საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ …

„საქართველოს მოქალაქეობა მინდა“ – ინგილო სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ქართული დროშით გამოვიდა

„საქართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“ „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში. სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მან …

საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის 10 ათასამდე ლარი დახარჯა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ზუსტად 9758 ლარი და 95 თეთრი დახარჯა. ბოლო თვეების მონაცემები უმაღლეს საბჭოს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. 2018 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სატელეფონო კავშირისთვის 4278 ლარი და 98 თეთრი დაუხარჯავთ, მეორე კვარტალში – 5479 ლარი და 97 თეთრი. კავშირგაბმულობის ხარჯი ადგილობრივ ზარებთან ერთად საერთაშორისო სატელეფონო საუბრების …

აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …

აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

აჭარის დასაქმების სააგენტოს თეიმურაზ კახიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ კახიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თორნიკე რიჟვაძემ 3 სექტემბერს მოაწერა ხელი. თეიმურაზ კახიძე 2015 წლიდან დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპ-ის დირექტორის შესარჩევად კონკურსი 11 აგვისტოს გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული …

ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული …

ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი  „ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას …

ძალადობაში ბრალდებული კაცის დედა: უმიზეზოდ არ დაარტყამდა ჩემი შვილი ქალს

„თავს სრულად დამნაშავედ მივიჩნევ,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. პროკურატურა ომარ ჯ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლზე ძალადობას ედავება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებული ერთ-ერთი რეგიონიდანაა. ის ცოლს ბათუმში ეჩხუბა, ნათესავის ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს. გამოძიების ვერსიით, ომარმა სუფრასთან ცოლს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ქალს ფიზიკური ტკივილი მიადგა. პოლიციას ძალადობის თვითმხილველმა მასპინძლებმა დაურეკეს. განსხვავებული ვერსია …

ბადრაგის სამსახური პატიმრების მიყვანას აგვიანებს – სასამართლოს ხელი ეშლება

“ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებს სასამართლოს,” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. მას ბაკერ ალფარესის საქმის განხილვის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. “შეგვატყობინეს, რომ ბადრაგირების ავტომანქანა ლანჩხუთშია ამჟამად. საათ-ნახევარი მაინც დააგვიანდებათ,” – თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ დღის განმავლობაში თითოეულ მოსამართლეს რამდენიმე საქმე აქვს ჩანიშნული, საქმის გადადება კი პროცესის გაჭიანურებას იწვევს. მოსამართლემ დასძინა ისიც, …

თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი

როცა მაღაზიას ჩაუვლით, ვიტრინაზე რომელიმე მარკის სიგარეტის კოლოფი ვეღარ უნდა დაინახოთ. კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან…“ მაღაზიის ვიტრინაზე თამბაქოს დადება 2 ათასი ლარით ჯარიმდება. …

„ყველაფერი ერთად არ გამოდის“ – მერიის პასუხი სასამართლოსთან მოუწესრიგებელ სკვერზე

ქალაქის ცენტრში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობა, რომელიც სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. საქალაქო სასამართლოს წინ და „თიბისი ბანკის“ გვერდით მდებარე სკვერში წყლის გუბეები, მოუწესრიგებელი გარემო და გაჩერებული ავტომანქანები დაგხვდებათ. „ვამუშავებთ პროექტს და გამოცხადდება ტენდერი. აქ იქნება მხოლოდ რეკერეაციული, მწვანე ზონა, იქნება ბავშვთა გასართობი კუთხე. არავითარი კაფე-ბარი იქ არ იქნება,“ …

ოჯახში ძალადობა ბავშვების რეალურ ნახატებში

8 წლის იოანემ ასე გამოხატა საკუთარი თავი – შავ მდელოზე მარტო დადგა და სახე შავი ფანქრით გადაიხაზა. ფსიქოლოგის თქმით, იოანე დიდხანს ხატავდა მდელოს, ფანქარს ხელში ატრიალებდა და შავ ზოლებს ამუქებდა, გვერდით დაწყობილ ფერად ფანქრებს კი უყურადღებოდ ტოვებდა. ბოლოს, სულ რამდენიმე წამში, მიახატა იოანემ მდელოს საკუთარი თავი… მერე დასრულებამდე ისევ მოიმარჯვა ფანქარი და საკუთარი თავიც სწრაფად …

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. ხულოს მერის ინფორმაციით, ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. „ადგილზე ვარ. სავარაუდოდ, ცეცხლი პირუტყვის სადგომს გაუჩნდა, რის გამო – უცნობია. ერთი სახლიდან ნივთების ნაწილობრივ გადარჩენა მოხერხდა… ხანძრის შედეგად, ჩემი ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,“ – გვითხრა ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ.        

„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა ისევ შეჩერებულია – დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე

„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმეზე სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ ისევ არ გამართულა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. საქმეზე დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე, მორიგი პროცესი კი, ჩანიშნული ახლაც არ არის. ბათუმის ციხის ყოფილ უფროსებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას პროკურატურა პატიმრების წამებასა …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

„ეს თეორიული კითხვაა, ჩვენ პრაქტიკულად ვაშუქებთ კრიტიკულ ამბებს,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ფარულავამ გვითხრა, როცა მას „ინტერესთა კონფლიქტზე“ ვკითხეთ. ირაკლი სამედიცინო გადაცემის წამყვანია და პარალელურად სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კონსულტანტი. იგი ერთ-ერთია ტელევიზიის იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად მეორე სამსახური აქვს. „აჭარის ტელევიზია“ თითოეულ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ზღუდავს ნებისმიერ …

განაჩენი ლიფტში ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე

მოსამართლე ლევან გელოვანმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 26 წლის გერმანე ჩერნიავსკის. ის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით. შემთხვევა ბათუმში 27 მაისს მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მსჯავრდებული ქალს თავს დაესხა და მას 55 ჭრილობა დანით მიაყენა. დაზარალებულს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ამ თემაზე: „არ ვიცი, …

როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის და საქართველოს მხარდამჭერის – ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა. რამდენიმე თვის წინ, მარტში, საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხის განხილვაზე. მაშინ იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ განმარტა, რომ საკრებულოს შესაბამისი …

„ხალხს ვკითხავთ“ – საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე

„ჩემს აზრს ვერ დავაფიქსირებ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითი მოქალაქე რომ ვიყო, დავაფიქსირებდი… არ მინდა ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოექცეს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მას ბათუმში ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის, მაკკეინის სახელის მინიჭების შესახებ ვკითხეთ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ინიციატივა ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე უკვე გააჟღერა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე თქვა, რომ …

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ

პირველი სექტემბრიდან ბათუმში კონკურსგავლილი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი  გადალახა 564-მა. მიკროავტობუსების მუშაობა დღეს, 31 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა. „შავი ფული ტრიალებს… ხაზები ისევ იყიდება 2 და 3 ათას დოლარად… ეს არის კორუფცია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ. მან საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული სახელები გააჟღერა, ვინც მისი …

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

„ყველას გვახსოვს მისი სიტყვები აგვისტოს ომის დროს: ჩვენც ქართველები ვართ. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჯონ მაკკეინის ხსოვნას,”- ამ ფრაზით გახსნა საკრებულოს დღევანდელი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე განცხადება გააკეთა. “სიმბოლური იქნება ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის …

ადვოკატი ოჯახში ძალადობაზე: ხომ შეიძლებოდა ქალს კედლისთვის მიერტყა თავი?

„მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თავის არეში,“ – უთხრა მოსამართლეს სამედიცინო ექსპერტიზის ავტორმა, მამუკა გედენიძემ. მან ოჯახში ძალადობის საქმეზე მისცა ჩვენება სასამართლოს. გამოძიება გოჩა რ.-ს ცოლზე არაერთგზის ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სიდედრის კუთვნილ კაფეში, სიდედრის თვალწინ, ცოლს თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციას სიდედრმა დაურეკა და შველა ითხოვა. „დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით,“ – დასძინა ექსპერტმა. „შესაძლებელია, …

21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება. საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის …

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და …

„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

თითქმის 6 საათის განმავლობაში მოსამართლე ირაკლი შავაძე პატიმრის საქმეს განიხილავდა. მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს ბათუმის ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სახეში შეფურთხებას ედავება. პატიმარი კი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით დაწერილი რამდენიმე შუამდგომლობით და მტკიცებულებებით მივიდა. „გაკრული ხელით ნაწერია, მიჭირს წაკითხვა,“ – რამდენჯერმე თქვა მოსამართლემ, როცა ხმამაღლა კითხულობდა პატიმრის შუამდგომლობებს სხვა პატიმრების დაკითხვასა თუ …

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული იულია ტიშჩენკო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შემთხვევა 27 აგვისტოს ღამით მოხდა: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა – დავით შათირიშვილმა და ნუკრი შენგელიამ ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც ბრალდებული მართავდა. იულია ტიშჩენკოს ალკოტესტმა ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ 6 თვით მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ. პროკურატურის ვერსიით, იულიამ დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა პოლიციელს …

საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს

საია პროკურატურას რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე რეაგირებას სთხოვს. საუბარია შემთხვევებზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტები იკვეთება. პროკურატურა წლების წინ დაწყებულ გამოძიებას არ ასრულებს და არც განმარტებას აკეთებს, რა ეტაპზეა გამოძიება. გაჭიანურებულ საქმეებზე ბრიფინგი დღეს, 29  აგვისტოს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოაწყო. ირაკლი ქაჯაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციელთა დასჯას ელის. მის შესახებ “ბათუმელები” 2016 წლის …

უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ. პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის …

ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 250 ლარით დაჯარიმდება.  

ვადაგასული ტონა ხორცი ბათუმის ბაზრის „გადამალულ 9 მაცივარში“

ვადაგასული ტონა ხორცი 9 გადამალულ მაცივარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა. ბათუმში, მაიაკოვსკის 4-ში მდებარე აგრარულ ბაზარში ვადაგასული ხორცის რეალიზების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორი – შპს „ბაკური“ 500 ლარით დააჯარიმეს. „შემოწმების შედეგად აღმოჩნდა გადამალული 9 საყინულე მაცივარი, სადაც განთავსებული იყო გაურკვეველი წარმომავლობის ვადაგასული ხორცი და სუბპროდუქტები [გაყინული] დაახლოებით 1000 …

რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს

ბულვარში ისევ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც პირდაპირ სავალ ბილიკზე წვანან. ისინი ბულვარში, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 25 აგვისტოს წერდა. დღეს, 27 აგვისტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ „რესურსი არ აქვთ, ქუჩებში იარონ“. ბულვარში ბავშვების ღამისთევას არც ბულვარში მყოფი დაცვის პოლიცია იმჩნევს. „სოცმუშაკები პირად საუბარში გეტყვიან, პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ეს ბავშვებიო,“ – …

„არ მახსოვს არაფერი“ – ბრალდებულის ჩვენება 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე

„არ მახსოვს არაფერი,“ – ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. „4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე“ არსებითი განხილვა დღეს, 27 აგვისტოს, დაიწყო. საუბარია 13 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე: პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ 4 წლის გოგო ცემით მოკლა. პროკურატურის ვერსიით, ბავშვის დედა …

„ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს“ – საკრებულოს წევრის ინიციატივა

„ლერმონტოვის ქუჩას ბათუმში ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი“ – ამ ინციატივით ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოდის. ინიციატივის განხილვას იგი ბათუმის საკრებულოში აპირებს. მირდატ ქამადაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია. „ლერმონტოვის ქუჩა იმიტომ, რომ სიმბოლურია ქუჩებისთვის სახელის დარქმევა. ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების დიდი სიყვარულით, ეს ცნობილია, ხოლო მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე ყველამ იცის. მარტო ის …

სულხან სალაძე: „პრეზიდენტმა გვითხრა, ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“

„პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გვითხრა: მე მივდივარ და ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩება,“ – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს – დღეს გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ფართო კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, სასამართლო …

რატომ მოსთხოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მობილურის დატოვება – აჭარის მთავრობის განმარტება

„დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით იყვნენ შემოსული… ასეც რომ ყოფილიყო, კონტროლის განხორციელებას თავისი წესი აქვს. რეგლამენტში დეტალურიად გაწერილია, რას გულისხმობს კონტროლის ფუნქცია,“ – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებმაც გუშინ, 23 აგვისტოს, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“: ელგუჯა ბაგრატიონს, გია აბულაძეს და გიორგი …

Exit mobile version