ამ დროისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სამანქანო გზა უკვე გაწმენდილია.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით მეწყერის განმეორების შემთხვევაში სამაშველო სამსახურები ადგილზე მზადყოფნაში არიან და შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებენ.