიაშვილი იყო ერთადერთი, ვინც ის შენიშნა და ცხოვრება შეუცვალა: „ზოგი მოვიდა, მიგვანგრია-მოგვანგრია და წავიდა, არ ვიცი …

ბათუმში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში Wolt-ის 150-მდე კურიერი გაიფიცა. კურიერები ამბობენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. „ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილის საბაზისო ამ წუთას არის 2.50 ლარი და გვინდა 3.50 ლარი გახდეს – კილომეტრაჟზე 20 თეთრი დაგვემატოს. ახლა 50 თეთრია და გვინდა გახდეს 70 თეთრი. დღეს დამსაქმებელს ვესაუბრეთ …

20 თებერვალს ბათუმში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ბათუმში 20 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად  აქცია გაიმართება. როგორც ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ლევან ანთაძე ამბობს, აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ქალაქებში ერთდროულად გაიმართება. „როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება. აქციაში ბათუმი და თბილისიც ჩაერთვება. აქცია მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ევროპული …

ბათუმის მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც მეჩეთში გვეუბნებიან, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო. როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი. ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ყალბი 100-ლარიანების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთ-ერთი კი დაკავებულია. „გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 …

„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ

„გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი“- ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს? ამ თემაზე „ბათუმელები“ ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა. ბატონო ვანო, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციას და არ გადაიყვანს სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში, …

ბავშვებს „გამარჯობა“ ჩემი სახელი ეგონათ – დაწყებითის მასწავლებელი მარნეულიდან

ზვიად ფიფია მარნეულში, სოფელ კარჩაგანის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. მასწავლებლობა, როგორც თვითონ გვითხრა, „შემთხვევით“ გადაწყვიტა, თუმცა არასდროს უნანია. ახლა ფიქრობს, რომ პედაგოგობა ნამდვილად მისი საქმეა. „ბათუმელებთან“ ის სკოლაზე და მის პროფესიულ ცხოვრებაზე საუბრობს. ბატონო ზვიად, თქვენ დაგასახელეს საუკეთესო მასწავლებლად. როგორ მოხვედით ამ სფეროში? უკვე 15 წელია, რაც პედაგოგი ვარ. რაღაც პერიოდი ჟურნალისტად ვმუშაობდი. …

ბათუმში კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, ლიფტი ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროს ლიფტში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, 3 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ორმა კი კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ბათუმის ცენტრალური პარკიდან სავაჭრო ჯიხურები გააქვთ

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის ცენტრალურ პარკში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. მათი განცხადებით, სავაჭრო ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ. „ამ წლიდან ეს ობიექტები არის უკვე უნებართვო. ჩვენ გავაფრთხილეთ მეპატრონეები, მაგრამ არ გაიტანეს ჯიხურები, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას გააქვს  მერიის საწყობში“, – თქვა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ მესხიძემ. მესხიძის თქმით, პარკის ტერიტორიიდან 8 ჯიხური …

მტერზე უარესია რუსეთი – მასწავლებელი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ის გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების სამინისტრომ საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. დიანა 21 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია. ის ომამდე გულრიფშის რაიონში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად, თუმცა ყველაფრის მიტოვება მოუხდა. „როცა სამეგრელოში ჩამოვედით, რაღაც პერიოდი დევნილთა შტაბში ვმუშაობდი წითელი ჯვრის ეგიდით, შემდეგ კი …

ბათუმში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში (ბაუ), ფიზიოლოგიური მშობიარობისას 42 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გარდაცვლილი ქალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. „ექსპერტიზა უტარდება უკვე და გაირკვევა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს. ჩვილი დარჩა ჩვენთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ახალშობილთა რეანიმაციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.

ზღვას ბათუმის სანაპიროზე დრონებით ათვალიერებენ – რა გაირკვა აფეთქების შემდეგ

ბათუმის სანაპიროზე გემების და სხვა მცურავი საშუალებების გადაადგილება დროებით შეზღუდულია. როგორც ბათუმის ნავსადგურის სადისპეტჩერო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეზღუდვა უკავშირდება გუშინდელ ფაქტს, როცა ბათუმის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს, სავარაუდოდ ნაღმი აფეთქდა. „ჯერჯერობით შეჩერებულია ყველანაირი მოძრაობა ზღვაში. როგორც ვიცით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიული წყლების შემოწმება დრონებით და დასრულების შემდეგ გვეტყვიან პასუხს. თუ სხვა რაიმე სახიფათო არ არის ზღვაში, მაშინ …

18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა – VIDEO

„ყველა ბრძოლა ნოკაუტით მაქვს მოგებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორგზის საქართველოს ჩემპიონია კრივში. წელიწად-ნახევარში ლანა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა:„მიზანი გაძლევს ძალას, მოტივაციას და ყველაფერს. რთულია, მაგრამ ვინც მოდუნდება, ის ვერ მიაღწევს წარმატებას.“ ლანა ამბობს, რომ სპორტი ბავშვობიდან მოსწონდა. ბევრი სახეობა მოსინჯა, დადიოდა მძლეოსნობაზეც, სადაც მიაღწია …

ბათუმში „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარია

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“ ტერიტორიაზე, ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტებს უკიდია. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური. ხანძრის ადგილზე ისმოდა აფეთქებების ხმა. როგორც ამ უბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც აკუმულატორები, ავტომანქანის ზეთი და საბურავები იყიდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ავტოსახელოსნოს გაუჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ …

არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

ირმა ნოსელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელში ათი წლის წინ, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მოვიდა და მას შემდეგ ამ სკოლაში აგრძელებს მუშაობას. 2020 წელს, ირმა ამერიკული პროგრამის „ფულბრაიტის“ მეშვეობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის უცხოელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო. ამერიკის სამხრეთში, არკანზას შტატში 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ექვსი თვე დაყო. „პირველი რაც ამერიკულ სკოლაში …

გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონერ ბიზნესმენს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე გალიფ ოზთურქს ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. „ბიზნესმენმა გ.ო-მა 2019 წლის დეკემბერში დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც იგივე ქონება გაზრდილ ფასში – 82 მილიონ ლარად გაასხვისა …

„სააკაშვილს უნდა მიეცეს უცხოეთში მკურნალობის უფლება“ – აქცია ქობულეთში

დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში. როგორც მონაწილეები ამბობენ, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და საზოგადოების გააქტიურებაა არსებული პრობლემების წინააღმდეგ. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად არა მარტო ქალაქებში, სოფლებშიც გაიმართება. „პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რეალურად ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ და მნიშვნელოვანია, …

საქართველომ 1 მლნ ლარი გამოყო თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა თურქეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ბათუმსა და თბილისში მოსახლეობაც აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას. თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას …

ბათუმში TOEFL-ი უფასოდ ისწავლება, მაგრამ განათლების ფონდის თქმით ჯგუფი არ დაკომპლექტდა

„აჭარის განათლების ფონდში“, სახელმწიფო დაფინანსებით, უცხო ენების შემსწავლელი პროგრამები მოქმედებს. ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ უცხო ენები, საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს კი შეუძლიათ სახელმწიფო ენას დაეუფლონ. თუმცა, პანდემიის შემდეგ, გარკვეული ჯგუფები ვეღარ კომპლექტდება, განსაკუთრებით ეს შეეხება TOEFL-ის სწავლების ჯგუფებს, რადგან ჯგუფში მოხვედრის მსურველები, როგორც ფონდში გვეუბნებიან, ვერ აკმაყოფილებენ საჭირო დონეს. „აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს …

„საგანგაშოა“ – სასამართლომ ევანგელისტურ ეკლესიას შემოწირულობის დაბრუნება დააკისრა

დღეს, 9 თებერვალს, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და საქართველოს ევანგელისტურმა ეკლესიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. საქმე ეხება ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია საგანგაშოს უწოდებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაალ ტყეშელაშვილს დაეკისრა მოსარჩელის, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკის სასარგებლოდ თანხის გადახდა. კერძოდ, პასტორმა ამ პირს უკან უნდა დაუბრუნოს წლების განმავლობაში მიღებული …

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება. „სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის …

ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში – სეისმოლოგი

„მიწისძვრა არის სტიქია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაასრულოს, ანუ შესაძლოა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც კი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი. მისი თქმით, დღეს მშენებლობების ხარისხი, ფაქტობრივად, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან ნორმები მოძველებულია, კონტროლი კი – ნაკლები. ბატონო ლაშა, როგორი სეისმური მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და …

რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი სახლები, რომლებსაც ბათუმში აშენებენ

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას, 7 თებერვლის მონაცემებით, 5 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პირველ ჯერზე ნგრევა 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია. რამდენად სეისმომედეგია ის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებსაც ბოლო პერიოდში აშენებენ საქართველოში და როგორ მოწმდება მშენებლობის სტანდარტები? ამ თემაზე „ბათუმელები“  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დამსახურებულ მშენებელს რეზო კახიძეს ესაუბრა. ბატონო რეზო, თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ …

ქართველი მეზღვაური ესპანეთის ციხიდან მთავრობას დახმარებას სთხოვს

ესპანეთში დაკავებული 26 წლის ქართველი მეზღვაური ნუკრი გოგიტიძე სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდავი გემი 2020 წლის 5 დეკემბერს სტამბულიდან გავიდა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში, ესპანეთის საზღვართან დააკავეს. გემზე 3 ათასი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის გამო ესპანეთის პოლიციამ მთელი ეკიპაჟი დააკავა. მათ შორისაა ნუკრი გოგიტიძე და საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე. ნუკრი …

ბიუჯეტის თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს. „ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის …

„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან

4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც. „ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა. „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – …

დააკავეს პირი, რომელიც 15 წლის გოგოს ქორწინებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის გოგოზე ძალადობის და ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „ერთი პირი დაკავებულია ცხელ კვალზე, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 150-ე პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით“- თქვეს შსს-ში. აღნიშნული მუხლები  გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას და არასრულწლოვნის იძულებით ქორწინებას. როგორც შსს-ში გვითხრეს, არასრულწლოვანი გოგო უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის …

„ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას“- TV პირველის ჟურნალისტის სახლი ორჯერ გაქურდეს

ტელეკომპანია „პირველის“ კორესპონდენტი ნატო გოგელია ამბობს, რომ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე არსებულ მის საცხოვრებელ სახლში ორჯერ შევიდნენ უცხო პირები და სახლი გაქურდეს და დაარბიეს. ნატო გოგელიას თქმით, პირველად 31 იანვარს და მეორედ გუშინ, 2 თებერვალს, შეაღწიეს მის ბინაში. „პირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი ქურდობა იყო, რადგან წაიღეს მიმღები, ტელევიზორი და „ფლეშკა“, მაგრამ 2 თებერვალს ღირებული …

რა შეცვალა ამ ომმა ჩემში – კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

კობა ხაბაზი, ყოფილი პარლამენტარი და აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში, ბახმუტში იბრძვის. იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა მოხალისედ. კობა ხაბაზი „ბათუმელებს“ ფრონტის ხაზიდან ესაუბრა. ბატონო კობა, რა ვითარებაა ახლა ბახმუტში, რამდენი ხანია, რაც მანდ იმყოფებით და კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებთ? ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვედი, თებერვლის ბოლოს უკვე აქ ვიყავი. აგვისტოში ჩამოვედი საქართველოში და შემდეგ …

რომელ ქუჩებზე დაამონტაჟებენ ახალ ელექტროტაბლოებს ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში მაისის ბოლომდე 85 ახალი ელეტროტაბლო უნდა დამონტაჟდეს. ელექტროტაბლო ინასარიძის, კობალაძის, აღმაშენებლის, შარტავას, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე განთავსდება. ახალი ელექტროტაბლოებით ჩანაცვლდება რუსთაველის ქუჩაზე არსებული ელექტროტაბლოებიც. პროექტის ბიუჯეტი 190 000 ევროა და დაფინანსებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მიერ. „ელექტროტაბლოების მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ავტობუსის ადგილმდებარეობის შესახებ …

Exit mobile version