ნეტგაზეთი • RU

ქალთა შორის ტურნირი ნარდში დასრულდა

 

დღეს დასრულდა დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ მოკლე ნარდში ქალთა შორის. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ახორციელებდა აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაცია, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. 


 

ტურნირში სულ 34 ქალი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა ეთერი ჩავლეიშვილი, მეორეზე – ნონა მალაყმაძე, მესამეზე – უსტინა პირიმიანი და მეოთხეზე – ნინო ტოროტაძე.

 

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი პრიზები – სილამაზის სალონისა და პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები. ტურნირის მთავარი მსაჯის შალვა ტაბაღუას თქმით, ტურნირი ყოველწლიურია და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ 23 წელს გადაცილებულ ბათუმელ და ქალაქის სტუმარ ქალს. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
(მოხალისე) ირმა დიმიტრაძე