აჭარისა და გურიის რეგიონს გაზის მიწოდება შეუწყდა

 

წუხელ ძლიერმა წვიმამ გურიაში, მდინარე ნატანებზე არსებული 500 მმ მაღალი წნევის  გაზსადენი დააზიანა.  შედეგად  აჭარისა და გურიის რეგიონი  გაზის გარეშეა დარჩენილი.

 

„სოფელ გურიანთაში, მდინარე ნატანებზე გამავალი გაზსადენი დაზიანდა. როგორც მითხრეს სამტრედიის შემდეგ მთლიანად გურია და აჭარა გაზის გარეშე დარჩა. ახლა მივდივართ ადგილზე და გვეცოდინება საღამოსთვის ზუსტად რა მდგომარეობაა. ერთი-ორი დღე დაჭირდება ალბათ აღდგენას,“ – განუცხადა ბათუმელებს „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ მდინარე ადიდებულია, აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

 

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა წუხელ, 4 აგვისტოს მოკლული 22 წლის კოკა კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული.

 

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. დააკავეს“, – ამ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

ბრალდებულმა კოკა კეკელიას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. პოლიციის ვერსიით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პიაცაზე მოხდა.

 

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ბილეთები ღვინის დაგემოვნების მსურველი ტურისტებისათვის

 

ტურისტებისთვის და განსაკუთრებით ღვინის ტურებით გატაცებული ვიზიტორების  მოზიდვის მიზნით აჭარაში ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“  შექმნა ახალი პროდუქტი -„ბილეთები“, რაც სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.

რემონტი ვარდების სკვერში

 

 

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ე.წ ვარდების სკვერში ფილების ამოყრა დაიწყეს. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული ტურისტულ სეზონზე სკვერში სამუშაოების დაწყება, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს: „ძველი ფილები უკვე ამორტიზირებული იყო და უფრო ხარისხიანი და უფრო ლამაზი ფილები დაიგება. მეორად ფილებს კი ქალაქის გარეუბნებში ვიყენებთ ან ვაძლევთ ეკლესიებს“.

 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, სკვერის განახლება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა დაგეგმა, თვითმმარველობის ბიუჯეტიდან კი თანხა 124 498 ლარი საკრებულოს თანხმობით გამოიყო. ტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება მერიამ 25 ივლისს შპს „მონოლითი 2005“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 60 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ვარდების სკვერი" width="600" height="2448" >

ბათუმში 19 წლის ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო

 

დღეს, პირველ აგვისტოს ბათუმში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო –  ინფორმაციას ამის შესახებ  ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ადასტურებენ, სადაც შეტყობინება გამოძახების შესახებ  17 საათსა და 42 წუთზე შევიდა.

 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით გარდაცვლილი გვარად აბაშიძეა და იგი ამ დროისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაშია გადაყვანილი. 

„მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” პრეზენტაცია

 

დღეს, პირველ აგვისტოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას „უზნეო“ უწოდეს

 

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქში მშენებლობების გაზრდაზე საუბრობდა და მას „უზნეობა“ უწოდა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა მშენებლობა, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს, წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული.

 

„საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა და გვიყვებოდა, თუ როგორ გაზარდეს ამ ხნის განმავლობაში ქალაქში სასტუმროების მშენებლობა. დღესდღეობით მხოლოდ ორი ახალი სასტუმრო შენდება და ორივე სასტუმროს მშენებლობაზე ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო მოლაპარაკებები. მაჩვენონ ერთი პროექტი მაინც, რომელშიც თვითონ იყო ჩართული და გადაწყვიტა რომელიმე ინვესტიციის საკითხი. მიწის ნაკვეთებსაც კი ვერ ჰყიდის და რომელ მშენებელობების გაზრდაზეა საუბარი. მე ამას უზნეობას ვუწოდებ და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

გიორგი კირთაძე საკრებულოს „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, მამული ჟღენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განცხადება ბათუმის საზღვრების გაფართოებაზე გააკეთა. „უნდა ჩაეხედა იმ საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მოხდა ბათუმის გაფართოება. ბათუმი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაფართოვდა“- აცხადებს კირთაძე.

„ღვინო და ზაფხული” – ღვინის დეგუსტაცია და ფოტოკონკურსი პრესკაფეში

 

ბათუმში, „პრესკაფეში“  2 აგვისტოს, 18:00 საათიდან  20:00 საათამდე  „მეღვინეობა ხარება“  გიწვევთ თავისი პროდუქტების პრეზენტაციაზე.

 

 პრეზენტაციაზე სადეგუსტაციოდ გამოტანილი იქნება 12 დასახელების ღვინო  (კრახუნა – მშრალი, თეთრი ღვინო; მწვანე- მშრალი, თეთრი ღვინო ; ცოლიკაური – მშრალი, თეთრი ღვინო; რქაწითელი – მშრალი, თეთრი ღვინო ; ციცქა- მშრალი, თეთრი ღვინო ; საფერავი პრემიუმი – წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი ხილის ტონებით- წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი- წითელი, მშრალი ღვინო; ქინძმარაული – წითელი, ნახევრადტკბილი  ღვინო; როზე – მშრალი, ვარდისფერი ღვინო; კრახუნა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო; ციცქა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო)   

 

პრეზენტაციის პარალელურად პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ,  გადაიღონ ფოტო სახელწოდებით „ღვინო და ზაფხული“ .

 

 ყველა ავტორის ერთი  საუკეთესო ფოტო  განთავსდება „პრესკაფეს“ ფეისბუქის გვერდზე.   ფოტოები, რომლებიც ყველაზე მეტ  მოწონებას – ლაიქს დააგროვებს, დაიბეჭდება და ორი კვირის მანძილზე გასაყიდად გამოიფინება „პრესკაფეში“. გაყიდული ფოტოებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ავტორებს.

 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ყველა სტუმარს  ექნება საშუალება, ერთი ჭიქა ღვინო დააგემოვნოს. გთხოვთ  გვეწვიოთ. 

 

 

ბილეთები ღვინის დაგემოვნების მსურველი ტურისტებისათვის

 

ტურისტებისთვის და განსაკუთრებით ღვინის ტურებით გატაცებული ვიზიტორების  მოზიდვის მიზნით აჭარაში ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“  შექმნა ახალი პროდუქტი -„ბილეთები“, რაც სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

 

 

რამდენად საშიშია გველის ის სახეობები, რომელიც აჭარაშია გავრცელებული და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გველმა დაგესლა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსი, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორი, გურამ წიკლაური საუბრობს.

ბათუმში მშენებლობაზე გაზმა გაჟონა

 

 

ბათუმში  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე გაზმა გაჟონა. მშენებლების განცხადებით, ამ დროისათვის საფრთხე არ არსებობს.

 

ბრიფინგი ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემაზე

 

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

 

დღეს, ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ჭანტურიშვილმა, ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები შეუსყიდოს და ამისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში მოიძიოს. ჭანტურიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გრძელვადიანი სესხები უნდა გასცეს იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლადაც.

 

„მთავრობამ უნდა მოძებნოს ფინანსები, სხვა გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არსებობს. ფინანსებს კი მთავრობა არჩევნების წინ არ უნდა ეძებდეს. ვფიქრობთ ბიუჯეტში უნდა შევიდეს ცვლილება და ეს თანხები უნდა გამოძებნოს პრემიებისა და მივლინებებისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან“- აცხადებს თემურ ჭანტურიშვილი.

 

ბრიფინგს რამდენიმე ეკომიგრანტი და იპოთეკარიც ესწრებოდა. ეკომიგრანტ მერაბ შავაძის განცხადებით, პრობლემების მოგვარება ხელისუფლებამ უნდა ითავოს: „ჩვენ თანახმა ვართ გრძელვადიან სესხზეც. თუ სახელმწიფო მოგვცემს სესხ თვითონ შევისყიდით სახლებს, თუ არა და მაშინ სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს. ზამთარიც მოდის და გვინდა ეს პრობლემა მანამდე მოგვარდეს, თანაც ძალიან გადავიღალეთ“.

 

მისი განცხადებით, ეკომიგრანტები ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„ჰაერის გადასახადი“ ბათუმში

 

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების  სამხრეთით ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორიაზე მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ მოსაკრებელი დააწესა. ზონირების წესების მიხედვით ამ ტერიტორის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ- საქმიანი, მისი მცირე ნაწილი კი საცხოვრებელი ზონაა. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ დღეს მიიღო, ამ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისათვის ორი ტარიფის  გადასახადს ითვალისწინებს.

 

გადასახადი მშენებლობის სხვა შენობებთან  მიმართებაში სიმჭიდროვესთან, ასევე მის სიმაღლესთან გარკვეულ კავშირშია, ამიტომაც  დღეს მას პირობითად „ჰაერის გადასახადიც“ უწოდეს.

 

„სამართლიანი არჩევნები” და საია აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაციები მოითხოვენ აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ორგანიზაციებმა ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე გაავრცელეს.

დათვის ბელი ქობულეთის პლაჟზე

 

ქობულეთში, სანაპიროზე, ახალი ბიზნესი გამოჩნდა. დათვის ბელთან ფოტოს გადაღების მსურველებს მოქალაქე ახალ სერვისს სთავაზობს. ბელს პირი ალიკაპით აქვს აკრული, ყელზე ჯაჭვი აქვს გამობმული და პოზირებისას წინააღმდეგობას არ წევს. მოქმედი კანონმდებლობით ამ ბიზნესის წარმოება დასჯადია.

არმანის სახე ბათუმის მერობაზე ოცნებობს


25 წლის ოთო ფედიჩკინი გაყიდვების მენეჯერია, მაგრამ მისი საქმიანობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას არ უკავშირდება. საკუთარი იდეების, საქმიანობისა და ქართულ შოუბიზნესში პოპულარული მეგობრების წყალობით ოთო ფედიჩკინის ნახვა სოფო ნიჟარაძის პოპულარულ კლიპსა და სხვა კლიპებშიც შეიძლება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 


<!** Image 1 align="left" alt="ოთო ფედიჩკინი" sub="ოთო ფედიჩკინი" width="400" height="506" >

“დინამო ბათუმს” ახალი დირექტორი ჰყავს

 

 

 ბათუმის საკრებულომ ღია კენჭისყრით საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორად 27 წლის ოთარ ფედიჩკინი დაამტკიცა. ის დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე წმინდა გიორგის ხატით მივიდა. საკრებულომ ოთარ ფედიჩკინსა და მის კონკურენტს ვახტანგ ქორიძეს ერთდროულად უყარა კენჭი.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა დავას იმის თაობაზე თუ ორი კანდიდატის შემთხვევაში რა სახის კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო 15 წუთზე მეტი მოანდომა.

 

დირექტორობის კანდიდატი საკრებულოს სხდომაზე ხატით მივიდა

 

ამ წუთებში ბათუმში, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის  ყურადღების საგანი „დინამო ბათუმის“ ახალი დირექტორის არჩევის საკითხია. 

ავთანდილ ბერიძეს ისევ უჩივიან

 

რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ  ბერიძეს ისევ უჩივის. ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტარიელ ცეცხლაძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


„ბათუმის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვის საქმეზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ  ავთანდილ ბერიძის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „მატყუარა“ და „ტყუილია“ არ შეიცავს ჩემს მიმართ პროფესიული რეპუტაციის შელახვას და არ დააკმაყოფილა სარჩელი. მე ვთვლი, რომ ავთანდილ ბერიძემ ჩემი პროფესიული რეპუტაცია შელახა ამ სიტყვებით, ხოლო ჩემი პროფესიონალიზმი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.   ვიმედოვნებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ტარიელ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

ტარიელ ცეცხლაძე სააპელაციო საჩივარში ავთანდილ ბერიძისგან ითხოვს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ, პრესკონფერენციაზე განაცხადოს, რომ ტარიელ ცეცხლაძე არ არის მატყუარა. ჟურნალისტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს მიმდინარე წლის მარტში უჩივლა.

 

„ბათუმელები“ კომენტარისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

 

„არ ვიცი არაფერი, სამუშაო დღე დამთავრდა და თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ხვალ გავარკვევთ ყველაფერს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა.

 

 

 

მავნებელი მწერი ქობულეთის სიმინდის ყანებში

 

ქობულეთში, სიმინდის ყანებს მდელოს ფარვანა ანადგურებს. მწერი ყანებს ორი კვირაა შეესია. მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შეწამვლისთვის საჭირო თანხა თვითმმართველობას არ გააჩნია და მომავალი კვირიდან სურსათის ეროვნული სააგენტოდან ელიან დახმარებას.  

საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. ამ ტიპის საბიუჯეტო ცვლილებას წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს. უმაღლესი საბჭოს წევრები კი ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მასში მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ანუ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა დათქმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კი, ნახსენები არ არის.   

წყვილი წიგნების მაღაზიიდან

 

„საშინლად მინდოდა საკუთარი წიგნის მაღაზია, მაგრამ ხმამაღლა ვერც ვბედავდი ამის გაფიქრებას და ჩემს ოცნებას გამწარებული ვუკეთებდი ალიკაპს პირზე. ვფიქრობდი, მერე, ასაკში… მერე, ოქტომბრის ერთ საღამოს ირაკლი შევიყვარე და აღმოჩნდა, რომ ის ოცნებობდა ზღვისპირას დასახლებასა და წიგნების მაღაზიაზე, ოღონდ მერე, ასაკში… მერე ერთ დღეს ჩვენ ვთქვით, რატომ ასაკში, რატომ არა ახლა, სანამ ახალგაზრდები, ლამაზები, ჯანმრთელები და ენერგიულები ვართ, სანამ ყველაფერი აღგვაფრთოვანებს, სანამ გვაქვს დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, სანამ შეგვიძლია, რამე ლამაზის დანახვაზე ცრემლი მოგვადგეს… დიახაც, რატომაც არა, ზუსტად აქ და ახლაო – ვთქვით ჩვენ და ავისრულეთ ის, რაც აუსრულებელი და მიუღწეველი ჩანდა,“ – მარი კორინთელი, ბათუმში ახალგახსნილი წიგნის მაღაზიის – „წიგნები ბათუმში“,  ერთ-ერთი მფლობელი.

 

გაფიცვა სამკერვალო ფაბრიკაში

 

 

„BTM ტექსტილში” დღეს, 25 ივლისს, მკერავები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვენ.

მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას

 

ღია წერილი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ბიზნესმენებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება შეუძლია.

კახა კუკავას პარტიიის წარმომადგენელი აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ცინცქილაძე ბიძინა ივანიშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი, „ხალხის გაჭირვების გულთან მიმტანი“ კადრით ჩანაცვლებას სთხოვს.  საკადრო პოლიტიკის გარდა მან მთავრობას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ არსებული პოლიტიკაც დაუწუნა. 

„ბათუმი“ საჩემპიონო სეზონისთვის ემზადება

გასული წლის ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატში ბათუმის „ბათუმი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადარჩა. ბოლო ტურებში ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდმა მაქსიმუმი გაიღო და პირველობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ახალ სეზონს ზღვისპირელი მორაგბეები სიახლეებითა და ახალი მიზნებით ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თორმეტმა მორაგბემ დატოვა, ფაქტობრივად ბირთვი წავიდა, ახალი მწვრთნელი ლევან მგელაძე იმედოვნებს, რომ არა მარტო პლეი–ოფში გაიყვანს გუნდს, არამედ ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს. აქვე გეტყვით, რომ შეიცვალა კლუბის ხელმძღვანელობა. „ბათუმის“ დირექტორი თამაზ ფხაკაძე ლევან მგელაძის ასისტენტი იქნება, კლუბის ახალი თავკაცის პოსტზე კი ყოფილი მძლეოსანი რუსლან რუსიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე „ბათუმის“ ფიზმომზადების მწვრთნელი იყო.


<!** Image 1 align="" alt="იოან შამულო და ლევან მგელაძე" sub="იოან შამულო და ლევან მგელაძე" width="600" height="3000" >

ნობელის კომიტეტს


ჩემთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლის სახელითაც ახლა მოგმართავთ, კარგად არის ცნობილი საკონკურსო ნაწარმოების წარდგენის წესი, მაგრამ რადგანაც რობერტ ნადირაძის წინააღმდეგ წარმოებდა და წარმოებს ფარული ომი, ჩვეული წესით, მისი ნაწარმოებების წარდგენა ვერ მოხერხდა.


კომუნისტურ პერიოდში მისი არც ერთი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში მის მიერ დასავლეთში გაგზავნილი მოთხრობამ – „სუპერტრაფარეტი“, ადრესატამდე ვერ მიაღწია. 1991 წელს, გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა მისი ლექსების პატარა კრებული, რომლის გამოსაცემი თანხა უბნელებმა გაიღეს.


პირველად ოფიციოზმა მოთხრობა „სუპერტრაფარეტი“ დაბეჭდა 1998 წელს. ამ მოთხრობის საფუძველზე შექმნა მწერალმა ე.წ. ტრაფარეტული სტილი, რომელსაც მეორენაირად „ბათუმური აზროვნების სტილი“ უწოდა.


მის შესახებ მოკლე ცნობების შეკრება შეგიძლიათ პარიზში გამომავალ ჟურნალში „გუშაგი“ (1989 წელი #18) და იმავე წლის რადიო „თავისუფლების“ გადაცემებში.


ქ. ბათუმი, 2005 წელი

ბათუმის ბულვარი დაიტბორა

 

დღეს საღამოს ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ბულვარის ნაწილი დაიტბორა. ასევე დატბორილია რამდენიმე ქუჩაც.

 

 

 

 

 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="2848" >

„მწვანე კორპუსის“ ნათლობა შედგა

ბათუმში გასამხედროებული პატრიოტული ბანაკი „მწვანე კორპუსი“ დაარსდა, რომლის შექმნის ინიციატორი ჩემი კოლეგა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი წეროძეა. ბანაკის ძირითადი დატვირთვა სპორტულ ხასიათს ატარებს, თუმცა, ამასთანავე, ზოგადი სამოქალაქო თავდაცვაც ისწავლება.

დანარჩენის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი წეროძე მოუთხრობს.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="717" >

კარატეს საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

გასულ კვირას ბათუმმა კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორდღიან შეჯიბრზე ტატამზე ქართველებთან ერთად უკრაინის, რუსეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები იბრძოდნენ, საერთო ჯამში მათმა რაოდენობამ 500-ს მიაღწია. შეჯიბრებაში სხვადასხვა ასაკსა (6-დან 45 წლამდე) და წონით კატეგორიიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 50 სპორტსმენით წარსდგა. მათ ანგარიშზე 10 ოქროს, 17 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალია. 


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

საერთაშორისო სემინარი თბილისში

გასულ კვირას თბილისმა ტაეკვონდოში საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა, რომელიც ქართველ მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოეწყო. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მოწვევით, სემინარი აზერბაიჯანელმა საერთაშორისო კლასის მსაჯმა, კუკივონის (მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის აკადემია) ატესტირებულმა საერთაშორისო ინსტრუქტორმა, კიორუგუშისა (ორთაბრძოლები) და პუმსეს (ტექნიკის დემონსტრიება) IV დანის მფლობელმა ეცებარ იბრაჰიმოვმა ჩაატარა. სემინარი აჭარიდან სტატიის ავტორთან ერთად აკაკი ცენტერაძემ, გიორგი მაძღარაშვილმა და ელინა ჯაიანმა გაიარეს.

”ბათუმელებმა” კომენტარი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ მიქაძესა და ეცებარ იბრაჰიმოვს სთხოვა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი

 

 

დღეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის

 

 

დღეს, 1 საათზე საპატრიარქოსთან არსებულ ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. 

 

მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ჩავარდა

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

ბათუმის საკრებულო, ქალაქის ტერიტორიაზე ზონალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებასა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას გეგმავდა. საკითხის მიხედვით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად ჭავჭავაძის ქუჩამდე და გრიბოედობის ქუჩის ჩათვლით, მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო და მშენებლობა გამხდარიყო ფასიანი. 

 

საცხოვრებელ ზონაში, ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე მშენებელი გადაიხდიდა 143 ლარს, საქმიან ზონაში კი 105 ლარს, რაც ქალაქის მთავარი არქიტექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, დამატებით შემოსავალს შეიტანდა ქალაქის ბიუჯეტში. „გარდა ამისა, დარეგულირდებოდა მშენებლობის ნორმებიც. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გავიდა. ხმები გადანაწილდა შვიდი-შვიდზე. არ ვიცი, რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს. ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ დაუსაბუთებლად მაინც ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა არქიტექტორმა.

 

საკრებულოს წევრთა ნაწილის განცხადებით, ახალი რეგულაციები მშენებლებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუშლის ხელს, რასაც არ ეთანხმება მთავარი არქიტექტორი.

 

ახალი რეგულაციები არ ეხება ძველ ბათუმს, რადგან აქ განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს და 15-მეტრიან შენობაზე დიდი სიმაღლის მშენებლობა დაუშვებელია.

ტაეკვანდო, სიყვარული და ოცნება ოლიმპიურ ჩემპიონობაზე

 

 

სპორტსმენი, 17 წლის გუგა კუტუბიძე, ტაეკვონდოს მებრძოლი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. გუგას საერთაშორისო ტურნირებზეც აქვს გამარჯვება მოპოვებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ წარმატებად ევროპის ჩემპიონატზე მიღებულ მესამე ადგილს მიიჩნევს. გუგა ოთხი წლის იყო, როცა ტაეკვონდოს წრეზე დაიწყო სიარული, ოთხი წლის მებრძოლს ფორმა მთლიანად ფარავდა: “მოსიარულე ფორმას ვგავდი, ტაეკვონდოზე ინტერესი ჩემი მწვრთნელის გამო გამიჩნდა, აკაკი ცენტერაძე ჩემი მეზობელია, ხშირად ვუყურებდი მის ვარჯიშს, მერე მშობლებმა შემიყვანეს საცდელად, თუ მომეწონებოდა, დავრჩებოდი. უკვე მეთოთხმეტე წელია მომწონს. ძალიან მინდა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე” – ამბობს გუგა.

„დინამო ბათუმის“ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორი სულხან გოგიბერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ბათუმის საკრებულომ კი დღეს გამართულ სხდომაზე, კლუბის დირექტორის განცხადება დააკმაყოფილა.  დირექტორის მოვალეობას იური ლორთქიფანიძე შეასრულებს

Exit mobile version