საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე მაშველებად შეძლებენ მუშაობას

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდებიან. ამის შესახებ შეთანხმებას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დღეს მოაწერეს ხელი. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. გარდა …

საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის

ნარჩენების მართვა გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალურ და ეკონომიკური პრობლემაა. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის დიდ ფართობებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირემიწიანი ქვეყნებისათვის. ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, აბინძურებს საკვებს, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.   ეროვნულ დემოკრატიული …

ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში

დღეს, 3 მაისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრის, ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ჯონი ჯიჯეიშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებშიც შესულია მისი მოთხრობები და რომანი. იგი ხატვით 40 წლის ასაკში დაინტერესდა. გამოფენაზე მხატვრის 30 ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 4 მაისამდე დარჩება. “ჯონის, ამ თვითნასწავლი მხატვრის პრიმიტივისტული თუ ნაივური სტილით შესრულებული ნამუშევრები, …

“16 ქალი ცვლილებისთვის” – კინოჩვენება ბათუმში

ორშაბათს, 6 მაისს, 13:00-დან 16:00 საათამდე, კინოთეატრ „აპოლოში“ “მულტიმედია განათლების ცენტრი” და კომპანია “საქდოკ ფილმი” მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას მოაწყობს. ფილმების სერია “16 ქალი ცვლილებისთვის” ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდა ქალი დოკუმენტალისტების მიერ შექმნილ 16 ფილმს საქართველოში მცხოვრებ ქალებზე. დასწრება თავისუფალია. See more

2 მაისს კობალაძის ქუჩაზე წყალმომარაგება დროებით შეწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, კობალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. სამუშაოების შესრულების გამო, 2 მაისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება კობალაძის ქუჩას #5-ში. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152.

შეკვეთილში Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს

16 ივნისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში – „ბლექ სი არენა” ამერიკული მუსიკალური ბენდი Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს. ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 -ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე: TKT.ge-სა და Eventer.ge-ზე. ბილეთის ფასი 50-დან 250-მდე …

მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მემცენარეობის შესახებ გასული წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დიაგრამიდან ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებს ნაკლებად მიემართება: წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 …

ვინ არიან ბათუმელი ვეგეტარიანელები

ვეგანების, ვეგეტარიანელებისა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკვებად თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე – დღითიდღე იზრდება. ვეგეტარიანობა – გულისხმობს საკვები პროდუქტებიდან ხორცის ამოღებას. ვეგეტარიანელები იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით, ასევე კვერცხით, რძითა და რძის ნაწარმით. ვეგანობა კი ყველა ცხოველური პროდუქტის გამოყენებაზე უარის თქმაა. კვების მიღმა ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი ეწინააღმდეგება ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას …

მაიაკოვსკის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო ავტობუსები სხვა მარშრუტით მოძრაობენ

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუნიციპალური მარშრუტები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: #1  – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ხიმშიაშვილის ქ, რუსთაველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ქ, ნონეშვილის ქ, მაიკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, თავდადებულის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ. აღმაშენებლის ქ. #1ა – აღმაშენებლის …

მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია გააერთიანოს მოქალაქეების ძალისხმევა არა მარტო შინაური, არამედ მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად და მოუწოდოს ადამიანებს ჯიშიანი ცხოველების გარდა, შეიფარონ ქუჩის ცხოველები და იზრუნონ მათზე. ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დღის აღსანიშნავად დღეს ევროპის მოედანზე ოცამდე ადამიანი გამოვიდა. აქცია მოხალისეებმა გაყიდეს ცხოველების საკვები, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუსაფარ …

კოლონადები ზედხედით – ბათუმის ბულვარის ახალი ლოგო

ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს, მასზე ბულვარის ყველაზე სახასიათო დეტალი – კოლონადებია გამოსახული. ბათუმის ბულვარის ლოგო კონკურსის შედეგად შეირჩა, იგი სარეკლამო კომპანია „კოლექტივმა“ შექმნა. „ბულვარი რებრენდინგს საჭიროებდა, გვსურს ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ამიტომაც ლოგო არის მაქსიმალურად მინიმალისტური, მარტივად გამოხატავს სათქმელს, ქმნის ინდივიდუალურობას და ჩანს ბულვარის იდენტობა ანუ ბულვარის სავიზიტო ბარათი – კოლონადა ზედხედით. ჩვენი სურვილიც ეს იყო, …

ბათუმში კიდევ სამი მაღაზიის გაქურდვა სცადეს – ბრალდებული არასრულწლოვანია

გუშინ ღამით ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩაზე, სათამაშოების ორი მაღაზიის – “პეპელასა” და “XS სათამაშოების” გაქურდვა სცადეს. ქურდობის მცდელობა იყო წიგნების მაღაზია “ბიბლუსშიც”. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ განცხადება დანაშაულის შესახებ მათთან დღეს დილით შევიდა. გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, იგი არასრულწლოვანია. შსს-ში ამბობენ, რომ მაღაზიებიდან არაფერია წაღებული.  

ირანის საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსი გახსნა

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. როგორც საკონსულოში ამბობენ, კურსის პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საკონსულოში გამართულ  პრეზენტაციას  ესწრებოდნენ ირანის კონსული საქართველოში და ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლური ენების დეპარტამენტის თავმჯდომარე ემზარ მაკარაძე. ათკაციანი ჯგუფი უკვე შეივსო, იგი ბსუ-ს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტებითა და სხვა მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. კვირაში ორჯერ იქნება სწავლება – …

ბათუმში აზოტის დიოქსიდის ჰაერში კონცენტრაცია კვლავ აჭარბებს დასაშვებ ნორმას

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ზოგიერთი ნივთიერების შემცველობები, კერძოდ, აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები, კვლავ აჭარბებს დასაშვებ ნორმას. გარემოს ეროვნული სააგენტო,   ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს უწევს მონიტორინგს. ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.  26 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში 1.3-ჯერ. 27, 28, 29 მარტს …

წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების გამოფენისთვის ემზადება. ჩოლოქი-ნატანების აკვატორიაში შემთხვევით მოპოვებული ნივთები, რამდენიმე თვეში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ სივრცეში გამოიფინება. ძირითადი მონაპოვარი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გემის ნაწილებია. “ეს ერთი შეხედვით ხის ძელებია, მაგრამ რამდენიმე მათგანი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვარჩიოთ გემის ნაწილები, მათ შორის არის გემის კიჩო. ეს გემის წინა ნაწილია, …

უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური მასალაა დაცული. აქ ნივთები ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით თარიღდება. ესაა ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი, სამკაულები და სხვა. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. არქეოლოგები ამ ნივთებს მიწას აცლიან, ხოლო რესტავრატორები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ. 26 წლის მერი ყულეჯიშვილი რესტავრატორია. იგი …

მოგზაურობა და ცხოვრება წიგნებთან ერთად – ორი ბუკინისტის ამბავი

ბათუმში სულ რამდენიმე ბუკინისტური მაღაზიაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი – ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. 80 წლის ნელი ცინცაძე, რომელმაც წიგნების მაღაზია დაახლოებით 30 წლის წინ გახსნა, ამბობს, რომ ახლა მის ბუკინისტურ მაღაზიას იშვიათად სტუმრობენ, 39 წლის მიხეილ მამულაშვილი კი, რომელიც წიგნებს ბათუმის იახტკლუბთან, უკვე მეოთხე წელია საკუთარ მანქანებში ყიდის მყიდველის ნაკლებობას არ უჩივის. ნელი ცინცაძე ბათუმში მაშინ …

დელფინის მოკვლის გამო უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი …

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მშობლის გარდაცვალებისას

ოჯახის წევრის გარდაცვალება ყოველთვის შოკისმომგვრელი და სტრესულია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო ამ დროს ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუ ბავშვს ამ ფაქტს სწორად არ მივაწოდებთ, სტრესი შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და შემდგომში მისი კორექცია გაჭირდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? – „ბათუმელების“ შეკითხვებს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს. რა ხდება, როცა ბავშვი …

ხულოს სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ ფაჩხაში, ბახმაროს უბანში, სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ სახლის ახლოს მდებარე ორი სახლის გადარჩენა მოხერხდა. საცხოვრებელი ხის იყო, გარდა ამისა, ბახმაროს უბანი სოფელ ფაჩხის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შავი ზღვის მონიტორინგის ყველაზე მასშტაბური პროექტი EMBLAS+ ბრუნდება

შავი ზღვის მონიტორინგის პროექტი ემბლას+ დაიწყო. ემბლას პროექტი პირველად 2016 წელს ჩატარდა, როცა ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგი ჩაატარეს, რომელიც ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს მოიცავდა. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი გემი …

The Prodigy-ის ვოკალისტი 49 წლის კით ფლინტი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ის მთავარი ვოკალისტი კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ცხედარი პოლიციამ დღეს დილით ესექსში, მუსიკოსის სახლში აღმოაჩინა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის განცხადებით, საეჭვო გარემოებები არ იკვეთება, იუწყება BBC. ჯგუფმა 1990-2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, The Prodigy პოპულარული იყო საქართველოშიც. 2016 წელს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, მათი კონცერტი …

რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, რეკომენდაციებს ავრცელებს იმი შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ: ბავშვს აქვს ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ხასიათის ცოდნა; საკუთარ თავში ჩაკეტილობა, დეპრესია, შფოთვა; ძილის დარღვევა, ძილის დროის შიში, კოშმარები, უნებლიე შარდვა (განსაზღვრულ ასაკში); ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს. ეშინია ზოგიერთი ისეთი სპეციფიური ადგილის, როგორიც …

შავი ზღვის ზვიგენის ფოტოები საზღვაო ექსპედიციიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. შედეგად შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, ექოსაუნდერის საშუალებით ჩატარდა რესურსების სკანირება. წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. …

ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობა კვლავ აჭარბებს ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვას. შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 28 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 2.1-ჯერ, …

ჩემი წილი პროტესტი რუსეთს

წლების განმავლობაში რუსულ ოკუპაციას საქართველოში სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ –  მასიური გამოსვლები, ცოცხალი ჯაჭვი, შეკრებები საოკუპაციო ხაზთან… ასევე, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პროტესტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანეს – რატომ და რა ფორმით, ამის შესახებ თავად გვიამბობენ. 26 წლის თამარ მჟავანაძე ბათუმში ცხოვრობს, მამა ქართველი ჰყავს, დედა – უკრაინელი.  თამუნა ამბობს, რომ რუსეთის აგრესია მისი მშობლების ორივე ქვეყანას მწვავედ შეეხო. …

ჭვანა – მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაცია. ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის …

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით.  დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის …

საგამოძიებო: დაკავებულები ინტერნეტმაღაზიით ნაყიდ ძვირადღირებულ საათებს უკანონოდ ყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვით და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას. გამოძიებით …

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2019 წელს, იანვრის თვეში, ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა – გადაზიდვებისას ტერიტორიის დატალახიანების გამო 1500 ლარით დაჯარიმდა ერთი სამშენებლო კომპანიაა, დანარჩენი ოთხი ჯარიმა კი ფიზიკური პირებზე დაიწერა. გასულ წელს, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ 75 საჯარიმო ოქმი დაიწერა, გაიცა 148 წერილობითი და 93 სიტყვიერი გაფრთხილება. წელს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამი გაფრთხილება …

ბათუმში ზოგიერთ ქუჩას საღამოს 11 საათიდან წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

დღეს, 29 იანვარს, 23:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდებათ  რამდენიმე უბნის აბონენტებს. წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ატარებს. წყალმომარაგება შეეზღუდება: ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში; მამია კომახაძისა და გ.ბრწყინვალის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების …

დამატებითი 300 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის აჭარაში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა.  საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და …

ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის

  ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ქუჩების ნაწილზე ველობილიკების გარდა, უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა დაგებული. ამ ბილიკებზე ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ გამოდგმულ კონსტრუქციებს. ბილიკებით მოსარგებლე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბილიკები ბევრგან დაზიანებულია, ზედმეტად ვიწროა და ხშირად ძნელად გასარჩევია ტროტუარის ძირითადი ფილებისგან. თუმცა მხოლოდ ეს როდია ამ ბილიკების ერთადერთი …

მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანსია თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV 25 იანვრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: puppettheatre@outlook.com აუცილებელი მოთხოვნაა, კონკურსანტს გააჩნდეს შემოქედებითი პორტფოლიო, რომელიც თან უნდა ერთვოდეს CV-ს ფოტომასალის ან დოკუმენტის სახით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებსაც. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

სურსათის ეროვნული სააგენტო მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები. არ არის ცნობილი ხორცის …

ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ

მედიასივრცეში ქართულმა რეკლამამ დიდი ევოლუცია განიცადა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინსვლა რეკლამის ტექნიკურ ნაწილს შეეხო, შინაარსობრივად კი რეკლამებში კვლავ დიდი დოზითაა სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპი. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები პროდუქტის რეკლამირებისთვის გენდერული სტერეოტიპების გარდა, პროდუქციას სქესის მიხედვით ასხვავებენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ …

Exit mobile version