ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. შსს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 ივნისს მოხდა. მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, მოზარდი ადგილობრივია თუ უცხოელი.

„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც 15 ივნისს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. „რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შე სად იყავი ომის დროს …

რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა

დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს. „ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში …

15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

ბათუმში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ბათუმში. გაუპატიურებაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ასევე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ამჯერად არასრულწლოვანი გოგოს მიმართ. „აღნიშნულ ფაქტზე, ბრალდებულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ამბობენ შსს-ში. ____________________ ამავე თემაზე: ბათუმში მოზარდზე სექსუალური …

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. სულ ათი მედალი მოიპოვეს მკლავჭიდელებმა. აქედან 6 ოქროა და 4 ვერცხლი. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია …

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 7 ივლისს იქნება გამოცდა მათემატიკაში, უცხო ენების გამოცდები კი 10 ივლისს დაიწყება. ბიოლოგიაში გამოცდა დაგეგმილია 14 ივლისს, ისტორიაში – 17 ივლისს. 19 ივლისს გეოგრაფიაში ჩატარდება გამოცდა, ქიმიაში კი – 20 ივლისს. სამოქალაქო განათლებაში გამოცდა ჩატარდება 21 ივლისს, ლიტერატურის გამოცდა …

მთვრალი იყო პოლიციელი, რომელიც მანქანით 2 ადამიანს დაეჯახა – 13 ივნისის ავარია

დღეს, 15 ივნისს, ბრალს წაუყენებენ პოლიციელს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა ბათუმში. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ავარიის დღეს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. იგივე უწყება ადასტრებს, რომ პოლიციელი ავტომანქანას მართლაც არაფხიზელმდგომარეობაში მართავდა. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ 13 ივნისის საღამოს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. ის 35 წლამდე …

ბათუმში ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, ერთი ადამიანი დააკავეს ბათუმში ძალადობის მუხლით. დაკავებული, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელზე, კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ჟურნალისტური …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. „გავედი და …

ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა …

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება

„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი. რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში „ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, …

„არა რუსულ ფულზე გაყიდვებს“ – შეძახილის გამო მოქალაქე პარლამენტიდან გააძევეს

დღეს, 14 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას, დაოჯახებულებისგან“. დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიწვევით საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ შშმ პირები. აღნიშნული მოქალაქე სწორედ ამ ჯგუფს ახლდა სხდომათა დარბაზში. ამ ჯგუფთან მისალმების დროს გამოფინა მოქალაქემ ბანერი და დაიძახა: „არა რუსულ ფულზე …

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …

„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“. ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც. …

რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, არაქართულენოვანი სკოლების, ასევე ქართულენოვანი სკოლების რუსული სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლები 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების (სექტორების) პრაქტიკოსი მასწავლებელი იმ შემთხვევაში მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების …

ბათუმში გარემონტებული ბაღები ისევ სარემონტოა, მივმართავთ ანტიკორუფციულ სამსახურს – ოპოზიცია

„ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღების დეფიციტია და პრაქტიკულად, ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი, სამი საბავშვო ბაღი, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ დაკეტილია და ახლა დამატებით ხარჯავენ მილიონებს“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი  „ნაციონალური მოძრაობიდან“. ესენია: ბათუმის მე-13, 31-ე და 33-ე საბავშვო ბაღები. რეზო ხარაზის თქმით, მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 747 ათას …

გამოცდაზე მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს – დირექტორობის კანდიდატი

სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აპროტესტებს. მან დირექტორობის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ის ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო დაბლოკეს. მანანა მიქავა აპირებს გაასაჩივროს განათლების მინისტრის ბრძანება და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. „ფაქტობრივად, გასაუბრებაზე არ დასმულა ისეთი …

მთა კვესაურში მემთეურებს შუქი არ მიეწოდებათ – „გამქრალია წყლის მილებიც“

მთა კვესაურზე, საზაფხულო იალაღებზე მყოფ ოჯახებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ერთ-ერთმა მოიალაღემ, ოთარ ზაქარაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტრობოძების უმეტესობა წაქცეული და დაზიანებულია. „40 ელექტრობოძიდან 10-15 დაზიანებული იყო. რაღაც ნაწილი გამართეს, მაგრამ ნაწილი შუახევის მერიას ეკუთვნის და მათ უნდა აღადგინონ, თუმცა ჯერ პრობლემა არ მოუგვარებიათ.“ მისი თქმით, 27 წელია ის ზაფხულობით კვესაურზე დადის და ამ ხნის მანძილზე …

სკოლის დირექტორობის მსურველებიდან გასაუბრების ეტაპი 76%-მა გადალახა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა. გასაუბრების ეტაპზე დირექტორობის მხოლოდ 755 მსურველი გადავიდა. სამინისტროს განცხადებით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები. „შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური …

მარნეულში გოგოს გატაცების გამო 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. – ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება – სამინისტრო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია წარდგენის ვადა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იქნება. „დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, …

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა. გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 …

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“  და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. „ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის …

„ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – მეცნიერების მხარდაჭერა ილიაუნის რექტორს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მეცნიერები ეხმაურებიან და რექტორს სოლიდარობას უცხადებენ. „რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში. პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების …

ბათუმში ენმ-ს წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ენმ-წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრია. „შენი ხმის ინტონაცია არ მოგვწონსო – უთხრეს მირდატს და ამის გამო დააკავეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე. დღეს, მირტად ქამადაძის და ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდე პოლიციამ კიდევ ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა. დაკავების …

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე. აქედან გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვანები არიან. როგორც  ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლიციამ ახალგაზრდებს წაართვა პლაკატები, რომელზეც ეწერა „ირაყლი“, შემდეგ კი დააკავა. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი დუმბაძის მამას, ნოდარ დუმბაძესაც, რომელიც ამბობს, რომ ამ …

როგორ უნდა მოექცეს ხალხი კრემლის ენით მოლაპარაკე ხელისუფლებას? – ინტერვიუ

რაც დრო გადის, ხელისუფლების რიტორიკა დამაზიანებელი ხდება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ლიდერები უკვე ღიად აღნიშნავენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი და ის კრემლის პროპაგანდისტად იქცა. რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას ამ პროცესის შესაჩერებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ყოფილ მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ბატონო დავით, …

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს 3 ივნისს, ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სლოგანი – „ზაფხული იწყება აქ“, წელსაც უცვლელია. ღონისძიებები ძირითადად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 16:00 საათიდან დაიწყო ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაზე დაუკრავენ DJ-ები და ბენდები. წელს, სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 330 ათას 364 ლარი დაიხარჯება. გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 162 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიებისთვის …

ხელვაჩაურში 35-წლამდე კაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 2 ივნისს, მოხდა. გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი. კაცის მკვლელობაში სავარაუდოდ ძმაა ბრალდებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წამყვანისა და მენტორის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე რეგისტრაცია გადაიდო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის იანვრამდე გადავადდა. მინისტრის განცხადებით, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს, „ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს, სწორად გააანალიზოს …

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს. რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა. ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ …

სად რა ღონისძიება გაიმართება დღეს, პირველ ივნისს, ბავშვებისთვის ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში დაგეგმილია ღონისძიებები ბავშვებისთვის, ცენტრალურ პარკში და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „მთელი დღის განმავლობაში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები, ჯამბაზები და მეკობრეები, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და თამაშები; ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულოდ, განლაგდება მულტფილმების გმირების სტენდები და …

მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა. „ლაშქრობაზე ვიყავით 27-28 მაისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აქ რეინჯერებიც არიან და მესაზღვრეებიც. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დაცულად უნდა ვყოფილიყავით. რეალურად კი ისეთი ადამიანებისგან შეიქმნა საფრთხე, ახლაც შოკში ვარ“- გვითხრა მან. „კარვებში ვიყავით, როცა …

სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ აქვეყნებს – გასულია 2 თვე

განათლების სამინისტროს  ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. გასაუბრება დირექტორობის კანდიდატებთან 20 მარტს დაიწყო  და  თითქმის ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა შედეგები ცნობილი არ არის. სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 22 იანვარს ჩატარდა. ტესტირებაზე რეგისტრაცია  დირექტორობის  3 205-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ნახევარზე მეტმა აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და …

Exit mobile version