რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს

„საქართველოს კანონში შევა ახალი ცნება – „მიუსაფარი ბავშვი“. ამ სტატუსზე იქნება მიბმული მთელი რიგი საჯარო სერვისები. რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც ქუჩაში მყოფ ბავშვებს შეეხება. კანონპროექტი 15 იანვარს მთავრობის სხდომაზე …

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა. ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები …

ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია, რომლის უმრავლესობა იუსუფელის რაიონშია, დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. პირადად გუბერნატორი თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს ამ პროცესს. საქართველოს პატრიარქი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და რელიგიის საკითხთა სამმართველოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ ართვინში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ართვინის გუბერნატორის მოადგილემ, მემედ ალიოს თურქიმ. ის დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, თურქი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა. თურქეთის …

თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თურქი მხატვრის ქემალ ჩელიქის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ცოტა ხნის წინ ბათუმმა კიდევ ერთი თურქი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ თურქი და ქართველი ოფიციალური პირები. სტუმრებს  ნაციონალური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა: „ჩვენი ახლო მეზობლობა ართვინთან მეგობრობაში და შემოქმედებითი ურთიერთობების გაზიარებაში გამოიხატება. პეიზაჟი ერთ-ერთი პოპულარული …

საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს

დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის  დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა.  სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას. „ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის …

გაცდენილი საათების ანაზღაურების დროს სკოლები გადაწყვეტენ

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, პირველ თებერვალს, განახლდა. სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების მიზეზი ცალკეულ რეგიონებში დიდთოვლობა იყო, ძირითადად კი გავრცელებული გრიპის ვირუსი, რის შედეგადაც ქვეყანაში 7 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდელი საათები შაბათის ხარჯზე უნდა ანაზღაურდეს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უფლება აქვთ თვითონ გადაწყვიტონ, როდის აანაზღაურებენ გაცდენილ საათებს: „შეუძლიათ …

რამდენი მრავალწლოვანი ხე დაზიანდა ბათუმის ბულვარში?

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, არჩილ კახიძის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად ბათუმის ბულვარში 16 მრავალწლოვანი ნარგავი დაზიანდა. აქედან კი მხოლოდ სამი ფიჭვის გადარჩენა ვერ მოხერხდება. „16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, …

ძველ ბათუმში სახლის აივნის სახურავი ჩამოინგრა

რამდენიმე წუთის წინ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ახმედ მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აივნის სახურავი ჩამოინგრა. სახურავის ჩამონგრევა თოვლის სიმძიმემ გამოიწვია. სახლი მოქალაქე გულნარა დავითაძეს ეკუთვნის. მან უკვე მიმართა მერიის ადმინისტრაციულ ორგანოს დასახმარებლად. მისი თქმით, რადგან სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, ის აივნის სახურავის აღდგენას დამოუკიდებლად ვერ …

აჭარის სამაშველო სამსახურში 150 ზარი შევიდა

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის  მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, 25 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით 150 გამოძახება  ჰქონდათ.  სამაშველო სამსახურმა დახმარებას გაუწია სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც დიდთოვლობის გამო ქალაქში გადაადგილება უჭირთ, ასევე დაეხმარა მოქალაქეებს. „ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და  საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას ვუწევთ სასწრაფოს დახმარების სამსახურს, რომელსაც არ ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანები და ვერ …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი …

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა. მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში: „ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა …

„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

29 დეკემბერს, საზოგადოების ნაწილი ძველი ბულვარის იერ-სახის დასაცავად ისევ გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები  ხელისუფლებას სთხოვენ შეაჩერონ ბულვარში დაწყებული ცვლილებები და ბულვარს ისტორიული სახე შეუნარჩუნონ. აქციის დასაწყისში მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა არჩილ ხაბაძის, დავით ბალაძის, ავთანდილ ბერიძის, დავით ბაციკაძის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის  ფოტოები მოიტანეს …

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში …

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.  მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და …

ქრისტეშობის დღე ბათუმში

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია: „რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული …

2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა

24 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს. ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდა, რადგან ექვსმა დეპუტატმა ხმა არ მისცა, სამმა თავი შეიკავა, ერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სულხან ღლონტი კი სხდომას არ ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ასევე, ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. „თავისუფალი დემოკრატების“ …

ქობულეთში 20-ზე მეტი მუხის ნერგი გადატეხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე დარგული 20-ზე მეტი იაპონური მუხის ნერგები შუაზე გადატეხეს. როგორც გამგებელი ამბობს, ნერგები ტენდერით იყო შეძენილი და დაახლოებით ათი ათასი ლარი დაჯდა. გამგებელი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ეჭვმიტანილების ვინაობა არ არის ცნობილი. „ნეტა დამაჭერინა ვინც ეგ გააკეთა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზეა ერთი ვიდეოთვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა დამნაშავეების დადგენა. …

მურმან დუმბაძე: ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ. საგანგებო ბრიფინგი დღეს 18:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. რამდენად რეალურია და რას უკავშირდება პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? „ბათუმელებთან“ ამ საკითხზე კომენტარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აკეთებს. „შესაძლო არა, ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია. მე …

დისკუსია საბავშვო ბაღების რეფორმაზე, ბაღების თანამშრომლების გარეშე

რატომ არ ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და პედაგოგები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონპროექტის“ განხილვას და იწყებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას იმ სფეროს წარმომადგებლების გარეშე, ვისაც უშუალოდ ეხება რეფორმა? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს და ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზაქარეიშვილს ესაუბრა. „მე მივიღე წერილი …

სექსისტური და სტერეოტიპული ტექსტი მე-9 კლასის ბიოლოგიაში

მე-9 კლასის ბიოლოგიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომლის ავტორები ნ. ზაალიშვილი და ნ. იოსებაშვილი არიან, გენური მუტაციის თემაზე მოცემულ ტექსტში ე.წ. მორისის სინდრომს ასე განმარტავენ: „ამ სინდრომით დაავადებული „გოგონები“ ფლობენ მამაკაცურ ძალას, ამტანობას. სტატისტიკის მიხედვით, ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი გოგონა, რომელიც რეკორდებს ამყარებს, გენეტიკურად სულაც არ არის ქალი. ისტორიამ იცის ერთი ასეთი ცნობილი ქალი – ჟანა დ’არკი, რომელიც …

2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება

„ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტიზაციას  დაექვემდებარება“ – ამ თემაზე მიმდინარეობდა 22 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო  „რადისონ ბლუში“ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ პრეზენტაცია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღი ყველა ბავშვისთვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. საბავშვო ბაღების რეფორმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. „ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ბავშვებისთვის. ახალი რეფორმით სახელმწიფო …

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფობდის (IFES) -ის მხარდაჭერით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისა და მოსაზრებების და რეკომენტაციების შემდეგ მომზადდება. „საქართველოს პარლამენტს …

„პეპის მოგზაურობა“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

30 დეკემბერს 18:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს – „პეპის მოგზაურობა“. პიესის ავტორი და რეჟისორი  ზურაბ ქავთარაძეა, მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი  მანანა ჩაუშბა; მხატვარ – სცენოგრაფი ლუკა ბესელია; კოსტუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე; ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი ქორეოგრაფი – გოჩა არობელიძე გაორკესტრება და არანჟირება – …

სად და რატომ არის ქუჩები ჩაბნელებული

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ლადო ასათიანის ჩიხში, სულ 16 გარეგანათების ბოძი დგას. მათგან ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი ბოძია განათებული. ეს პატარა ჩიხი ყოველთვის კარგად იყო განათებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა სურათი თანდათან იცვლება. ქალაქში სხვადასხვა დაზიანებისა თუ, უბრალოდ, ნათურების მოძველების გამო ცუდად განათებული ქუჩების რაოდენობა ბევრ ადამიანს აწუხებს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩებში გარეგანათების გამორთვის …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას. ვფიქრობთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია საჯარო უწყებაში მომუშავე ყველა პირისგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრისგან, რომელიც ერთი მხრივ, შრომით ანაზღაურებას სახელმწიფო …

რა იცვლება ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში კომპანია „ლიტომმა“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ბულვარის ამ ნაწილში, ბულვარის ახალი კონცეფციით გათვალისწინებულია. სამუშაოების შესრულებაზე ერთი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.   „უნივერსიტეტიდან კაფე „ტყუპებამდე“, ბულვარის სამი სავალი ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. აქედან ერთი, შუა სავალი ბილიკი გაუქმდება  და გამწვანება გაკეთდება. დაირგვება ყვავილები. პირველ და მესამე ზოლში დაიგება ახალი ფერადი ქვაფენილი, …

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გინებით გამოეხმაურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ირაკლი დარცმელიძე, საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასე გამოეხმაურა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, ხშირად მესმის ეგ ფრაზა. მე ასე ვიტყვი, მე ვარ ქართველი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მ…ტ ლგბტ ევროპა. შეშფოთებული ამერიკის და ვითომ ერთმორწმუნე რუსეთის დედაც…“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდში, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა …

კვების დეფიციტი საქართველოში

დღეს 19 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კვების დეფიციტის პრობლემაზე სემინარი  გაიმართა.  ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, დღეს საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი კვების დეფიციტს განიცდის. სპეციალისტების თქმით, კვების დეფიციტს მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალეობა არ განიცდის. კვების დეფიციტს იწვევს არაჯანსაღი, დაუბალანსებელი კვება, რის შედეგადაც ორგანიზმში მიკროელემენტების  დეფიციტი ჩნება. რას ნიშნავს ნუტრიციული …

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს გაკვეთილის დატოვება

არსებობს თუ არა განაწესი, რომელიც მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დატოვებას უკრძალავს? რა არგუმენტები აქვთ პედაგოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ 45 წუთის განმავლობაში ბავშვმა უნდა „მოითმინოს“ და რას ამბობენ მოსწავლეები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ცალკეული პედაგოგების მხრიდან ხორციელდება? სკოლაში ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვის შესახებ ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა. ის ამბობდა, რომ ბოლო კვირაში მან თბილისისა და ქუთაისის …

ახალი სამრეცხაო მერიის მანქანებისთვის

ბათუმში ლერმონტოვის 107-ში, ავარიული კორპუსის დემონტაჟის შემდეგ გამოთავისუფლებული ტერიტორია ბათუმის მერიამ იჯარით გასცა.  საიჯარო პირობის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია  აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების სამრეცხაო გააკეთოს და მერიის ავტომანქანები უფასოდ გარეცხოს. ლერმონტოვის 107-ში დანგრეული კორპუსის მოპირდაპირედ,  მრავალსართულიანი სახლი დგას.  სახლის მაცხოვრებლები „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მოიჯარემ საზღვრები გადმოწია და ფაქტობრივად მათ სახლში მისასვლელი გზა ჩაუკეტა. „თუ ამ საზღვრებში …

დარჩება თუ არა 12 მუშა სამსახურის გარეშე?

მერიის ა(ა)იპის, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ პროფკავშირებმა დღეს 14 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოში რეორგანიზაციაა დაგეგმილი, რის შედეგადაც  სააგენტოში დასაქმებულ 12 მუშას უმუშევრად დარჩენა ემუქრება. პროფკავშირები წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი აპირებენ მათი წევრების უფლებებისთვის ბრძოლას და მერიას მოუწოდებენ რომ   ეს ადამიანები სამუშაოს გარეშე არ დატოვონ. „რეორგანიზაციის შედეგად „სატრანსპორო ინფრასტრუქტურის სააგენტო“  პასუხესმგებელია  ქალაქში არსებული …

ბათუმის ვერცხლისფერი ნაძვის ხე

ახალ 2016 წელს, ბათუმელებს  ვერცხლისფერი ნაძვის ხე ექნებათ. მერიამ ნაძვის ხის ფერის შეცვლის გადაწყვეტილება ტურისტური მოსაზრებით მიიღო. მერიის ბიუჯეტიდან ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის მილიონ 420 000 ლარია გამოყოფილი. ბათუმის ახალი ნაძვის ხე „ფეისბუკში“ უკვე გახდა მსჯელობის საგანი. ნაწილი ამბობს, რომ ნაძვის ხე მოსწონს, ნაწილის აზრით კი, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რას მიამსგავსოს ახალი ნაძვის ხე:  „ფასკუნჯის ნისკარტს, ჭარმაგი …

ლია უკლებამ „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ მიიღო

„კატო  მიქელაძის სახელობის პრემიის“  2015 წლის მფლობელი   მხატვარი ლია უკლება გახდა.  დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“  12 დეკემბერს გაიმართა.   ქალთა უფლებების დამცველი  კატო მიქელაძის სახელობის პრემია  ქალთა ფონდმა დააწესა. აღნიშნული პრემია ლია უკლებას პრიზის გასული წლის მფლობელმა მარინა თაბუკაშვილმა გადასცა. „ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის ჩემთვის არ არის შორიდან მოსული თემა და სანამ ცოცხალი ვარ,  უბრალოდ სხვანაირად …

სიმონ ჯანაშია: მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის

პასუხობს თუ არა თანამედროვე ქართული სკოლა იმ ღირებულებათა სტანდარტებს, რაც აღიარებულია ევროპული სახელმწიფოების და ასევე ოფიციალურად დეკლარირებულია საქართველოს მიერ; რა ფასეულობებს სთავაზობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განათლების სისტემას, რას იზიარებს და რა პროლემებს ვერ ძლევს სკოლა? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.  ბატონო სიმონ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, განათლება მიმართული უნდა იყოს …

ბავშვების სიცოცხლის უფლება

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, ბავშვებში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.  სახელმწიფო ლეიკემიის და სიმსივნური დაავადებების მკურნალობას ნაწილობრივ აფინანსებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება ამ დაავადებებთან საბრძოლველად საკმარისი არ არის. პაციენტის ოჯახს მკურნალობის ხარჯების დასაფარად ხშირად უწევს საცხოვრებლის გაყიდვა, რაც ოჯახის გაღარიბებას იწვევს, დაავადება კი დაუმარცხებელი რჩება. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს …

Exit mobile version