ნეტგაზეთი • RU

90 წლის იუბილე ეროვნულ არქივში

 

 დღეს ბათუმის ეროვნულმა არქივმა 90 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის ეროვნულ არქივში მომუშავე ყველა თანამშრომელს მადლობის  სიგელი, თანამშრომელ ქალბატონებს კი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფასიანი საჩუქრები  გადასცეს.

 

„ჩვენთან ქალბატონები უფრო მეტნი არიან ვიდრე მამაკაცები. მათ საპატივცემულოდ  გადავწყვიტეთ დღეს აგვეღნიშნა ეროვნული არქივის 90 წლის იუბილე,“- განმარტა  ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსმა  ელგუჯა გოგიბერიძემ.

 

იუბილესთნ დაკავშირებით  წარმოდგენილი  იყო ფოტო-კოლაჟი რომელიც 90 წლის მანძილზე ეროვნული არქივში დაგროვდა.

 

 ღონისძიებას  აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა უწყებიდან  მოწვეული  სტუმრები ესწრებოდენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი, მოხალისე