სიახლეები

„არ ვართ საცდელი ვირთხები“ – პროტესტი უნივერსიტეტში

27.05.2013
„არ ვართ საცდელი ვირთხები“ – პროტესტი უნივერსიტეტში

 

 

 „გამოცდები დერეფანში არ უნდა ჩატარდეს, სტუდენტებს არ გვსურს ვიყოთ საცდელი ვირთხები,  2250 ლარს არ ვიხდით იმაში, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ახირებაზე იაროს ამდენმა სტუდენტმა. გამოცდები ჩაგვიტარონ აუდიტორიებში, შეურაცმყოფელია ფოიეში გამოცდა, თუ ეშინიათ რომ გადავიწერთ, მეტი მონიტორინგი გაწიონ, თუნდაც ერთ სტუდენტს ერთი დამკვირვებელი დააყენონ თავზე. გუშინ გისოსებით ჰქონდათ შემოსაზღვრული, მხოლოდ მას შემდეგ აიღეს, რაც სტუდენტურმა თვითმართველობამ შეთანხმებას მიაღწია.“- ამბობს დიანა ბაუჟაძე, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი.

 

 

სტუდენტები წუხილს გამოთქვამენ იმაზე, რომ ადმინისტრაცია მათ საქმის კურსში არ აყენებს, რასაც უარყოფს პრორექტორი ირაკლი ბარამიძე. მისი თქმით საფაკულტეტო სხდომაზე გატანილი იყო აღნიშნული საკითხი, სტუდენტებმა კი მას მხარი დაუჭირეს: „აუდიტორიებიდან ფოიეში გამოცდების გადმოტანა განაპირობა ჩვენმა სურვილმა, გვინდა გამოცდები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, გამოვრიცხოთ გადაწერის შესაძლებლობა, აუდიტორიაში მერხების განლაგების  და აუდიტორის სივიწროვის გამო დაწერას ახერხებდნენ სტუდენტები. ფოიეში და სპორტდარბასში მოვაწყვეთ საგამოცდო ცენტრი, რომელიც იტევს უფრო მეტ სტუდენტს, თან უფრო გამჭვირვალეა.

 

ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, იმედი გვაქვს, რომ ეს მეთოდი გაამართლებს. სტუდენტების იმ მცირე ნაწილმა, რომელიც აპროტესტებს გამოცდების ფოიეში ჩატარებას, უნდა გაიაზროს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების შეურაცხყოფას, კი არა ხარისხის უზრუნველყოფას ცდილობს.“  – აცხადებს პრორექტორი.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: