რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 26 თებერვალს, 23:00 საათიდან 27 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: შარტავას ქუჩას; ფიროსმანის ქუჩას; ტბელ აბუსერიძის ქუჩას; ჯავახიშვილის ქუჩას; ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის …

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ავრცელებს. მაშ ასე: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. რატომ? ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. სასუნთქი სისტემის …

ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 25.02.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს. დღევანდელი მონაცემებით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC) ➢ 25 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 508 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) …

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა, მათ ორკვირიან კარანტინში დააკვირდებიან

21 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იზოლაციაში იმყოფებიან. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე შემოწმდა ქვეყანაში …

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ …

როგორი იქნება ძაღლების გადარჩენისას ზღვაში დაღუპული კაცის ქანდაკება

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკებას დადგამენ. ის 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შტორმის დროს შევიდა ზღვაში და დაიღუპა. ქობულეთის მერიის კონკურსი ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და პროექტის შექმნაზე დასრულებულია. ტენდერში ირაკლი ჟვანიამ გაიმარჯვა. პროექტის შესასყიდად მერიამ  7080 ლარი გადაიხადა. ქობულეთის მერიის ცნობით, თებერვალში უკვე გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შეძენაზე – …

გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა გრიპის სეზონის დასრულებამდე უმჯობესია მოსახლეობამ კვლავ იხელმძღვანელოს რესპირაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად არსებული მარტივი რეკომენდაციებით. გრიპის სეზონი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება: “ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, სხვა წლების გრაფიკებსაც რომ დააკვირდეთ, იქაც შეინიშნება ეს ტენდენცია, თორემ გრიპის სეზონი ოფიციალურად 2020 წლის მე-20 …

პოლიციამ 553 აბი MDMA, 470 ფირფიტა LSD და დიდი ოდენობის სხვა ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.   დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება “ლსდ” …

ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში – კონფერენცია ბათუმში [ანონსი]

20 თებერვალს ბათუმში,  სასტუმრო „რადისონში“, გაიმართება რეგიონული კონფერენცია „ქალების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. რეგიონული კონფერენცია აერთიანებს კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ქალ ხელოვანებს, მეწარმეებს და კულტურის მენეჯერებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და ფინელ პროფესიონალებთან ერთად, წარმოადგენს გამოცდილების გაზიარების, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის პლატფორმას. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ …

რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები. ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება. მათ გამიჯნული აქვთ  კომპეტენციები – თუ სურსათის უვნებლობა ბაღებსა და სკოლებში შეტანილი პროდუქციის ხარისხსა და შენახვის პირობებს ამოწმებს, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობა …

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოსა და შუახევს, შეფერხებაა ქედაშიც

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. ხულოში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. რა დრო დასჭირდება დაზიანების გამოსწორებას, უცნობია. „როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, უმოკლეს დროში აღადგენენ ელექტროენერგიას” – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე. …

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის სრული მარაგი სახელმწიფომ ისევ ვერ იყიდა

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტის „მიკოფენოლატის მოფეტილის“ (Mycophenolate Mofetil (Cellcept)) შესაძენად ბოლო სამი თვის მანძილზე გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი არ შედგა. სოციალურმა სააგენტომ  წამლის 2020 წლის მარაგის ნაცვლად რამდენჯერმე ნაწილ-ნაწილ შეიძინა პრეპარატის მხოლოდ თვიური მარაგი. სოციალური სააგენტო ამბობს, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე „მიკოფენოლატის მოფეტილის“ დეფიციტია და მასზე ფასი გაზრდილია. დღეის მონაცემებით, …

ბათუმის აეროპორტში 134 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262- ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.  

„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა. „განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, …

40 639 ლარის არადეკლარირებული ოქრო „სარფის“ საბაჟოზე

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 40,639.10 ლარის  ღირებულების (470,36 გრამი)  არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  ნაკეთობები გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

როდის აღდგება წყლის მიწოდება ჩაქვში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, დაბა ჩაქვის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღის 14:00 საათზე აღუდგება. კომპანიის განცხადებით, „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით“. „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით.

მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”. სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს. გაეცანით SIMA-სა (თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაცია) და აიოვას შტატის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს თოვლისა და …

თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი. ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – …

თოვლის მიუხედავად ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს – მერია

ბათუმში მოსული თოვლის გამო მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. პარალელურად, იწმინდებოდა დათოვლილი ხე-მცენარეები. ქალაქის მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.

ნიამორები ფშავ-ხევსურეთიდან [ფოტო]

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი ფოტოხაფანგით გადაღებულ ნიამორების ფოტოებს ავრცელებს. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მიუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. ნიამორი საქართველოს წითელი ნუსხაშია შეტანილი.  

აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ

აჭარის მაღალმთიანეთში გზებს მეორე დღეა თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდაზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ყველა თემის გზა გახსნილია. შუახევში თოვლის საფარისგან გზებს 18 მიმართულებით ასუფთავებენ. ქედაში კი გაწმენდითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს. აჭარის მაღალმთიანეთში გუშინწინ გათოვდა, გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ გზებზე დარჩენილი თოვლის საფარის გამო გზებზე …

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – დღის სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 40 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: 1 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 34 – ტროტუარზე დგომისთვის და 2 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

თოვლის გამო მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში

აჭარის მაღალმთიანეთში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყერი განვითარდა შუახევის სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. შუახევის მერიის ინფორმაციით, სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს გაიყვანენ ქირით. დღეს შუახევში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 50-სმ აჭარბებს. შუა ზონაში 20-30 სმ-ია, ხოლო დაბაში 5-სმ. ელექტროენერგია …

თოვლის გამო ხულოში 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

4 თებერვალს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხულოს სოფლების: რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. ამ დროისთვის აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 30 სანტიმეტრი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 1 მეტრამდეა. ხულოს მერიის ცნობით, ამ …

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება …

უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გამოაქვეყნეს. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორია ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულ ოჯახებში ბავშვების 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. • ბავშვების 31%-ს გამოუცდია …

ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ბავშვის ადრეულ განვითარებას ეხება, ვკიხთულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. კვლევის ეს ნაწილი ეხება ადრეულ ბავშვობას, რომელიც მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდს, ეს კი კრიტიკული პერიოდია ბავშვის შემეცნებითი, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის. ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ისეთ …

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …

რუსთაველის ქუჩის ბოლოში სატრანსპორტო მოძრაობა 45 დღით შეიზღუდება

ბათუმში  წყალარინების სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ კვირის ბოლოდან 45 დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, …

როგორ შევურჩიოთ სათამაშო ბავშვს სხვადასხვა ასაკში – ფსიქოლოგის რჩევები

თამაში რომ ბავშვისთვის მხოლოდ თავშესაქცევი საქმიანობა არ არის, ამას მის დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყობთ, როცა იგი იატაკზე მიმოფანტული პატარა ფერადი კუბიკებისგან  გულმოდგინედ ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქცია ააწყოს. რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს და რა ტიპის სათამაშოები ეხმარება მას ამა თუ იმ კონკრეტული უნარის განვითარებაში? ამ თემაზე ფსიქოლოგი, სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტის” ადრეული განვითარების სპეციალისტი, გვანცა სამნიძე …

რატომ შეწყდა წყალი ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე

ბათუმში, ავარიული დაზიანების გამო, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე დროებით შეწყვეტილია წყალმომარაგება. როგორც „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში ამბობენ, დაზიანების არეალი საკმაოდ დიდია, ამიტომ ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რათა დადგინდეს რა ხარისხის დაზიანებაა. დაზიანების ხარისხის დადგენამდე კომპანიაში დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის აღდგება წყალმომარაგება. “მიუხედავად იმისა, რომ დაზიანების არეალი საკმაოდ დიდია, ამ ქუჩებზე წყლის მიწოდება სავარაუდოდ დღის …

კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს. როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან …

ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.  2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: • რუსეთში – 20 000 ტ. • უკრაინაში – 5 200 ტ. …

ქალი: განვადებით ნაყიდ ტექნიკის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს

აჭარაში დღეის მდგომარეობით საარსებო შემწეობას 41 504 ადამიანი იღებს, ეს აჭარის სრული მოსახლეობის 12.3%-ია. მათ სიაში არ არის 62 წლის ლია გოგიბერიძე, რომელსაც სოციალურ დახმარებაზე უარი, შვილის მიერ განვადებით ნაყიდი ტექნიკის გამო უთხრეს. 62 წლის ლია გოგიბერიძე ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში მდებარე პატარა იტალიურ ეზოში, 6 წლის შვილიშვილთან – დათასთან ერთად ცხოვრობს. დათას დედამ სამსახური …

რა იწვევს სპონტანურ აბორტს ანუ „მუცლის მოშლას”

სპონტანური აბორტი, იგივე „მუცლის მოშლა“, ნიშნავს 22 კვირამდე ორსულობის შეწყვეტას ქალის ორგანიზმში, 22 კვირის შემდეგ კი, უკვე არის ნაადრევი მშობიარობა. სპონტანური აბორტის ძირითადი მიზეზი ნაყოფის არანორმალური განვითარებაა. სპონტანური აბორტის ასოციაციის ინფორმაციით, სპონტანური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც საშუალოდ ოთხიდან ერთ ორსულობას შეეხება. რეგისტრირებული ორსულობის დაახლოებით 10-20% ორსულობის სპონტანური შეწყვეტით მთავრდება, თუმცა ორსულობის ასეთი ფორმით …

რატომ ხვდება ნარჩენები სოფლების ხევებსა და მდინარეებში

გასულ წლებთან შედარებით აჭარის სოფლებში ნარჩენების შეგროვების პროცესი მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესდა, თუმცა ნარჩენების მართვის სისტემა ჯერ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის გამართული. სოფლებში მოსახლეობა დღის განმავლობაში მოგროვებული ნარჩენების 80%-ზე მეტს მეორადად მოიხმარს მეურნეობაში, ნარჩენების იმ ნაწილს კი, რომელიც არაფერში გამოდგება, სოფელში ან მის მიმდებარედ განთავსებულ ურნებში ყრიან. ხულოში, ქედასა და შუახევში [მოსახლეობა – 55600] ჯამში …

Exit mobile version