წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება. ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. …

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა და მოსწავლეებს დაეჯახა

დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოსწავლეებს მოტეხილობები აქვთ. „ერთი გოგოა და მეორე ბიჭი დაშავებული. როგორც ვიცით, მოსწავლეები ავტობუსის მოსაცდელთან იდგნენ, ელოდებოდნენ ავტობუსს, რა დროსაც მანქანა შევარდნილა. ამ დროისთვის დაშავებულები სტაბილურები და კონტაქტურები არიან და უტარდებათ კვლევები“, – განაცხადეს კლინიკაში.

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება ბათუმში ხვალ, 29 აპრილს, დღის 3 საათზე. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტის წინ. მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შემოიტანოს წამალი „ვოზორიტიდი“, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს FDA-სა და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები. მშობლების თქმით, ეს წამალი არის ერთადერთი და უალტერნატივო მედიკამენტი მსოფლიოში, რომელიც აქონდროპლაზიით დაავდებულ …

ბულვარში, თეატრის წინ, მყვირალა დიზაინის მოზაიკის დაგებას აპირებენ

ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, ქვაფენილის შეცვლას აპირებენ. ბულვარის ადმინისტრაციამ მოზაიკური დიზაინის ქვაფენილის 3 ფოტოვერსია წარმოადგინა თავისი ფეისბუქის გვერდზე და მოსახლეობას სთხოვს, ხმა მისცენ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს. „გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში“, – წერს ბათუმის ბულვარი. ბულვარის მიერ წარმოდგენილ მოზაიკის ნიმუშებზე მყვირალა დიზაინის გრაფიკული ორნამენტებია გამოსახული. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ „მსგავსი …

პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა სამინისტრომ – ცვლილებები

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა. სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საკითხი დამუშავდა …

95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო

ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“. ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული. ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება: „მოწყენილი ვიყავი …

არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

გუშინ, 21 აპრილს, დაახლოებით 150 მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მასწავლებლები ამ შეხვედრას რამდენიმე კვირა დაჟინებით ითხოვდნენ. მასწავლებლების პროტესტი სქემაში შესული ცვლილებების დაგვიანებით დამტკიცებამ გამოიწვია, რის გამოც პედაგოგები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის – პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ვეღარ ასწრებენ. პედაგოგებმა მინისტრთან პორტფოლიოს საკითხის გარდა სკოლებში არსებულ კორუფციაზე, მასწავლებლის პენსიაზე, უმოქმედო …

15 წლის ანასტასია ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველად, 12 წლის შემდეგ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ქართველი მოჭადრაკე გახდა. 15 წლის ანასტასია კირთაძემ 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. „აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, – წერს ჭადრაკის ფედერაცია. ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა მოჭადრაკის მწვრთნელი, …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, სიღარიბეში და ასევე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ბავშვების საკითხზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კომენტარი დღეს, 19 აპრილს გააკეთა „ბათუმელებთან“. 5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო სააგენტოს განცხადებით, 5 ბავშვის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა კითხვაზე – არის თუ არა გარემო, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მათი სიცოცხლისა და …

აღმოჩენილი ნივთიერება საფრთხეს უქმნის ორსულობისას ნაყოფს – momxmarebeli.ge

პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა გასულ თვეში არაერთი პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ და ასევე, ფართოდაა გავრცელებული ქართულ ბაზარზეც. momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, როგორიცაა: „პალმოლივი“, „გარნიე“, „ინტესა“ და „დავი“. აღნიშნული ბრენდების ჩამონათვალი 2023 წლის 14 აპრილს, ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა. „ყველა მათგანში აღმოჩნდა …

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

ნახევრად დანგრეული სახლი, დაობებული, დამპალი იატაკი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული და სიცოცხლისთვის საშიში. ასეთ გარემოში ცხოვრობს 5 ბავშვი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი. ქეთევან სურმანიძეს და აკაკი გაბუნიას საკუთარი სახლი არ აქვთ, ისინი დეიდის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკაიძეებშია. სახლში გაუსაძლისი პირობებია, თუმცა მრავალშვილიან ოჯახს, სხვა წასასვლელი არ აქვს. ეს სახლიც სადავოა, ამიტომ, ერთ დღეს, შესაძლოა …

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის …

ტაქსი უნდა ავიყვანო, რომ ბავშვი სკოლაში გავუშვა – მახინჯაურში მოსახლეობა ტრანსპორტს ითხოვს

მახინჯაურში, ე.წ. აბანოებთან და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მოქალაქეების თქმით, ბოლო სამი წელია მათ დასახლებაში ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც სახლში მისასვლელად ან მახინჯაურის ცენტრში ჩასასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. უტრანსპორტობა განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის სკოლის მოსწავლეებსაც. ლია სურმანიძეც ამ უბანში ცხოვრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს, წვიმის …

ხუცუბანში სახლი დაიწვა

დღეს, 14 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხუცუბანში მერის წარმომადგენელმა, ზვიად თამაზაშვილმა „ბათუმელებს“  უთხრა, რომ სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მათი გამოყვანა მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ჯგუფები. მერის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი.

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

„როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვედ და მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, დარწმუნებული ვარ, სწავლის ხარისხიც ორ-სამ წელიწადში შეიცვლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ცანავა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი. ის გვესაუბრება სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე და გამოსავალზე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს, თუმცა სამინისტრო ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს. ქალბატონო …

გადაავადებენ მასწავლებლის პორტფოლიოს ავტვირთვას? – რას ამბობს შუკაკიძე

მასწავლებლების ერთი ჯგუფი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისგადავადებას ითხოვს. ამ მიზნით პედაგოგებმა ონლაინკამპანიაც წამოიწყეს, რომ ხმა მიაწვდინონ განათლების მინისტრს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას. მასწავლებლები აცხადებენ, რომ პორტფოლიოს დამტკიცებული სტანდარტები შვიდი თვის დაგვიანებით მიიღეს სკოლებში, რის გამოც პორტფოლიოს ატვირთვის ვადები შემჭიდროვდა. მასწავლებლების თქმით, ეს არის იმ პედაგოგთა  დისკრიმინაციაა, ვინც გამოცდა გასული წლის ივლისში ჩააბარა, თუმცა …

2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა. მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. …

რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში ძველი სავარძლები გამოცვალეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკამებს მაღალი საზურგეები აქვს, რის გამოც სპექტაკლის სანახავად მოსული ბავშვები სცენის ნაცვლად სავარძლის საზურგეს ხედავენ და იძულებულნი არიან, სპექტაკლი ფეხზე მდგომებმა ნახონ. შესყიდვების მასალების მიხედვით, ახალი 187 სავარძლის შესაძენად ბიუჯეტიდან 54 978 ლარი დაიხარჯა, თუმცა პატარა მაყურებლებისთვის სავარძლები სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა. რატომ …

ჯარში რომ არ წავიდე, ვცდილობ, სტუდენტობა გავიხანგრძლივო – ინტერვიუ

„იმისთვის, რომ არ წავიდე ჯარში, ვცდილობ შევინარჩუნო სტუდენტის სტატუსი და ამისთვის საგნებსაც კი ვიტოვებ“ – ამბობს მაგისტრატურის სტუდენტი სანდრო გიგაური, რომელიც უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას სწავლობს. რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს ჯარს და რას ფიქრობენ ~ცვლილებებზე, რაც ახალი კოდექსით იგეგმება? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა სტუდენტს. სანდრო, როგორც ვიცით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, 18-იდან 27 წლამდე …

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან. კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული …

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ომში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, არსენ ქეცბაია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 12 საათზე უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, არსენ ქეცბაია წარმოშობით ზუგდიდელია, თუმცა ბოლო წლებში ის უკრაინაში ცხოვრობდა და შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 40-მდე ქართველი მებრძოლი …

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით. კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც. მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე მეათე კლასი – 146 მოსწავლე მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე  მეთორმეტე კლასი – 81 …

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა. გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც …

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წინა ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2020 წელი – 39 300 ათასი აბიტურიენტი 2021 წელი – 38 300  ათასი აბიტურიენტი 2019 წელი – 41 ათასამდე აბიტურიენტი 2018 წელი – 40 ათასზე მეტი …

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს. პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული. „გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის …

16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირისთვის 1 პირი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით [სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (ორი ეპიზოდი)] წარედგინა“ – წერს პროკურატურა. …

ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე …

ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება დღეიდან ელექტრონულ პორტალში უნდა აისახოს

დღეს, პირველ აპრილს, უნდა ამოქმედდეს ელექტრონული პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ. მონაცემები კი შრომის ინსპექციამ უნდა დაამუშაოს. „2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული …

„ლეკვი“, „მოლა“, „ხავთასა“ და „ხონსკი“ ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, სამ პირს – ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს,  ფინანსური დავის ნიადაგზე დაუპირისპირდა მოუხდათ მ.ჩ-სთან და აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. „თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ …

ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მოთხოვნები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მთავრობის მიერ და პროტესტი, ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ. „ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყოფს და აპირისპირებს. მას უნდა, რომ გაათითოკაცოს და დაქსაქსოს საზოგადოება, მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით და მოქმედებით. ივანიშვილი ანგრევს …

23 წლის მარიკას ავარიამ კიდურები დაუზიანა – მას თურქეთში ოპერაციისთვის 11 ათასი სჭირდება

23 წლის მარიკა ხოზრევანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ცხრა თვის წინ, ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაუზიანდა კიდურები, ფილტვი და მენჯის ძვლები. მარიკას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთის კლინიკაში აქვს დაგეგმილი, თუმცა ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნია. „11 ათასი დოლარია ამ ეტაპზე საჭირო. ოჯახში მხოლოდ მამაჩემი და მე ვმუშაობდით, მაგრამ, ახლა მე ვეღარ ვმუშაობ, ეტლში …

რატომ არღვევს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონს

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევს. „ბათუმელებმა“ უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადა გავიდა, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კანონს არღვევს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. ამ უწყების ფუნქცია საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელებაა. სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო …

რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა – გამოძიება 6 ფაქტზე მიმდინარეობს

გასულ წელს საქართველოში რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა, რის შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით 6 საქმეზე დაიწყო. როგორც momxmarebeli.ge, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდი წერს, ერთ შემთხვევაში დადასტურდა დანაშაული, ხოლო კიდევ ერთი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. 2023 წლის მდგომარეობით გამოძიება კიდევ 5 საქმეზე გრძელდება. დარღვევა …

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, …

Exit mobile version