სიახლეები

ეკომიგრანტების შიმშილობის მეორე დღე

04.07.2013
ეკომიგრანტების შიმშილობის მეორე დღე

„პოლიციისა და ჟურნალისტების მეტი არავინ არ ყოფილა, პროტესტს მანამდე არ შევწყვეტთ სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. მეტი რა ვქნათ თავშესაფარი გვინდა, თავშესაფარს თუ არ მოგვცემენ აქ დავწყდებით,“ – აცხადებს ეკომიგრანტი ბეჟან ხოზრევანიძე.

ეკომიგრანტი ფრიდონ კახაძე ამბობს რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ:  „ათი ადამიანი ვშიმშილობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაფერი არ უთქმიათ, არც შეხვედრას შეგვპირებიან“.

ორ ეკომიგრანტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათგან ერთი ფატი მგელაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რესპუბლიკურში გადაიყვანეს.

„50 დღეზე მეტია აქ ვართ ბავშვებით და ერთი ჭიქა წყალი არავის მოუწოდებია, არ აინტერესებთ როგორ ვართ, ცუდად გავხდი ვერ ავიტანე ეს ხალხი რომ ტიროდა და შიოდა, ვერ ავიტანე და შოკში ჩავარდი, სავადმყოფოში ვიყავი, იქაც ფული გადასახდელი მაქვს, როგორ გადავიხადო ეხლა,“ – აცხადებს ფატი მმგელაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: