ნეტგაზეთი • RU

კონკურსი სრულმეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობას იწყებს.  

 

 

,,აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ასე ჰქვია პროგრამას რომლის  ფარგლებში უცხოელ და ადგილობრივ კინომწარმოებლებს დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. პირობის მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული  ფილმი  აჭარის რეგიონში  უნდა იყოს გადაღებული.  ერთ კინომწარმოებელზე არაუმეტეს 40 000 ლარი გაიცემა.

 

პროექტში განცხადებების მიღება  დღეს ხუთ საათზე წყდება.     

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა კოსტავა, მოხალისე