ნეტგაზეთი • RU

ყველაფერი ქობულეთზე

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ტურიზმის განყოფილება ახალი პროექტის „ყველაფერი ქობულეთზე“ განხორციელებას იწყებს. პროექტი ქობულეთის, როგორც საკურორტო ადგილის პოპულარიზაციასა და მისი ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას ითვალისწინებს.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, რუკების, გზამკვლევების, ბანერებისა თუ საინფორმაციო ფლაერების დამზადება, სარეკლამო რგოლებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება, ტურისტული ვებ-გვერდის შექმნა.

 

პროექტის გრძელვადიანი ფორმატიდან გამომდინარე მისი ეტაპობრივი განხორციელებაა დაგეგმილი.

 

პირველი ეტაპი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქრისტიანული სალოცავების შესახებ სამენოვანი ბუკლეტის დამზადებასა და მოკლემტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას ითვალისწინებს. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 3 000 ლარია.  ამ თანხით  ბუკლეტი დაიბეჭდება.   ხოლო საჭირო მასალების მოძიება-დამუშავებას, ფოტო-ვიდეო გადაღებას  ტურიზმის განყოფილების ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს.   ასევე პროექტში საზოგადოების ჩართულობის მიზნით შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს მასალების მოძიებაზე. მინი პროექტის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

 



 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.


მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"