სიახლეები

ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელებს გაუპატიურების მუქარისთვის უჩივიან

08.07.2013
ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელებს გაუპატიურების მუქარისთვის უჩივიან

ფატი ხალვაშის ცნობით, პოლიციის მიერ დაკავებულ ახალგაზრდებს სასამართლომ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა დაუდასტურა და 100-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდებმა ფატი ხალვაშს მიმართეს. მათ დეპუტატს შეატყობინეს, რომ ქობულეთის პოლიციაში დამამცირებლად ეპყრობოდნენ და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

ფატი ხალვაშმა ახალგაზრდებისგან მისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. დეპუტატის ინფორმაციით, ახალგაზრდები უჩივიან ქობულეთის პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს: “ჩემთან ინფორმაცია მოვიდა, რომ ისინი (პოლიციელები) დროებით დაითხოვეს, იქამდე, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება. მე ვალერი თელიას (აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს) ვესაუბრე და ამ საუბრის შედეგად გავიგე, რომ უპირებენ სამსახურიდან გაშვებას. ჩვენი საუბარი შედგა ხუთშაბათს, შემდეგ არ გადამიმოწმებია”.

დეპუტატის ინფორმაციით, ახალგაზრდები მათ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაში ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს ადანაშაულებენ.

“ბათუმელებმა” ვერ მოახერხა დაკავშირებოდა ქობულეთის პოლიციის უფროსს, დავით დვალიშვილსა და ვერც მის მოადგილეს, ტარიელ ვასაძეს. ქობულეთის პოლიციის სამორიგეოში განაცხადეს, რომ ორივე თანამდებობის პირს გადასცემენ `ბათუმელებთან~ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობის თაობაზე.

შს სამინისტროს პრესცენტრში კი “ბათუმელებს” უთხრეს, რომ “ამ ეტაპზე ქობულეთის პოლიციიდან არავინ არ არის გათავისუფლებული”.

დეპუტატის საჯარო განცხადების შემდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო აჭარის პროკურატურამ. საქმეს მანამდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობდა, მაგრამ ახალგაზრდების ოჯახები ამ ორგანოს უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, გენერალური ინსპექცია საქმეს ერთ თვეზე მეტია უშედეგოდ სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: