კითხვებს მხოლოდ სულიკო თებიძე დასვამს, დისკუსია არ იქნება – „ღია კარი“ ბათუმის საკრებულოში

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში ხვალ, 19 ოქტომბერს, გაიმართება. სხდომაზე მხოლოდ ის მოქალაქეები ისაუბრებენ 5-5 წუთით, ვინც რეგიტრაცია უკვე გაიარეს. სხდომაზე კითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დასვამს. „ღია კარის“ სხდომა დისკუსიის გარეშე ჩაივლის. რატომ შეარჩია ბათუმის საკრებულომ „ღია კარის“ სხდომის ეს ფორმატი? „ღია კარის“ სხდომას გაუძღვება საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლში გაწერილი პროცედურისა და ფორმატის …

მახინჯაურში ლოდებით დატვირთული მანქანა გადატრიალდა

მახინჯაურში დღეს, 18 ოქტომბერს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მისულ ბრიგადას დახმარება არავისთვის გაუწევია. ამ სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, რადგან გადაბრუნებული ავტომანქანიდან საწვავი იღვრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს. …

ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

„დირექტორი მაიძულებდა განცხადება ჩემი ნებით დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი… ხათუნა ჯავახაძემ ყვირილი დაიწყო, სამსახურიდან წადიო. მერე სხვა აღმზრდელები შემოიყვანა, აუხსენით ამას ერთი, რა უნდა ქნასო,“ – ამას ჯილდა გოგმაჩაძე ყვება. დღემდე იგი კიევის ყოფილი მერის, მილიარდერი ბიზნესმენის „ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის“ აღმზრდელად ოფიციალურად მუშაობს. ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ ჯილდა გოგმაჩაძემ სარჩელი ბათუმის …

მოსამართლეობა საპენსიო ასაკის შემდეგ – ყოფილი მოსამართლის დავა საკონსტიტუციოში

ყოფილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს მოსამართლეობას. ნათელა ჯაშიაშვილი ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. მას ასაკის გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება. ყოფილი მოსამართლე სადავოდ მიიჩნევს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 10 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს უწყდებათ უფლებამოსილება, როცა ისინი …

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

“შენ არც ქურდებს სცემდი პატივს, არც “ობშიაკი” იცოდი… 3 ათასს მოიტან იცოდე… გოგოები გეზრდება… ნუ ტირიხარ, თავს ნუ გვაცოდებ,”- ეს ფრაზები ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერშია, რომელიც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა “ქურდული სამყაროს საქმეზე” . ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, სამმა პირმა ავტომანქანით ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს დაზარალებული კ.კ. კადრში მხოლოდ დაზარალებული კაცის სახე ჩანს, რომელიც ავტომანქანის საჭესთან …

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან ქედასა და ხულოში – პროექტების მისაღები ვადა იწურება

ხულოსა და ქედაში ევროკავშირი 2-2 მილიონ ევროს დახარჯავს 4 წლის განმავლობაში. პროექტების მიღება დაწყებულია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოხატავენ თუ არა ფერმერები ინტერესს გრანტის მისაღებად და მიაწოდეს თუ არა მათ სათანადო ინფორმაცია. ევროკავშირისგან გრანტის მისაღებად ხულოში 429 ადამიანს უკვე გამოუხატავს ინტერესი. აქედან მეორე ეტაპზე 180 პროექტი გადავიდა. მეორე ეტაპზე პროექტის ავტორებმა სრული პროექტები უნდა წარადგინონ 20 ნოემბრამდე. …

„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან

„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს. მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის. …

„ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა?“ – მოსამართლე გეი კაცების დონორობის შეზღუდვაზე

„თუ ესაა თქვენი პასუხი, სასამართლო ჩათვლის, რომ არგუმენტაცია არ გაქვთ,“ – ეს მოსამართლე თემურ ტუღუშმა დღევანდელ პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ბექა პატარაიას უთხრა. მოსამართლის გაღიზიანებამდე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა: „10 წელი როგორი დიდიც არ უნდა იყოს, ეს მაინც არაა სამუდამო აკრძალვა“. 10 წელი ის ვადაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს შეზღუდვის სახით. მინისტრის ბრძანების მიხედვით, სექსუალური …

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა: „ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა. პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის …

მინისტრის ბრძანება, გეი კაცებისთვის დონორობის აკრძალვაზე, საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეები გოჩა გაბოიძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან [მსმ] სისხლის დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა სარჩელს არსებითად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები …

სასამართლო დავა მოსამართლის წინააღმდეგ

„ჩვენ ვითხოვთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მოწმის სახით დაკითხვას,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორმა, რეზო შავაძემ. შუამდგომლობა კოლეგა მოსამართლის დაკითხვის შესახებ ჯერ ინდირა მაშანეიშვილს არ განუხილავს, რადგან ერთ-ერთი მხარე დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და საქმის განხილვის გადადება გახდა საჭირო. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ვის დაკითხვასაც ბიზნესმენი ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის …

რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე

რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს. „ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები …

ევროკავშირის ელჩი ქართული პროდუქციის ევროპაში გატანაზე

რამდენად იყენებს საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას [DCFTA] – ეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ვკითხეთ. მას დღეს, 12 ოქტომბერს ბათუმში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. კარლს ჰარცელის აზრით, საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, ეს შეთანხმება გამოიყენოს. მთავარი გამოწვევა კი ისევ პროდუქციის მაღალი ხარისხი რჩება. „საქართველოს აქვს ამ მიმართულებით უზარმაზარი პოტენციალი, ევროპის კარი ყოველთვის ღიაა …

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან აჭარის მთაში – ელჩი მეწარმეებს შეხვდა

„ეს სუპერგემრიელი ღვინოა,“ – თქვა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქედაში დაწურული ღვინის დაგემოვნების დროს. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევროკავშირის ელჩი იმ ჯგუფების პრეზენტაციებს გაეცნო, რომლებსაც ევროკავშირისგან სამომავლოდ გრანტის მიღება სურთ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგინეს. ამ სტრატეგიით განისაზღვრა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მუნიციპალიტეტს, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული. ვინ მიიღებს გრანტს ევროკავშირისგან ჯერ …

ევროკავშირის ელჩი ქართულ არასამთავრობო სექტორზე: მომწონს მათი იდეები

“არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან ფუნდამენტი იმისთვის, რომ დემოკრატიამ იფუნქციონიროს,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. მას “ბათუმელებმა” ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე დაუსვა შეკითხვა. ხელისუფლებამ მესამე სექტორს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მუშაობის შეზღუდვის საფრთხე დაინახეს. რა ინფორმაცია აქვს ევროკავშირის ახალ ელჩს ამ დაპირისპირების შესახებ და რა საფრთხეს ხედავს ევროკავშირი ხელისუფლებისგან …

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს. …

სუს-ის თანამდებობის პირის ფეშენებელური სახლი ბათუმში

2017 წლის აგვისტოში 13 წლის ჯემალ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ქონება – ჯერ მიწის ნაკვეთი და შემდეგ ოთხსართულიანი სახლი კახაბრის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. ამ სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, პირველი სართულის ფართობი არის 103.22 კვადრატული მეტრი, მეორე სართული – 112.07 კვადრატული მეტრი, მესამე სართულის ფართობი 115.08 კვადრატული მეტრია და მეოთხე სართულის ფართობი – …

„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში

„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს. „არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა …

ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

ერთ გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ადამიანი სასჯელს ციხეში – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 11 ოქტომბერს, ამ სარჩელზე მსჯელობს. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ექიზაშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის და 0,00002 …

კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს

„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე. შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო …

მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე. პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს. საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] …

როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. კონკურსი დაიწყო. ბორდის წევრობის 11-მა კანდიდატმა თავისი კონცეფცია არხის განვითარების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. კანდიდატებს 13 ოქტომბერს სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. „ბათუმელები“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების კონცეფციებს გაეცნო. კანდიდატებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზოგადი ხედვა აქვთ წარმოდგენილი. …

რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა ოქტომბრამდე – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 828 საქმიდან. სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე დადგა, ხოლო 7 შემთხვევაში საქმის განხილვა შეწყდა. წელს სასამართლოს გამომძიებლებისთვის 9 საქმე უკან დაუბრუნებია. 2018 წლის პირველ ცხრა თვეში განხილული საქმეებიდან ნახევარზე მეტი – 485 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ანუ ამ …

პროტესტი ხულოში – „თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას გადავკეტავთ“

„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების ყურადღებას,“ – თქვეს დღეს ხულო-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე შეკრებილებმა. სოფელ ყინჩაურის მცხოვრებთა თქმით, ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფელში წყალი დაშრა, მიწა უვარგისი გახდა, ხოლო ცხოვრება  -საშიში. „იყო დაპირება, რომ ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ არავინ მოსულა… ბოლოს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ მივედით და სულ უფროსს შეგვახვედრეს,“ – გვიყვება სოფელ ყინჩაურში მცხოვრები რომან აბაშიძე. „იმ კაცმა ნახა დოკუმენტები და …

შენდება თუ არა ძველ ბულვარში ახალი 50-სართულიანი კორპუსი

ძველ ბულვარში მიმდინარე ახალ მშენებლობასთან ბრიფინგი დღეს, 9 ოქტომბერს, გელა დეკანაძემ გამართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მას ეჭვი აქვს, რომ კომპანია „ბათუმი ამბასადორი“ ბულვარში იჯარით გადაცემულ ადგილზე ორსართულიანი კაფეს ნაცვლად 50-სართულიან კორპუსს აშენებს. „სხვა კუთხით გაუგებარია, რატომ მუშაობს აქ ბაუერის მძიმე ტექნიკა, რატომ ჩადიან მიწის სიღრმეში 80 მეტრი. ორსართულიანი რკინის კონსტრუქციის კაფეს დადგმას, რაც საინფორმაციო …

აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა …

„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიოს… ბოლოს როცა მქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, ისევ თვითმკვლელობა ახსენეს. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დაიჯერა ეს ვერსია, მე რატომ უნდ მჯეროდეს? 2005 წლიდან დღემდე ველი სამართალს, რომელიც არ ჩანს… ჩემს შვილს ციხის საკუჭნაოში არ მოუკლავს თავი, ის მოკლეს,“ – ამას ბათუმელი სვეტლანა ცინცაბაძე ამბობს. იგი მთავარ პროკურატურას უმოქმედობაში …

რას ყვებიან ახალსოფელში გარდაცვლილი მოქალაქის პოლიციელთან დაპირისპირებაზე

პოლიციისა და მოქალაქეების ვერსია ახალსოფლის ინციდენტზე განსხვავებულია. გუშინ, 7 ოქტომბერს, ახალსოფლის მოსახლეობამ მაგისტრალი მას შემდეგ გადაკეტა, როცა დასახლების ცენტრში 60 წლის ალექსი ლეონიძე გარდაიცვალა. „ის განერვიულებული იყო იმის გამო, რომ პოლიციელი ხელით შეეხო, მომქაჩაო, ასე თქვა,“ – გვიყვება რამაზ სურმანიძე. ის ახალსოფლის დასახლების ცენტრში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს და ალექსი ლეონიძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა. …

ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა – პროტესტი პატრულის წინააღმდეგ

ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა. ისინი საპატრულო პოლიციის მოქმედებას აპროტესტებენ. “სახლში ბრუნდებოდა ახალგაზრდა კაცი ავტომანქანით და პატრულმა გააჩერა გადამოწმების მიზნით. მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე”- უთხრა “ბათუმელებს” ახალსოფელში მცხოვრებმა გოჩა სურგულაძემ. მისივე თქმით, მოსახლეობა სპონტანურად შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა …

„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – საჯარო განხილვა ბათუმის განაშენიანებაზე

ბათუმის მერია კონკურსის გამოცხადებას აპირებს იმ კომპანიის შესარჩევად, რომელმაც ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია უნდა დადოს. კონკურსის ჩატარებას ბათუმის მერია მარტიდან გეგმავს. რა დავალება უნდა მისცეს მერიამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას – დისკუსია ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დავალება გააცნო. ტექნიკური დავალების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ …

დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა”

„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო …

ვინ არიან კომისიაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის მსურველებს შეარჩევს

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატს კომისია შეარჩევს, სადაც ხუთი კაცი წევრიდან მხოლოდ ერთს აქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო კომისიის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ამ კომისიამ საბჭოს შესარჩევად ბორდის წევრობის მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. საკონკურსო კომისიაში მედიაგამოცდილების მქონე მხოლოდ სოსო სტურუაა. ის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად სოსო სტურუა აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. კომისიის წევრები ასევე …

„ამერიკის ვიზისთვის $20 ათასი გადავიხადე, მომატყუეს“ – ერთკაციანი აქცია პოლიციასთან ბათუმში

„ამერიკის ვიზის მისაღებად 2 წლის წინ 20 ათასი დოლარი გადავიხადე, მომატყუეს,“ – ამბობს მოქალაქე მირზა მანველიძე. მან დღეს საპროტესტო აქცია პოლიციის აჭარის სამმართველოს შენობასთან გამართა და დამნაშავის დაკავება მოითხოვა. მოქალაქის თქმით, თაღლითობის მუხლით გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მას არც თანხა დაუბრუნეს და არც ვინმე დაუკავებიათ. „ის ადამიანი, ვისაც ფული მივეცი, ისევ …

ავტობუსი ავტომანქანას დაეჯახა – დაიღუპა ორი ადამიანი

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, როგორც სახანძრო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე გარდაიცვალა ერთი პირი – მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებდნენ, რომ კლინიკაში შეყვანილ 30-წლამდე ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ორი დაშავებული, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. ავარიის …

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

„ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება“, – ამ სათაურით „ბათუმელებმა“ სტატია 4 წლის წინ, 2014 წელს გამოაქვეყნა. იგივე სათაური შეიძლებოდა დაგვერქვა სტატიისთვის ახლაც – ბათუმს გენგეგმა დღესაც არ აქვს. 3 ოქტომბერს საზოგადოებმა „ბათომმა“ საპროტესტო აქცია დააანონსა ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. ორგანიზაცია სასამართლო დავასაც აპირებს მერიის წინააღმდეგ. ლაშა კომახიძის მერობის პირობებშიც გაურკვეველია, როდის ექნება ქალაქს განაშენიანების …

“ენერგო-პრო ჯორჯია” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

8 345 ლარს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში სთხოვს. ეს ზიანის ანაზღაურების თანხაა. კომპანიის განმარტებით, ზიანი უნივერსიტეტის დაუდევრობამ გამოიწვია. დავის საგანია ფიროსმანის ქუჩაზე ელექტროკაბელების დაზიანება. ამ ქუჩაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მდებარეობს. ელექტროკაბელები მიწის ქვეშ მაშინ დაზიანდა, როცა უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „არტეფიქსი“ ფიროსმანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებდა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნივერსიტეტს წერილობით …

Exit mobile version