მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

10.02.2020
მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”.

სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს.

გაეცანით SIMA-სა (თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაცია) და აიოვას შტატის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს თოვლისა და ყინულის პირობებში გადაადგილების შესახებ:

  • იყურეთ ზევით, აკონტროლეთ რის ქვეშ დადიხართ. სახურავებიდან ჩამოვარდნილ თოვლსა და ყინულს შეუძლია მძიმე ტრავმების გამოწვევა.
  • ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ხედვაში და თქვენც უკეთ შესამჩნევს გაგხდით სხვებისთვის. თოვლის სითეთრე ნაკლებად შეგიშლით ხელს, თუ მზის სათვალესაც ატარებთ. მკვეთრი და ამრეკლავი ფერის ტანსაცმელი მძღოლებისთვის უკეთ შესამჩნევს გხდით.
  • თოვლიან ქალაქში, მოყინულ გზებზე გადაადგილებისას ნუ მოუსმენთ მუსიკას ყურსასმენებში. თოვლში ფეხით მოსიარულეებს უნდა ესმოდეთ მოახლოებული მანქანის ან სხვა ხმები.
  • იარეთ ნელი ნაბიჯებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კიბეზე ჩასვლისას. დარწმუნდით, რომ მყარად გიკიდიათ ხელი კიბის სახელურზე.
  • მოერიდეთ შეტყობინებების აკრეფასა და ტელეფონზე ლაპარაკს თოვლში გადაადგილების დროს.
  • ხელები არ ჩაიწყოთ ჯიბეებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: