შტეფან ფულე ბათუმში, ეკომიგრანტები – ბავშვთა სახლში

 

 

11 ივლისს წალკიდან ჩამოსულმა ეკომიგრანტებმა 9 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს და ურეხის ბავშვთა სახლში თვითნებურად შესახლდნენ. 120-მდე ადამიანი 40 კვადრატული მეტრი ზომის ოთახშია მოთავსებული. მათ მეტლახის იატაკზე სძინავთ. მობილიზებული პოლიცია ეკომიგრანტებს არ უშვებს იმ ოთახებში, სადაც ბავშვთა სახლისდროინდელი საწოლები დგას.

ცესკომ საოლქო-საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები შეარჩია

 

 

ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ილია ცხადაძე, რომელმაც ამავე ოლქის თავმჯდომარის თანამდებობა 2008 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევენებზე მნიშვნელოვანი დარღვევების გამო ოლქის შედგეგების გაუქმების შემდეგ დატოვა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე ოლქში ცესკოს მიერ დანიშნული მეექვსე წევრი იქნება.

შიმშილობის მე-8 დღე

 

უკვე მერვე დღეა ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ ეკომიგრანტები შიმშილობენ. დღეს მათთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.  ეკომიგრანტების თქმით, ხაბაძემ მოშიმშილეებს განუმარტა, რომ მხოლოდ  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს შეუძლია მათი დახმარება.

 

“გვითხრეს, მინისტრი დარახველიძე უნდა ჩამოვიდეს ხვალისთვისო. ხაბაძემ თქვა, მე ვერაფერს ვერ გადაგიწყვიტავთ ის გადაწყვიტავსო, ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო ეს თქვა. შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ, პასუხის მიღებამდე, ვნახოთ პასუხიც როგორი იქნება, ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს,”- ამბობს მოშიმშილე ეკომიგრანტი მერაბ შავაძე.

 

წალკიდან უკუმიგრირებული ეკომიგრანტები უკვე 60 დღეა ღია ცის ქვეშ, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დახმარებასა და თავშესაფარს ითხოვენ. უყურადღებობის გამო ეკომიგრანტებმა რვა დღის წინ პროტესტის უკიდურეს გზას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ, რადგან სახლებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საბერძნეთიდან უკუმიგრირებულმა მესაკუთრეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა გამოასახლეს. შესაბამისად, ისინი სახლ-კარისა და მიწის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

ეკომიგრანტების პრობლემის გასაცნობად აჭარის მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკომიგრანტების განცხადებები  დიდწილად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან მათ უმრავლესობას სახლ-კარი გააჩინია, შესაბამისად, მათი პროტესტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფოს ქონება გამოსძალონ აჭარაში. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთავრობამ წალკაში მუშა ჯგუფი გაუშვა.

 

მუშა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე: „ჩვენ რომ ჩავედით იქა [წალკაში], ამ ოჯახეების უმეტესობას, ვინც ვნახეთ, ამ ეტაპზე გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება. იყო რაღაც პრეცედენტები 3-4 შემთხვევა, რომელიც ადგილზე ვთხოვეთ ბერძნებს და პრობლემას არ შევქმნითო… წალიკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა აღგვითქვა, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამ ადამიანებს გამოსახლება არ დაემუქროთო.

იქ არის მიწებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გადასაწვეტია ჩემი აზრით. ადგილზე ვინც ცხოვრობს, იმ სოფლის მოსახლეობას უნდა შეეძლოს, რომ შეისყიდოს მიწა.

 

მოშიმშილეების… ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დროებითი საცხოვრებელი გამოგვიყეთ ბათუმშიო და, სამწუხაროდ, უარი ვუთხარით. დროებითი თავშესაფარი ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია“.

 

მოშიმშილეები ჟურნალისტებთან ყველა კომენტარში აცხადებენ, რომ მათ აჭარაში კი არა, წალკაში უნდათ საცხოვრებელი სახლები, რაზეც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „ძალიან კარგი, მე იქ რომ ვიყავი, მირეკავდნენ, ჩემი სახლი ნახეო და რომ ვეკითხებოდი, თქვენ სად ხართ-მეთქი, ბათუმშიო. მივდიოდი ოჯახებში და მეუბნებოდნენ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩამოდის ბერძენი, რომელიც მასახლებსო. ახლა ის ბერძენი მე თვალით არ მინახია“.

დანაგვიანებული ზღვა კვარიათში

 

კვარიათში, იქ სადაც ზღვა ყურეს ქმნის, ზღვაში  ნაგავი ყრია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ზღვა დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. აჭარის გარემოს დაცვის სააგენტომ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

გოგონა ამინდის პროგნოზიდან

უკვე ოთხი წელია შაბათ-კვირას, აჭარის ტელევიზიით გადაცემა “დილის ტალღაში”, სალომე სურმანიძე მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს. ფიქრობს, რომ მხიარული დღის დასაწყებად აუცილებელია ნებისმიერ ამინდს პოზიტივით შევხვდეთ: „წვიმიანი ამინდიც ისე უნდა გამოაცხადო, რომ მაყურებელმა კომფორტი იგრძნოს, ჩემი გამოცდილების წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ სანდო პროგნოზი მაქვს, თუ ვამბობ, რომ იქნება წვიმა, აუცილებლად იწვიმებს, თუნდაც ორი-სამი წუთით.”

ამბავი ნინო მასწავლებელზე

 

 

მისი სამზარეულოს კარადაში ჭურჭლის ნაცვლად წიგნები აწყვია, სამზარეულოს მაგიდაზე – საგამოცდო ტესტები. მისი სადარბაზოს კედლები წარწერებითაა აჭრელებული, ყოფილი მოსწავლეები სიყვარულს უხსნიან. “ნინო მას ძალიან გვიყვარხართ…“ , „გვიყვარხართ ძალიან, ძალიან“. „არ იცოდეს მარჯვენამ შენმამ რას აკეთებს მარცხენა შენი,“  – ამ პრინციპით ცხოვრობს ქართულის მასწავლებელი ნინო სურმანიძე და ამბობს, რომ არ უკვირს ასეთი დიდი სიყვარული.

მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან



21 წლის მარიამ მაჩაიძე მევიოლინეა. ის ნიუ იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში სწავლობს. დაკვრა ხუთი წლისამ დაიწყო, დედის სურვილით: „დედაჩემიც მევიოლინეა, მისი ოცნება იყო გავმხდარიყავი მევიოლინე, მამასაც ძალიან მოსწონს ვიოლინო, მას ხშირად ვეხუმრებით, რომ დედა ვიოლინოს სიყვარულის გამო შეირთო ცოლად. მართალია მშობლების სურვილით დავიწყე დაკვრა, მაგრამ ინტერესი თავადაც გამოვავლინე. ჩემი დაც შეიყვანეს ვიოლინოზე, თუმცა ის არ დაინტერესებულა ამ პროფესიით, მამის მსგავსად არქიტექტურა აირჩია.”

სწავლა საზღვარგარეთ სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ოცდაათზე მეტი სტუდენტი გაცვლითი პროგრამით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. უნივერსიტეტიდან უცხოეთში წასვლა „ტემპუსისა“ და „ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამით შეიძლება.  პროგრამაში გამარჯვების წინაპირობა უცხო ენის ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="350" > 

ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

 

 

ბოლო დროს თურქეთში გამართული მასობრივი აქციები მიმართული თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არის იმ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის რგოლი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა ამოქმედებულიყო.

ხელოვნების კვირეული შუახევში

 

სოციალურ ქსელ „ფეისიბუქში“ თითქმის ყოველ საათში ვრცელდებოდა ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ხელოვნების კვირეულის შესახებ.  ჯგუფი პლატინა, შეხვედრა დათო ტურაშვილთან, ფილმების ჩვენება, ნანახის განხილვა რეჟისორებთან ერთად, პოეზიის საღამო, კლასიკური მუსიკის საღამო – ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ღონისძიების ორგანიზატორი ვახო ბერიძე კვირეულის მიმდინარეობის მსვლელობისას აანონსებდა. კვირეულის შესახებ ის „ბათუმელებს“ ესაუბრა.


<!** Image 1 align="left" alt="ვახო ბერიძე" sub="ვახო ბერიძე" width="300" height="358" >

ქედაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ


ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა. 

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბურჯი ინ-ვესტი“ ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება „კემისი“ იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმე-ლი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშე-ნებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარე-ბის შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტო-რის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი „კემი-სის“ ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარ-მეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგა-რეთ გეგმავენ:

 

„სავარაუდოდ, ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარ-ზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარ-გარეთიდან შემოგვაქვს“, – ამბობს საწარმოს დირექტორი.

 

მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნ-ველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 0,5 ლიტრისა კი – 45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პო-ლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.

 

„ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშ-ნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსე-ბობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე

მეტყველებს“, – ამბობს ლევან ძნელაძე.

 

საწარმო ქაზიმ ბალაძეს, ლევან ძნელაძესა და ანზორ მალაყმაძეს ეკუთვნით.

ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა. 


<!** Image 1 align="left" alt="კორტები ქედაში" sub="კორტები ქედაში" width="300" height="530" >

მაჟორიტარის ბიუროში


ამომრჩეველთან ურთიერთობა, დეპუტატის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით – ეს ჩამონათვალი საქართველოს კანონში პარლამენტარის სტატუსის შესახებ მაჟორიტარის ბიუროს მოვალეობებს განსაზღვრავს. როგორ მუშაობენ აჭარის მაჟორიტარების ბიუროები და რა საკითხებზე მიმართავს უფრო ხშირად მათ მოსახლეობა? – გასულ კვირას „ბათუმელებმა“ აჭარაში მოქმედი ორი ბიუროს მუშაობა გადაამოწმა.



<!** Image 1 align="left" alt="ხათუნა ხალვაში" sub="ხათუნა ხალვაში" width="300" height="485" > 

„გლეხები ვართ და არა შტერები“

 

<!** Image 1 align="left" alt="შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" sub="შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" width="600" height="347" >


„გლეხები ვართ და არა შტერები, ყველაფერს გვართმევთ, საძოვარი აღარ გვექნება და ჰაერი“, – უთხრა სოფელ კირნათის მკვიდრმა მუხამედ ცინცაძემ ჰესების მშენებელ კომპანია „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენელს დღეს გამართულ საჯარო დისკუსიაზე. კომპანიისა და მთავრობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვერდა იუესაიდის ბათუმის ოფისმა  დაგეგმა.

დეპუტატი საკრებულოს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს


ქედის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის დეპუტატის, ელგუჯა ნაკაშიძის განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომის ოქმებს აყალბებს. ამის თაობაზე დეპუტატმა 24 ივნისს საკრებულოს ხდომის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, რომ 2012 წლის 3 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის ოქმი გაყალბებულია.

 

„3 ოქტომბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე  ვაჟა ბოლქვაძის კანდიდატურას იხილავდა. აღნიშნულ სხდომაზე მე, როგორც ფრაქცია „ქედას“ თავმჯდომარემ, მოვითხოვე საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიმაჩნია, რომ საკონკურსო შერჩევის გარეშე გამგებლის დანიშვნა უკანონობაა. როცა საკითხის მოხსნაზე უარი მივიღე, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის თანამდებობაზე წარვადგინე ალტერნატიული კანდიდატი, საკრებულოს წევრი ასლან შაქარაძე. ჩემი მოთხოვნა არ  დაკმაყოფილდა, რაზეც პროტესტის ნიშნად მე და ასლან შაქარაძემ სხდომა დავტოვეთ. ჩემი პოზიცია სხდომამ ოქმში არ შეიტანა, უფრო მეტიც, ჩაწერეს, რომ სხდომას არ ვესწრებოდი. ვერ ვიტყვი, რომ გაპარული შეცდომაა, საქმე გვაქვს დოკუმენტის არასწორად შედგენასთან. სხვა ოქმების გადამოწმებასაც ვაპირებ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ის პრინციპული საკითხები, რაზეც მწვავე განცხადებები მაქვს გაკეთებული, შესაძლოა არ იყოს ასახული ოქმებში“, – აცხადებს ელგუჯა ნაკაშიძე.

 

„ელგუჯა ნაკაშიძეს არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, რეგისტრაციაგაუვლელი დეპუტატის განცხადების ოქმში შეტანა კი სწორი არ იქნებოდა. ოქმს აქვს გასაჩივრების ვადა, ეს ვადა კი გასულია“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე.

 

აღრიცხვის ჟურნალში 3 ოქტომბერს ელგუჯა ნაკაშიძის გარდა დეპუტატების – დავით ტაკიძის, ჯამბულ ბერიძის, ასლან შაქარაძისა და როსტომ ბერიძის ხელმოწერებიც არ არის. ოქმის მიხედვით კი სხდომას მხოლოდ როსტომ ბერიძე და ელგუჯა ნაკაშიძე არ ესწრებოდნენ.

 

3 ოქტომბერს საკრებულომ ქედის გამგებლად ვაჟა ბოლქვაძე დანიშნა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებიმისმიერ დროს გაეცნოს საკრებულოს სხდომის ოქმს და ოქმის გაცნობიდან სამი დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ შენიშვნები საფუძვლიანია, მაშინ მას შესაბამისი ბრძანებით შეაქვს ცვლილებები სხდომის ოქმში, ხოლო თუ შენიშვნებს არ იზიარებს, მაშინ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

 

იურისტის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ოქმში შეტანილია ყალბი ინფორმაცია, მაშინ სახეზე გვექნება სამსახურებრივი სიყალბე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით არის დასჯად ქმედება, მაგრამ უნდა დადგინდეს არასწორი ინფორმაციის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში რითი არის განპირობებული, ეს არის  ტექნიკური ხასიათის შეცდომა (ხარვეზი), თუ აღნიშნული ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

 

გიორგი ხიმშიაშვილი: „თუ გამოძიების ეტაპზე დადგინდება, რომ ტექნიკურმა შეცდომამ (ან გაუფრთხილებლობამ) განაპირობა სხდომის ოქმში არასწორი ინფორმაციის შეტანა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე (შენიშვნა, გაფრთხილება და ა.შ), ხოლო თუ გამოირკვევა, რომ შეცდომა ემსახურებოდა სხვა მიზანს, მაშინ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.  

სახელფასო პოლიტიკის დეტალები

 

აჭარის მაღალმთიანეთის მუნიციპალიტეტების აიპ-ებიდან ხელფასების გაზრდის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობაში არა ერთი წერილია შესული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ხელფასების მატება შეუძლებელია. თვითმმართველობებიდან აიპ-ების თანამშრომლები ვერც პრემიას იღებენ, საკრებულოებმა სახელფასო ფონდში პრემიის სახით დამატებით თანხა მხოლოდ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გაითვალისწინეს. 


<!** Image 1 align="left" alt="ხულოს თეატრში მსახიობის ანაზღაურება 350 ლარია " sub="ხულოს თეატრში მსახიობის ანაზღაურება 350 ლარია " width="400" height="465" >

 

 


როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა


როგორ შევურჩიოთ და მივაწოდოთ სწორად ლიტერატურა? რომელ ასაკშია რეკომენდებული ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა? – ამ კითხვებს  მშობლები ხშირად სვამენ. მშობლების კიდევ ერთი თავსატეხი შვილების თავისუფალი დროიდან წიგნისთვის გამოყოფილი დროის დეფიციტია, მაშინ როცა ბავშვს უამრავი გასართობი აქვს, მათ შორის კომპიუტერი და ტელევიზორი, სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს წიგნს. ხშირად წიგნის კითხვა ბავშვისთვის უფრო მოვალეობაა, ვიდრე სასიამოვნო პროცესი. ზაფხული ის დროა, როცა ბავშვებს ყველაზე მეტი დრო აქვთ კითხვისთვის. 


<!** Image 1 align="left" alt="ანანო დიასამიძე" sub="ანანო დიასამიძე" width="300" height="513" >

ვაკანსია საჯარო სამსახურში

 

სამუშაოს მაძიებლებს 30 სექტემბრამდე საჯარო სამსახურებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ყველა საჯარო სამსახური ვალდებულია პირველი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაცხადოს კონკურსი იმ თანამდებობებზე, სადაც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ. ვაკანსიები გამოცხადდება იმ თანამდებობებზეც, რომლებზეც პირები 12 აგვისტოს შემდეგ დანიშნეს. კონკურსში მონაწილეობას მოვალეობის შემსრულებლებიც მიიღებენ.



<!** Image 1 align="left" alt="ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველები " sub="ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველები " width="350" height="464" >

ბათუმში რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით ვახშამი იმართება

 

დღეს ბათუმში, გონიოში მუსლიმური მარხვის, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“, თურქეთის ქალაქ ინეგოლის მერიის და „ინეგოლის ქართული დიასპორის“ ორგანიზებით  იფთარი (ვახშამი) იმართება.

ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში

<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >


მესამე თვეა, რაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა ხელმძღვანელობა და მას დაქვემდებარებული პირები. მიზეზი? – პირველ რიგში არადამაკმაყოფილებელი შედეგის, და რაც მთავარია რეგიონალური ფედერაციების პროტესტის გამო, რომლებიც ყოველთვის აცხადებდნენ, რომ „ცენტრალური ხელისუფლებიდან“ დაჩაგრულები იყვნენ.

„ბათუმელები“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ახალ თავკაცს სულხან ბაბუაძეს ესაუბრა. ტაეკვონდო სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ახალი პრეზიდენტის მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარება და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაა. დანარჩენზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ

 

ბათუმში,  მთავრობის სახლის წინ წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ. 

 

ეკომიგრანტები 58-ე დღეა  დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, ექვსი დღის წინ მიმართეს. 

 

 

დაგვიანებული დახმარება


რედაქციისგან: 12 წლის მირზა ცეცხლაძე გარდაიცვალა. მირზა მძიმედ იყო ავად და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ შეიძლებოდა, თუმცა მკურნალობის საფასური ასი ათას დოლარს აღემატებოდა, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმეთვიანი საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ თანხის ნაწილი შეგროვდა, ორი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაფარავდა მირზას მკურნალობის ხარჯებს იტალიაში, თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ მირზას მდგომარეობა გართულდა და 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. 12 წლის მირზა 2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე იმედოვნებდა, რომ მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდებოდა.  მოსაზრება დაწერილია მირზა ცეცხლაძის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. 

ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელებს გაუპატიურების მუქარისთვის უჩივიან

 

 

ქობულეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ცოტა ხნის წინ დააკავა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ინფორმაციით, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში ხმაურობდნენ, მოსთხოვა შესამოწმებლად გაჰყოლოდნენ. ახალგაზრდებმა პოლიციას იმ მოტივით უთხრეს უარი გაყოლაზე, რომ თავიანთ ეზოებში იყვნენ და სახლებში შევიდოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

 

ხვალ, 6 ივლისს, ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.

 

უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციებს და გამოკვლევებს  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება. 

 

სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ანალოგიური აქცია 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

ეკომიგრანტების შიმშილობის მეორე დღე

 

მოშიმშილე ეკომიგრანტებმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს, მათი თქმით მთავრობის წევრები მათთან აღარ მისულან.  

ბლოგების პრეზენტაცია ხელვაჩაურში

 

 

2013 წლის 5 ივლისს, პარასკევს 15:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბლოგების პრეზენტაცია მოეწყობა.

 

დამწყები ბლოგერებისათვის ტრენინგი ახალგაზრდობის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 9 ახალგაზრდა გადაემზადა. ტრენინგი თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა პრაქტიკულ გაკვეთილებს.

 

ახალგაზრდები გაეცნენ სოციალურ მედიასა და მის თავისებურებებს, ბლოგინგს, როგორც სოციალური მედიის ერთ ერთ შემადგენელ ნაწილს. ბლოგის შექმნასა და წარმოებას.

 

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ბლოგერი დავით ტრაპაიძე.

 

დასწრება თავისუფალია.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" sub="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" width="400" height="530" >

ფესტივალი ქედაში

 

 

ქედის კულტურის ცენტრი ფესტივალს ,,კავკასია 2013″-ს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ოთხი ქვეყნის: რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საბავშვო ფოლკლორულ, ქორეოგრაფიული ანსამბლები ეროვნულ ცეკვებს შეასრულებენ.

ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს

 

 

ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობა დაიწყეს.

 

„თუ ახლაც არ მოგვაქცევთ ყურადღებას პირს ამოვიკერავთ, წასასვლელი მაინც არსად გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს სად მოვკვდებით,“  – აცხადებენ ეკომიგრანტები.

 

 

 

ბათუმის მერის ახალი მოადგილეები

 

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს მერიის სამსახურებს  მოადგილეები ოფიციალურად წარუდგინა.  მერის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს უფროსი ზურაბ პატარაია დაინიშნა. 

ფასდაკლება

 verda – უმაღლესი ხარისხის საღებავები   www.verdaboya.com.tr     მაღალი ხარისხის თეთრეული – მხოლოდ ჩვენთან!                     საუკეთესო ევროპული ცემენტი – უმაღლესი სტანდარტი, მომსახურება ადგილზე მიტანით!  

ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო უნდა იყოს ტურისტებისთვის

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

 

„ხელისუფლება აბსოლიტურად კარგად აცნობიერებს რომ ტურიზმი უნდა იყოს ეკონომიკის წამყვანი არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. მათ რიცხვში ბათუმი და  აჭარა არის ძალიან საინტერესო ტურიზმისთვის.  ამ მხრივ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. უფრო კონკრეტულად რომ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვქონდეს გაწერილი გარდა ვთქვათ იმისა რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ უსაფრთხო იყოს ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის. საინვესტიციო გარემო განვავითაროთ, სასტუმროების მშენებლობა უშუალოდ აჭარაში. მხოლოდ იქ [აჭარაში] მოახერხა არჩილ ხაბაძემ  და ნაწილობრივ მაინც შეუმსუბქა მოსახლეობის იმ ნაწილს პრობლემები რომლებმაც იქ სასტუმროები ააშენეს, კრედიტები აიღეს და შემდგომ ცუდ დღეში ჩავარდნენ.  იპოთეკური კრედიტები მაქვს მხედველობაში. დაახლოებით ესე მთელ საქართველოში ვცდილობთ. აჭარა ძალიან საინტერესოა და ბათუმი განსაკუთრებით, რომ მომავალში ის მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბათუმს ახალი ვიცე მერები ეყოლება

 

დღეს, 12 საათზე ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ვიცემერების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით მერის პირველი მოადგილის უფროსის თანამდებობას საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის  ბიუროს ხელმღვანელი ზურაბ პატარაია დაიკავებს. ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ ამ კვრის ნომერში წერდა. მერის მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი რუსლან ქორიძე დაინიშნება. 

„ჩვენ გვიყვარს ცეკვა“ ბათუმში

 

 

პირველ ივლისს რეგიონალური კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ცეკვა“ დაიწყო.  კონკურსი ხუთ ეტაპად ტარდება, ხუთივე საკონკურსო საღამოს კლუბი „საბლაიმი“ მასპინძლობს.

როგორ წაგვართვეს ზაფხული

 <!** Image 1 align="left" alt="სალომე ზენაიშვილი" sub="სალომე ზენაიშვილი" width="250" height="640" >

 

ბოლო წლებია ტექნიკური განათლების აუცილებლობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, სახელმწიფომ შეიმუშავა რეფორმები, თუმცა ჩვენ, მოსწავლეები მივიჩნევთ, რომ ამ ყველაფერმა ჩვენზე გადაიარა. დიახ, თითოეულმა მრავალჯერ შეცვლილმა რეფორმამ ჩვენს ნერვებზე გადაიარა და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ყველანაირი გამოცდა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების შეძენას უწყობს ხელს, მაგრამ რეფორმების სისტემატიური და საფუძვლიანი ცვლა ტრაგედიას წარმოადგენს ჩვენთვის.

 

განათლება

   საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი         შ.პ.ს „განათლება“ – კონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილი მოსწავლის აღზრდა რეპეტიტორის გარეშე!     „განათლება“ დაარსდა 2001 წელს. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. ასევე, მოსწავლეებსა და მათს მშობლებს ვთავაზობთ დამატებითი სააღმზრდელო და სასწავლო მომსახურების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს  დღის მეორე ნახევარში  გაკვეთილების მომზადებას, ერთჯერად სრულფასოვან კვებას,  სხვადასხვა ინტელექტუალურ–შემეცნებით …

მზად ვარ, საფრანგეთიდან ბათუმში დავბრუნდე

„ბევრი ჰყავს ბათუმს ისეთი მორაგბე აღზრდილი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ თამაშობენ და საკმაოდ წარმატებულადაც, კარგი იქნება, თუ მათ შევეხმიანებით და დავიბრუნებთ, დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთი გამოცდილებით დიდ სარგებელს მოუტანენ ჩვენს გუნდს!“ – მითხრა რამდენიმე დღის წინ რაგბის გულშემატკივართა საზოგადოების თავმჯდომარემ დავით მესხიძემ. მისივე თქმით, ყველაზე წარმატებული ბათუმელი მორაგბე ირაკლი ნინიძეა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში თამაშობს.

„ბათუმელები“ ირაკლი ნინიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სკაიპის საშუალებით ჩაწერა. 


<!** Image 1 align="middle" alt="ირაკლი ნინიძე - მარცხნიდან პირველი " sub="ირაკლი ნინიძე - მარცხნიდან პირველი " width="600" height="354" >



Exit mobile version