არის თუ არა პროკურორის სახელი და გვარი პირადი ინფორმაცია? – მოქალაქე ხათუნა ბერიძე დარწმუნებულია, რომ – არა. მისი აზრით, დაუშვებელია საჯარო მოხელის ვინაობა იყოს პირადი, ანუ საიდუმლო ინფორმაცია. ხათუნა ბერიძე პროფესიით იურისტი არ არის, ის თარჯიმანია. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ იურისტები სასამართლოებიდან – ისინი პროკურორების ვინაობასაც კი პირად ინფორმაციად მიიჩნევენ.
Author Archives: ბათუმელები
ლეიბორისტი ტაქსის მძღოლი
ბათუმის ბულვარის შესასვლელთან, რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხის სკამზე ჩამომსხდარი ტაქსის მძღოლები კლიენტებს ელოდებიან. მათ შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. აჭარის მთავარი ლეიბორისტი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი, დავით რობაქიძე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, უსამსახუროდ დარჩა.
კოლიბაქტერიებით ბინძური წყალი
ბათუმში, ურეხის დასახლებაში, მე-13 სკოლის წინ მდებარე წყაროს წყალი კოლიბაქტერიებითაა დაბინძურებული. ეს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა. თუმცა ურეხში, წყაროს მახლობლად მცხოვრებთ ამის არ სჯერათ.
კომპანიამ საექსპერტო დასკვნა უნდა წარადგინოს
კომპანიებმა, რომლებიც ქედაში 15 000-ზე მეტი ლარის ღირებულების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოს შეასრულებენ, ობიექტის ჩაბარებისას საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს მშენებლობის დამკვეთი არ ჩაიბარებს.
სებილე ბებოს 107 წელი
107 წლის სებილე შარაძე ქედაში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობს. იგი არც ჯანმრთელობას უჩივის და არც პრეპარატებს იღებს.
2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში
2600 მეტრიანი საბაგირო გზა „არგო“, რომლის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, დღეს გაიხსნა. სამშენებლო კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ ეკონომიკის სამინისტროს წინაშე აღებულ ვალდებულების დაგვიანებით შესრულებას რთული რელიეფური გარემოთი ხსნის.
<!** Image 4 align="left" alt="საბაგირო ბათუმში" sub="საბაგირო ბათუმში" width="350" height="576" >
მძღოლების მორიგი პროტესტი
დღეს, აჭარის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირმა და აჭარის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს პროკურატურაში უჩივის და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით გაფიცვით იმუქრება.
მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ამ მოთხოვნის გამო „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციამ პროფკავშირის აქტივის დევნა დაიწყო და წევრებს პროფკავშირებიდან გასვლას აიძულებდა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="519" >
პროფკავშირების წარმომადგენლები ბათუმის ტრანსპორტის დირექტორს, გია ლორიას პროფკავშირების წევრი მძღოლების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, „ზეწოლის ქვეშ მყოფი მძღოლები იძულებით წერდნენ განცხადებებს პროფკავშირებიდან გასვლაზე. მათ აქვთ დამადასტურებელი ჩანაწერი, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პროფკავშირის წარმომადგენლებს ბანდიტები უწოდა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თანაშემწისა ნიკა სიხარულიძის თქმით, რომელიც ასმავე დროს მძღოლადაც მუშაობს, „ახალი შრომის კოდექსიდან გამომდინარე, ზეგანაკვეთური სამუშაოები უნდა ანაზღაურდებოდეს, კვირაში 40 საათის ზემოთ ანუ თვეში 160 საათის შემდეგ. თუმცა, ბათუმის ავტოტრანსპორტი ზეგანაკვეთურ შრომას არ ანაზღაურებს და მსგავსი ანაზღაურება საერთოდაც არ აქვს გათვალისწინებული.
ნიკა სიხარულიძის თქმით, „არსებობს სხვა სახის პრობლემაც – მერიის მხრიდან დაპირებული ხელფასი, საათში 4,50 ლარი შემცირებულია 4,00 ლარამდე, 50 თეთრი ადმინისტრაციის წევრების ხელფასებს დაემატა“.
კიდევ ერთ პრობლემად მძღოლებმა სპეცტანსაცმელი დაასახელეს – მათი თქმით, ადმინისტრაცია არ აძლევს სამუშაო სპეცტანსაცმელს, თუმცა მოითხოვს, რომ ყველა მძღოლმა ის შეიძინოს.
მძღოლებისთვის, ადმინისტრაციის უკმაყოფილება გაუგებარია, რადგანაც სახელმწიფო საწარმოში არსებული პრობლემა არანაირად არ ეხება დირექტორსა და ადმინისტრაციას.
ბათუმში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ყოფილი ბლაგოვგრადისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის დღის 2 საათზე სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით ჭრილობა ბასრი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში იყო მიყენებული: იყო შემავალი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და პაციენტი სახლში გაიგზავნა. “
ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია.
გამოფენა იუსტიციის სახლში
დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ესწრებოდნენ.
<!** Image 1 align="left" alt="დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე" sub="დავით ჯანდიერი და თეონა იაშვილი გამოფენაზე" width="300" height="574" >
დავით ჯანდიერის თქმით, „ეს პროექტი ეროვნულ არქივში დაცული საგანძურის რეგიონის მოსახლეობისთვის გაცნობას ისახავს მიზნად“.
გამოფენაზე წარმოდგენილია რამაზ ჩხიკვაძის 40-მდე ფოტო. წარმოდგენილია, როგორც ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები, ასევე კინოროლებისა და რეპეტიციების ამსახველი ფოტოები. გამოფენაზე დაცული ფოტოების ნაწილი დაცულია „საქინფორმის“ კოლექციაში.
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე მრავალი საინტერესო როლი განასახიერა: ლირი („მეფე ლირი“), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა“). რამაზ ჩხიკვაძე ასევე 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული. მათ შორის „ჭრიჭინა“, „თეთრი ბაირაღები“, „ნატვრის ხე“.
ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 23 აგვისტომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
როცა ბორდელების გარემოცვაში ცხოვრობ
<!** Image 1 align="left" alt="ზურა თავბერიძე" sub="ზურა თავბერიძე" width="300" height="656" >
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კიროვაკანის ქუჩების კვეთაში სასტუმრო „მირორი“, დაახლოებით ორი წლის წინ ეგრეთწოდებულ „ბორდელად“ იქცა. ამ დაწესებულებაში საღამოს 8 საათიდან ყველაფერი ის იწყება, რაც, ზოგადად, ამ ტიპის დაწესებულებებს ახასიათებს. დილის ხუთ საათამდე ისმის ხმამაღალი მუსიკა… დისკო-მომსახურებით აკლებულია ყველაფერი. ნუ ეგრეთ წოდებული ღამის კლუბი, სასტუმრო და რესტორანი მხოლოდ და მხოლოდ პროსტიტუციას ემსახურება.
უჯინ რეი “ბუდა” ბარიდან
უჯინ რეი, იგივე ევგენი ჰაიდე თბილისში საკმაოდ ცნობილი გერმანული წარმოშობის ქართველი Dj-ია. იგი ბათუმში ყოველ ზაფხულს ჩამოდის. ამბობს, რომ ბათუმი ძალიან მოსწონს და ცუდად არასოდეს ახსენდება. Dj-ი ბათუმში საცოლესთან ერთად ისვენებს.
ქობულეთელების პროტესტი შემოვლით გზას
ქობულეთის სოფელ საჩინოს მოსახლეობა შემოვლით გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. ისინი მოითხოვენ ადეკვატური ღირებულებით იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელსაც მათ ავტომაგისტრალის მშენებლობა მოუტანთ.
სოფლის მკვიდრი ჯამბულ გოგიტიძე მშენებლობის ორგანიზატორების მხრიდან მოსახლეობისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს და იმასაც ამბობს, რომ თუნდაც მიწის გასხვისებაზე შეთანხმება შედგეს, გზის მშენებლობის შემდეგ იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება:
„მოვიდნენ ჩემთან. 2000 მეტრო მიწა მიაქვთ. თქვეს, გზა რვა მეტროში გადის სახლს არ ეხებაო. მაგრამ რვა მეტროში რომ გზა გაივლის იქ გაჩერდება სახლი? მოვიდნენ და აგვიხსნან სახლი რამდენი მეტრის დაშორებით უნდა იდგეს გზიდან, რა ღირებულებას ანაზღაურებენ, ნარგავი რა ღირს, მიწის ნაკვეთი რა ღირს? მოიტანეს ხელშეკრულებები და შემოგვთავაზეს მხოლოდ მიწის თანხა – 55 ათასი ლარი. დაგვემუქრნენ თუ შეთანხმება არ შედგა გაგასახლებთო“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ზაურ აფშინაშვილის თქმით, ავტოტრასის მშენებლობა საერთაშორისო პროექტია და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ის კერძო ინტერესი კი არა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა:
„ახალი ავტომაგისტრალის პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან“ ფინანსდება. თვითონ ბანკის მოთხოვნა და პოლიტიკაა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მშენებლობა. ეს ითვალისწინებს მიწის შესყიდვებისა და განსახლების გეგმასაც. პროექტის მოსამზადებელი ეტაპზე შევისწავლეთ და აღვწერეთ მოსახლეობის კუთვნილი მიწები, ნარგავები, ნათესები. დიფერენცირებული გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება, რომელიც ათი ლარიდან იწყება. კომპენსაციის დროს ისიცაა გათვალისწინებული, მიწის მესაკუთრე სოციალურად დაუცველია თუ არა.
ამ მონაცემების მიხედვით, სერთიფიცირებულმა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა მოსახლეობისთვის ასანაზღაურებელი ქონების საბაზრო ღირებულება. გზის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და ემსახურება არა ერთი და ორი ადამიანის ინტერესს, არამედ სახელმწიფოს და მის მოსახლეობას. თუ მოხდა ისე, რომ მოსახლეობასთან შეთანხმება არ შედგა, ჩვენ გამოვიყენებთ სახელმწიფო კანონით მინიჭებულ უფლებას“.
18-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პირველი მონაკვეთი შეკვეთილში იწყება და ქობულეთის შუა ტერიტორიაზე მთავრდება. მეორე მონაკვეთი იწყება ქობულეთის შუანაწილიდან და გვირაბიდან გასასვლელ გზას უერთდება.
ზაურ აფშინაშვილისვე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქცეულია დაახლოებით 355-მდე მიწის მესაკუთრე. აქედან მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მოითხოვს თანხის გაორმაგებას, მოსახლეობის უმრავლესობასთან ხელშეკრულებებს უკვე აფორმებენ.
ფოტოკამერით, ცარცითა და დაფით ტურისტების დასახვედრად
დღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2013 წლის სეზონის სიახლეს ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები წარმოადგინეს. სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ენაზე შექმნილია სპეციალური გვერდები ბათუმის შესახებ. დეპარტამენტმა 10 ქვეყანა შეირჩა (საქართველოს, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი) საიტები შექმნილია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე. ინფორმაცია ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მიმდინარე ღონისძიებებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ყოველდღიურად ახლდება Facebook-იქ გვერდზე. ( www.facebook.com/visitbatumi.travel)
<!** Image 1 align="left" width="300" height="538" >
დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი პროექტია „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“. პროექტი ითვალისწინებს უკვე ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრების გაზიარებას იმ ტურისტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. პროექტში ჩართულია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ფოტოკამერებით, ცარცითა და დაფებით შეიარაღებულები ქალაქის ტურისტულად აქტიურ ადგილებში ხვდებიან უცხოელ ტურისტებს. (www.gobatumi.com)
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ტურისტული პროექტებისა და სერვისის განყოფილების უფროსის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, პროექტი – „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“ ხელს შეუწყობს იმ ტურისტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ჩამოსვლას.
ასევე მოქმედებს პროექტი – „Batumi In Your Pocket” – მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. ბროშურა გამოიცა სამ ენაზე: ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე. ბროშურები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში ვრცელდება.
მორაგბეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ
<!** Image 1 align="left" width="400" height="399" >
დღეს, ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში – „გენდერული თანასწორების ხელშეწყობისთვის საქართველოში“ – ცნობილი ქართველი სპორტსმენები უფროსკლასელ ბიჭებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მორაგბეები – ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ჭყოიძე, ლექსო გუგავა და კიკბოქსიორი – გიგი ჭიკაძე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენეჯერის, ირინა ჯაფარიძის თქმით, „ვაჟებთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა შეუძლებელია. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ცხელი ხაზის (2 309 903) მომსახურების პოპულარიზაციას, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ სპორტსმენები.
საქართველოში ოჯახში ძალადობის 3 თავშესაფარი არსებობს: თბილისსა და გორში, ხოლო ქუთაისში აგვისტოს თვეში გაიხსნება. თავშესაფარები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა, ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ირინა ჯაფარიძის თქმით, ამ პროექტისათვის „რაგბისა და მოჭიდავეების გუნდის წევრები იმიტომ შეარჩიეს, რომ რაგბი არის ერთ-ერთი მამაკაცური და პოპულარული სპორტი საქართველოში, რომელსაც გააჩნია თავისი ეთიკის კოდექსი. ძალადობა არასდროს გამოდის მოედნის გარეთ.“
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ნოდარ ანდღულაძე 3 წელია ჩართულია ამ პროექტში. ის ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა? რომელი სტერეოტიპი უწყობს ხელს ქალთა მიმართ ძალადობას და თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, თუ როგორ გავიზარდეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ფასეულობები და იმ შეცდომებზეც, რასაც არასდროს დავუშვებთ ჩვენი ქცევით“.
ნოდარ ანდღულაძე ამბობს, რომ პროექტში ჩართვის ინიციატივა სხვა სპორტსმენებს – წყალბურთელებსა და კალათბურთელებსაც აქვთ.
გლობალური პროექტი „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2008 წელს დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდება. პროექტში რაგბისტები 2010 წლიდან არიან ჩართულები.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ქალი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის გლობალური კამპანიის ეგიდით – „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, გამართული ინიციატივა – „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვაჟების ცნობიერების ამაღლებას და მგრძნობელობის გაზრდას.
ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების აღმნიშვნელი მემორიალური დაფა ქობულეთში
„აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი კავშირი და „ქართული ოცნება სამართლიანობისათვის აჭარაში“ 17 აგვისტოსთვის ქობულეთში აპირებენ დადგან საინფორმაციო დაფა, „რომელიც მიეძღვნება აჭარის ოსმალთა იმპერიის 300 წლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების 135 წლის თავს“. ნიაზ ბოლქვაძე ნიაზ ბოლქვაძის თქმით, საინფორმაციო დაფა დაიდგმება ჩოლოქის ხიდთან. ის იმედოვნებს, რომ მომავალში საინფორმაციო დაფის …
Continue reading “ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების აღმნიშვნელი მემორიალური დაფა ქობულეთში”
ჩვენი მოგზაურობა საქართველოში
ჩემი სახელია კარინ ლინგლი, ვარ 53 წლის და ვმუშაობ მასწავლებლად ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ დიდ გიმნაზიაში. ვენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი მათემატიკასა და ისტორიას, ხოლო მის დამთავრების შემდეგ, 1985 წლიდან, დავიწყე პროფესიული საქმიანობა. მე იმაზეც ვზრუნავ, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ კომუნიკაციის, სოციალური, რიტორიკის, პრეზენტაციების ჩატარების, პროექტების მართვისა და შემეცნებითი სამუშაოს უნარები. 14-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის მე „მწვრთნელის“ როლსაც ვასრულებ, ვინაიდან ვცდილობ მათი პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით თუ, ზოგადად, კლასშივე მოვაგვარო.
<!** Image 1 align="left" alt="კარენ ლინგი თბილისში" sub="კარენ ლინგი თბილისში" width="350" height="540" >
სტადიონის აშენება გადაწყდა, „დინამოს“ მივხედოთ
<!** Image 1 align="left" alt="ოთარ ფედიჩკინი" sub="ოთარ ფედიჩკინი" width="300" height="1005" >ბათუმის „დინამოს“ ახალი დირექტორი ჰყავს. გასულ კვირას, ბათუმის საკრებულოში გამართული არჩევნები შემდეგ, ზღვისპირული კლუბის ახალ ხელმძღვანელად მოძრაობა „გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“–ს თავკაცი ოთარ ფედიჩკინი დაინიშნა. რა გეგმები აქვს ახალ დირექტორს და რას ჰპირდება გულშემატკივრებს?! ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ევროპის ჩემპიონატი – ახალი მწვრთნელების პირველი გამოცდა
საქართველოს ტაეკვონდისტთა ახალგაზრდული და კადეტთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ქობულეთში გადის. ორივე ასაკობრივ გუნდს უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატზე უწევს ასპარეზობა. კადეტები აგვისტოში, იუნიორები კი სექტემბერში იბრძოლებენ. ამათ გარდა, ეროვნულ ნაკრებს A კლასის საერთაშორისო ტურნირი უწევს ოქტომბერში. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აჭარის ნაკრების მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის კანდიდატურა განიხილება. „ბათუმელები“ სპორტსმენებს ქობულეთში სტუმრობდა და ინტერვიუ საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების კურატორთან, დავით ბაბუაძესთან ჩაწერა.
<!** Image 1 align="middle" alt="მარცხნიდან: ნოდარ გოლეთიანი, დავით ბაბუაძე, რომეო გურეშიძე, აკაკი ცენტერაძე" sub="მარცხნიდან: ნოდარ გოლეთიანი, დავით ბაბუაძე, რომეო გურეშიძე, აკაკი ცენტერაძე" width="600" height="581" >
როგორ დავაბრუნოთ დათვი და შველი გარემოში
გარემოს დაცვის სამინისტრომ მტირალას ეროვნულ პარკში ახლახან შვლები გაუშვა. შვლები ბათუმის ზოოკუთხეში სხვადასხვა დროს მიიყვანეს, სადაც უვლიდნენ და კვებავდნენ. როგორ უნდა დავაბრუნოთ გარეული ცხოველები ბუნებაში ისე, რომ გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ, რომელი ცხოველების დაბრუნებაა ბუნებაში პრობლემატური და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი და თავად ადამიანები? „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="509" >
პროექტი არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, უსინათლოებისთვის… სტუდენტებისთვის
დღეს, ბათუმში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა წარმოადგინა ის 12 პროექტი, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა, ეთნიკური უმცირესობებისა და უსინათლოთა დახმარებას.
<!** Image 1 align="left" width="300" height="410" >
სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არასრულწლოვანები პროექტის ფარგლებში სწავლობენ ხელსაქმეს, ხვდებიან ცნობილ ადამიანებს, მართავენ სპორტული ღონისძიებებს.
უსინათლო პირთათვის კი ბრაილის შრიფტით ლოცვები დაიბეჭდა. ამავე ჯგუფის მონაწილეობთ იღებენ სხვადასხვა სპექტაკლებსა და პანტომიმურ დადგმებს.
იგივე პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაზე სწრაფ ბეჭდვაში კონკურსი ჩატარდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს სტუდენტური თვითმართველობის მხარდაჭერას. პროექტის ავტორების თქმით, „პროგრამის მიზანია მივიღოთ თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სტუდენტუნური თვითმართველობა, რომელიც არ იქნება პოლიტიზირებული და თითოეულ სტუდენტს ეცოდინება თავის უფლებები. სასწავლო სემესტრის დაწყებიდან თითოეულ უნივერსიტეტში სტუდენტური უფლებების დეკლარაციის პრეზენტაცია ჩატარდება. დეკლარაციის შექმნაში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თვითმართველობის გუნდის წევრები და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ“.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – „პრაქტიკების სააგენტო“ კი სექტემბრიდან ამოქმედდება. ეს პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას 2-თვიან პრაქტიკა გაიარონ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. სარეგისტრაციო ბაზაში 6 000 ადგილია.
სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრის დროს კიდევ ერთ აქტივობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც გერმანულ ფონდ „ბერგქობთან“ ერთად დაიგეგმა – ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ჩამოაყალიბეს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კვალიფიცირებული ჯგუფი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგი უნდა დაიწყონ. პირველი ასეთი შეხვედრა, სავარაუდოდ, წელს ჩატარდება.
ასევე, პროექტის ფარგლებში გაგზავნილია მოთხოვნა ევროპის ახალგაზრდული ბარათის ლიცენზიაზე. ამ ბარათის მფლობელი სტუდენტებს საქართველოდან ექნებათ ფასდაკლება ნებისმიერ სერვისზე, ევროპის ნებისმიერ ქალაქში.
ნინო ჟიჟილაშვილი აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგებზე
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში მიმდინარე კონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგები უკვე გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც ამ ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა სამსახური შეინარჩუნა, ნაწილმა – ვერა. ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი – საკონკურსო კომისიის წევრი, კონკურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს.
<!** Image 1 align="left" alt="ნინო ჟიჟილაშვილი" sub="ნინო ჟიჟილაშვილი" width="350" height="768" >
“მოხეტიალე შუქურა” ბათუმში
„ბათუმის ეზოს ამბები“ 11 აგვისტოს ილეინ ბაკჰოლცის და დავიდ ძოწეს ერთობლივი პერფორმანსითა და ინსტალაციით გაიხსნა. ილეინი ამერიკელი არტისტია, რომელიც ვიდეო და სინათლის ინსტალაციებს ქმნის. დავიდი, ქართველი ხმის რეჟისორი, რვა წელია ჩეხეთში ცხოვრობს, ბოლო ოთხი წელი კი საქართველოში არ ყოფილა. მისი, ისე როგორც ილეინის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი პროექტია, რომელიც ბათუმში უკვე მეორე წელია ხორციელდება.
ავარიის შედეგად ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა
ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპელის მარკის ავტომანქანა ქუჩაში მიმავალ ხანდაზმულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
დეპუტატის მხილება მოქალაქის ცემის ფაქტზე
დეპუტატ მედეა ვასაძის ყოფილმა თანაშემწემ საფო კობალაძემ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2013 წლის 24 ივნისს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში, მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა მოქალაქე დიანა დიასამიძე. ის ამბობს, რომ ცემის ფაქტის თვითმხილველია. საფო კობალაძე მზად არის მოინანიოს და პროკურატურას აღიარებით ჩვენება მისცეს, ანუ ზუსტად მოყვეს, როგორ სცემა დეპუტატმა თავის კაბინეტში დიანა დიასამიძე 24 ივნისს.
<!** Image 1 align="left" alt="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" sub="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" width="300" height="512" >
არტ-პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება
ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია „micro-ფონი“ უკვე მეორედ აწყობს ქალაქის ქუჩებში მასშტაბურ გამოფენას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ მხატვრებსა და ქართველ შემოქმედებთან ერთად, ბათუმის ეზოს მაცხოვრებლებიც მონაწილეობენ.
<!** Image 1 align="left" width="350" height="675" >
ივანიშვილი და სააკაშვილი ამერიკულ გემს ბათუმში ერთდროულად ესტუმრებიან
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ „ბალკლიზე“ ხვალ სხვადასხვა შეხვედრა და ტრენინგი გაიმართება.
ხვალ, 18:00 საათისთვის, „ბალკლის“ კაპიტნის სახელით ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური მიღებაც. ხომალდზე დიდი ალბათობით ელიან ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მასპინძელი მხარე აცხადებს, რომ ხომალდზე სტუმრობას დადასტურებულად გეგმავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.
ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.
ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ბათუმს გაზის მიწოდება ხვალ საღამომდე აღუდგება
ბათუმისთვის გაზის მიწოდება უკვე დაიწყო, სრულად კი ხვალ საღამომდე აღუდგება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ მიაწოდა.
„გაზის მიწოდება უკვე დაწყებულია. ახლა მიდის ჩატვირთვა და ხვალ საღამომდე ჩაირთვება ყველგან. ამჟამად ბენზეს დასახლებაში ირთვება გაზი, მერე ბარცხანა, შემდეგ გაუშვებენ ქალაქშიც. ოღონდ ღამის განმავლობაში კორპუსები არ ჩაირთვება, დილით ადრე რვა საათის შემდეგ დაიწყება,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ.
მაღალი წნევის გაზსადენი გურიაში ორი დღის წინ დაზიანდა. ამის გამო მთელს აჭარას გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
შიდა აუდიტის ორი წლის მუშაობის შედეგი – არც ერთი დასკვნა
შიდა აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტში 2011 წლის მარტში შეიქმნა, სამსახურის უფროსად ჯამბულ თურმანიძე, მთავარ სპეციალისტად კი ერეკლე აბაშიძე ოთხი თვის შემდეგ დაინიშნენ. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტში თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს, სამსახური მონაცემებს არ ასაჯაროებს.
რას იღებს მაღალმთიანი აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან
აჭარის მაღალმთიანეთში თვითმმართველობების ადგილობრივი ბიუჯეტი ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით ივსება. ცენტრალური დაფინანსების გარდა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები დამატებით თანხას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდანაც იღებენ. აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ხმარდება. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი შემოსავალი კი ნახევარ მილიონ ლარსაც არ აღწევს.
ახალი ბაგა-ბაღები ქედაში
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 269 580 ლარი გამოიყო, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები დოლოგნისა და ცხმორისის თემებში, სოფელ ახოსა და დოლოგანში, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობებში გაიხსნება.
პეტიცია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოსათვის
თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ანაკლიის შემდეგ საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვისთვის ხელმოწერებს ბათუმში აგროვებენ, ბათუმის შემდეგ აქცია ქობულეთში გაგრძელდება.
ბალახით დაფარული პარკი ბავშვებისთვის
ხელვაჩაურში, შარაბიძეების თემის საჯარო სკოლასთან არსებული პარკი, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მოუვლელია. პარკში გაზრდილი ბალახის გამო კი, მოსახლეობა საშიში მწერების გაჩენასაც ვარაუდობს.
თემის რწმუნებული როსტომ თავდგირიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ პარკი მოვლილი და ბალახისგან გასუფთავებულია: „ბალახი გათიბულია. თქვენ იქ როდის იყავით?“ .
„ბათუმელებმა“ შარაბიძეების თემის პარკში ფოტო დღეს დილით 9:30 საათზე გადაიღო. მას შემდეგ რაც ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა გაიგო დააზუსტა: „ნახევარი ამ დილით გათიბეს და ნახევარს გათიბავენ“.
შარაბიძეების თემის პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკი, ჯარისკაცის ძეგლი და სათამაშო ატრაქციონია განთავსებული.
რატომ ჩაიჭრნენ მასწავლებლები გამოცდაზე
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით, გამოცდაზე გასულ პედაგოგთა უმრავლესობამ ბარიერი ვერ გადალახა. განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები მიზეზებზე საუბრისას ამბობენ, რომ ეს შედეგები მასწავლებელთა მოუმზადებლობის, ტესტების სირთულისა და განათლების სისტემის არათანმიმდევრულობის ერთობლივი შედეგია.
რით იყო განპირობებული ის შედეგი, რომელიც 2013 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აჩვენეს პედაგოგებმა? განათლების სფეროში დასაქმებულები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
„საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის“ ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები
საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ აკრედიტებული უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, რომელიც ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში. ცენტრს გააჩნია თანამედროვე სასწავლო ბაზა, რეალობასთან შესაბამისი სიმულატორები, საკუთარი საწვრთნელი გემის მოდელი, იახტა, სამაშველო კატარღები. მეზღვაურთა სწავლებასთან ერთად ცენტრში არსებობს მეზღვაურთა მომზადება/გადამზადებისა და სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც აღიარებულია „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ. ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა …
Continue reading “„საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის“ ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები”
გამარჯვებული გოგონები ცეკვის კონკურსიდან
კონკურსი – “მე მიყვარს ცეკვა” აჭარაში მეორედ ჩატარდა, კონკურსის ჩატარების იდეა ბათუმელ ქორეოგრაფებს – ირაკლი სურმანიძესა და მაიკო დუმბაძეს ეკუთვნით. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი ეჯიბრებოდა. „ბათუმელები” გამარჯვებული წყვილებიდან პირველ ადგილზე გასულ ლოლიტა ცინცაძესა და მეორე ადგილზე გასულ ანა კვაჭაძეს ესაუბრა. ლოლიტა ამ კონკურსის გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა.
„ნიკალა“ კვლავ ბათუმშია
<!** Image 7 align="left" width="600" height="512" >
წელს, 2 აგვისტოს, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, ბათუმს განახლებული „ნიკალა“ დაუბრუნდა. გემოვნებით განახლებული ინტერიერი, ვრცელი და მყუდრო გარემო, მრავალფეროვანი და გემრიელი სამზარეულო, სასიამოვნო მუსიკა, გაღიმებული მომსახურე პერსონალი და ფერადი ოთახი ბავშვებისთვის… ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისის, რითაც „ნიკალაში“ მისული ადგილობრივები თუ ტურისტები ისარგებლებენ.