„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “აჭარის ტელევიზიის” მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი უფროსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბარამიძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური ხელფასი – თვეში 2300 ლარი გადაუხადონ სამსახურში აღდგენამდე. ირაკლი ბარამიძე “აჭარის ტელევიზიის” დირექტორმა – ნათია კაპანაძემ გასულ წელს გაათავისუფლა. ირაკლი ბარამიძეს “აჭარის ტელევიზიამ” მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში …

სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოში 1500 ბავშვს გამოიკვლევენ

ბავშვებში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა ხვალ, 20 სექტემბერს, დაიწყება. კვლევა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება, მათ შორის, აჭარაში. კვლევის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას ასევე აფინანსებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ტყვიის შემცველობისა და სასმელი წყლის ხარისხის დადგენის გარდა, …

რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის

პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით კონტროლს აწესებს. თუკი დეპუტატები შსს-ს ინიციატივას დაეთანხმებიან, მარიხუანას მოწევა მხოლოდ პირად სივრცეში გახდება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული წესით დაგაჯარიმებენ. ცვლილება ეხება შემთხვევასაც, თუკი მძღოლი ავტომანქანის საჭეს მარიხუანას მოწევის შემდეგ მიუჯდება. ამ შემთხვევაში მარიხუანას მოწევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – ჯარიმით [ჯარიმის ოდენობას მოსამართლე განსაზღვრავს, თუმცა …

დავა 112-ის წინააღმდეგ – უნდა იხდიდეს თუ არა ყველა „ცხელი ხაზის“ საფასურს

112-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქე დავობს. მათი აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება წესი, რომლის მიხედვითაც აბონენტებს ყოველთვიურად უწევთ 20 თეთრის, კომპანიებს – 50 თეთრის გადახდა. 112-ის ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურების საფასურს თითოეული მოქალაქე იხდის. ეს წესი 2011 წლიდან მოქმედებს, როცა მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიიღო. მოსარჩელე მხარე [ლევან ალაფიშვილი „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს …

ბათუმში კაცი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ქუჩაში კაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ვ.მ. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დაკავებული 27 წლისაა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა …

ქურდობისთვის ბრალდებული გამომძიებელს: მე გაგიღეთ კარი?

“მე გაგიღეთ თქვენ კარი? მე მეძინა…” – მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა ზურაბ ხ.-მ. მას პროკურატურა მობილური ტელეფონების, ასევე კომპიუტერის აქსესუარების ქურდობას ედავება, რაც 9 ათასი ლარი ღირდა. კარი ღია იყო თუ დაკეტილი, ამას ბრალდებულის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შემთხვევა 6 თებერვალს, ღამით ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, სამმა პირმა ჩაკეტილ ჩაიხანაში შეაღწია, სადაც მობილური ტელეფონების …

რას შეცვლის ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ – ACES Europe აგვისტოში მიიღო. ბათუმი ამ სტატუსის მქონე 2019 წელს იქნება. რას შეცვლის სპორტის ქალაქის სტატუსი ბათუმისთვის? „2019 წლიდან სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს…“ – აღნიშნულია წერილში, …

ძალადობის 24 წლის მსხვერპლი: შვიდი წელი მამამთილი მავიწროებდა, უშვილო ხარო

„მე შვიდი წელი მონა ვიყავი,“ – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა მაიამ [სტატიაში სახელი შეცვლილია]. ძალადობის მსხვერპლი რომ იყო, ამის შესახებ პოლიციელებს რამდენიმე თვის წინ მოუყვა. ამბობს, რომ შედეგი ჩივილს არ მოჰყოლია და ამას ელოდა კიდეც – ძალადობის თვითმხილველი სულ რამდენიმე ადამიანია და ისინი დუმილს ამჯობინებენ. მაიამ მხარდამჭერი ირგვლივ ვერც 8 წლის წინ დაინახა, როცა …

ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. პროკურორმა მას მტკიცებულებები ბათუმში არ ჩააბარა, სამაგიეროდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პატიმარს ჩაუტანა – ქუთაისში. გუშინ, 12 სექტემბერს „ქურდული სამყაროს წევრობის საქმის“განხილვის დროს, მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ უშუალოდ პატიმარს ჩააბარა, რადგან ადვოკატი პროკურატურაში არ გამოცხადდა. „მე …

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

„ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ეს კორპუსები რომ ბანერის გარეშე ენახა ვინმეს, იტყოდა, დედა, ეს სად ვარო. ამხელა ოლიმპიადის წინ რომ არ გააკეთეს არაფერი, ოლიმპიადის მერე გააკეთებენ ვითომ?“ – კითხულობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები გოჩა ფაღავა. ბათუმის მერიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ სარეკლამო ბანერი მის საცხოვრებელ კორპუსსაც ჩამოაფარა. საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო ბანერს ყველა იმ …

რა პრობლემები არსებობს არასრულწლოვნების გასამართლების დროს – ადვოკატების დისკუსია

12 სექტემბერს ბათუმში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებზე ადვოკატებმა დისკუსია გამართეს. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში გაიმართა. “ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სასამართლოს არასრულწლოვნის მიმართ იგივე მიდგომა აქვს, რაც სრულწლოვანთან მიმართებაში,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ადვოკატთა ასოციაციის აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ზაზა პაპიძის თქმით, პრობლემაა ე.წ. …

პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 12 სექტემბერს, განაცხადა, რომ პროკურატურას ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ პარტიისთვის. „დასახელებული  საქმეებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ერთადერთი განაცხადი სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან  დაკავშირებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში. განმარტება პროკურატურამ წერილობით …

პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა. „რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ. პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას. …

რა შემოუთვალა ლავასოღლიმ მოსამართლეს

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – ეს ფრაზა დღეს სამივე ბრალდებულმა თქვა მოსამართლის ტრადიციული შეკითხვის საპასუხოდ: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს. ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს დააკავეს. დღეს, 12 სექტემბერს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სამ ნაწილად იმართება. პირველ …

ენმ: პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს

„პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს. აჭარის მთავარი პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. რეზო ხარაზის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სხვადასხვა საქმის შესახებ დოკუმენტები მიაწოდა, რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. „ეს ეხებოდა, …

ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს

„პრობლემა არის კადრები, პროფესიონალი კადრები არ გვყავს,“ – აღნიშნა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა მელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდნენ. კომპანიებს, სადაც უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკი არსებობს, უსაფრთხოების მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოც ეძებს. „დეფიციტურია, კი. 30 ინსპექტორი უკვე გვყავს და მალე …

მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული

„სახელმწიფო პოლიტიკა არის ბიზნესის მხარდაჭერა… ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული,”- უთხრა ბიზნესმენებს საქართველის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ესაუბრნენ ბიზნესმენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მარტიდან უკვე შეეხო მძიმე და საშიშპირობებიან ბიზნესს. ამ კომპანიებში შესვლა და ინსპექტირების …

რა დახარჯა მთავრობამ – ამის გაგება მოქალაქეებს მარტივად უნდა შეეძლოთ

„მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას უზამს ინფორმაციას,“ – თქვა დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Transparify“-ს დირექტორმა, ჰანს გუტბროდმა. გამჭვირვალობის გამოწვევებზე სასაუბროდ ის ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია. ჰანს გუტბროდს „ბათუმელებმა“ შესვენების დროს რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო ჰანს, თქვენი ორგანიზაცია „Transparify“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების გამჭვირვალობას სწავლობს, რომლებიც …

რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში

ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს. სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ …

სხალთის ეპარქია: ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ორი ეკლესია გაქურდეს. სხალთის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ტაძრებში ქურდი ფანჯრიდან გადავიდა. ტაძრებიდან შესაწირი ყუთები წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება ტაძრების გაქურდვის შესახებ პოლიციაში დღეს შევიდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის. მთავარ ფოტოზე: ხულოს …

ბავშვებმა პორნოგრაფიას რომ აღარ უყურონ – ახალი კანონპროექტი 

იმისთვის, რომ ბავშვებმა პორნოგრაფიას აღარ უყურონ, პარლამენტი ორი კანონის შეცვლას აპირებს. ცვლილება მშობლებისა და მასწავლებლებისთვის „გაიდლაინის“ მიწოდებას ითვალისწინებს „ცნობიერების ამაღლებისთვის“. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ე.წ. ფილტრის ან მსგავსი რეგულაციის ამოქმედებას, რომლითაც მშობელი ბავშვს პორნოსაიტებზე შესვლის გზას გადაუკეტავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს – დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. „კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინრისკებისაგან,“ – წერია …

„ბლოკნოტს მოგცემთ და იკითხეთ“ – იტყუება თუ არა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 

დაერქმევა თუ არა ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას ამერიკელი კონგრესმენის, ჯონ მაკკეინის სახელი? – მსჯელობა ბათუმის საკრებულოს ჯერ არ დაუწყია. 31 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ ეს თემა გაააქტიურა, „ბათუმელებმა“ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ განიხილა საკრებულომ მიმდინარე წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის საკითხი. „არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხზე მოსახლეობის საპროტესტო კოლექტიური …

„ხულოს სახელი უნდა შეეცვალოს და ეწოდოს დიდაჭარა“ – საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს

„ქართველ ხალხს გენში გვაქვს სიძველის პატივისცემა, უძველესი კულტურით და მიღწევებით სიამაყე… ვთვლით, რომ ხულოს რაიონს უნდა შეეცვალოს სახელი სიძველით და უნდა ეწოდოს დიდაჭარის რაიონი,“ – წერია წერილში, რომლის შეტანასაც საინიციატივო ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპირებს. „არსად არ გვეჩქარება ჯერ, ხელმოწერებს ვაგროვებთ, იმდენია, ვეღარ ვითვლით. ჯერ ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ექსპერტების დასკვნებსაც ველოდები, …

„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა“, – მოხუცები ზრუნვის ცენტრიდან

„11 თვე, 3 კვირა და კიდევ 4 დღე აქ ვარ,“ – თქვა მან დამარცვლით და ფანჯარასთან ჩამოჯდა. მერე გაკვირვებით შემხედა, რადგან ვკითხე: რატომ ითვლით ასე დღეებს? ამბობს, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და იმ დღის გათენებას ელის, როცა შვილიშვილებს ნახავს. ნელი [სტატიაში სახელები შეცვლილია] ერთ-ერთია, ვინც ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მქონე ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. თავშესაფარში …

მერიის პასუხი აქციის მონაწილეებს: ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ იმოძრავებს

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე შეხვდა. „ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ ივლის… რაიონის ხაზებზე ჩვენ ნებართვას არ გავცემთ, ეს რეგულირების გარეშეა,“ – უთხრა ემზარ ქავჟარაძემ აქციის მონაწილეებს. ვინ შეცვალა სამარშრუტო ხაზი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაგრატიონის ქუჩაზე მიიყვანს? – ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, …

აქცია ბათუმის მერიასთან – მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების შეცლას აპროტესტებს

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალშენსა და განახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების მიმართულების შეცვლას აპროტესტებს. „ჩვენთან დადიოდა 55 ნომერი და მოვყავდით გორგილაძის ქუჩაზე. ახლა უნდა გამოყვე 65 ნომერს და დაგტოვებს ბაგრატიონზე. ორი „მარშუტკის“ გამოცვლაა საჭირო, რომ 300-ლარიან სამსახურში მიხვიდე,”- გვითხრა ნათელა ძნელაძემ. აქციაზე სამარშუტო ტაქსის მძღოლებიც არიან. მათი …

საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ …

„საქართველოს მოქალაქეობა მინდა“ – ინგილო სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ქართული დროშით გამოვიდა

„საქართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“ „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში. სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მან …

საბავშვო ბაღს მიღმა წელს ბათუმში 600-მდე ბავშვი დარჩება

საბავშვო ბაღის გარეშე ბათუმში წელს დაახლოებით 600 ბავშვი დარჩება – ამის შესახებ მამუკა შამილიშვილმა გვითხრა, ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. მას ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესზე ვესაუბრეთ. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენთან რეგისტრაციის პროცესი არის უწყვეტი. თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ მოხვდა, ის რიგში დგება და როცა გამოჩნდება თავისუფალი ადგილი, ავტომატურად ჩაირიცხება. …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის 10 ათასამდე ლარი დახარჯა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატელეფონო საუბრებისთვის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ზუსტად 9758 ლარი და 95 თეთრი დახარჯა. ბოლო თვეების მონაცემები უმაღლეს საბჭოს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. 2018 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სატელეფონო კავშირისთვის 4278 ლარი და 98 თეთრი დაუხარჯავთ, მეორე კვარტალში – 5479 ლარი და 97 თეთრი. კავშირგაბმულობის ხარჯი ადგილობრივ ზარებთან ერთად საერთაშორისო სატელეფონო საუბრების …

აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …

აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

აჭარის დასაქმების სააგენტოს თეიმურაზ კახიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ კახიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თორნიკე რიჟვაძემ 3 სექტემბერს მოაწერა ხელი. თეიმურაზ კახიძე 2015 წლიდან დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპ-ის დირექტორის შესარჩევად კონკურსი 11 აგვისტოს გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული …

ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული …

ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი  „ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას …

ძალადობაში ბრალდებული კაცის დედა: უმიზეზოდ არ დაარტყამდა ჩემი შვილი ქალს

„თავს სრულად დამნაშავედ მივიჩნევ,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. პროკურატურა ომარ ჯ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლზე ძალადობას ედავება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებული ერთ-ერთი რეგიონიდანაა. ის ცოლს ბათუმში ეჩხუბა, ნათესავის ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს. გამოძიების ვერსიით, ომარმა სუფრასთან ცოლს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ქალს ფიზიკური ტკივილი მიადგა. პოლიციას ძალადობის თვითმხილველმა მასპინძლებმა დაურეკეს. განსხვავებული ვერსია …

Exit mobile version