სიახლეები

ბრიფინგი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

16.05.2013
ბრიფინგი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

 

დღეს, ბათუმში, საზოგადოების ერთი ჯგუფი, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს. როგორც ბრიფინგის  ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაურ ბოლქვაძე ამბობს, „თბილისში გეი აღლუმის გამართვას აპირებენ“. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ეს ჯგუფი დღეს მიმართვას გაავრცელებს.

 

„აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო ბრიფინგი გვაქვს. გავაკეთებთ მიმართვას. მიმართვის ტექსტი ისაა, რომ არ უნდა ჩატარდეს. მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ,“ – განაცხადა ზაურ ბოლქვაძემ.

 

ბრიფინგი და შეხვედრა თანამოაზრეებთან დღეს ორ საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

 

ხვალ, 17 მაისს, თბილისში მვიდობიანი აქცია  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იგეგმება.  

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.