სიახლეები

იგრძენი ქუჩის გულისცემა ბათუმში

18.05.2013
იგრძენი ქუჩის გულისცემა ბათუმში

ამ წუთებში ბათუმში ქუჩის მუსიკის დღე აღინიშნება. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან მდებარე სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსები არიან შეკრებილნი და გამოსვლისთვის ემზადებიან.

 

„არის ასეთი ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“. დაუკრავენ  პროფესიონალი და არაპროფესიონალი მომღერლები, ბენდები. ჟანრში არ ვზღუდავთ მუსიკოსებს.  დღეს შეხვდებით ბევრ თანამედროვე ბათუმურ და ქობულეთურ ბენდებს“ – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აბელ ლასაძემ.

ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა

ქუჩის მუსიკის დღე 2007 წელს  ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას. ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. 2007 წელს ის პირველად ვილნიუსში ჩატარდა, მოგვიანდებით 2009-ში ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოო ჯამში 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში.

ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში, იდეაც სწრაფად გავერცელდა და მოძრაობას შეუერთდა ბელარუსია და ლატვია.

2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც.

ტექსტი: ანა გვარიშვილი  | ბათუმელების მედიასკოლა

ვიდეო: ნია აფხაზავა | ბათუმელების მედიასკოლა

ფოტორეპორტაჟი ქუჩის მუსიკის დღიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.