„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს, 16:30-დან წყლის მიწოდება შეუწყდათ თამარ მეფის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
„ბათუმის წყლის“ ცნობით, დასახლებაში წყლის მიწოდება 22:00 საათზე განახლდება.
კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.