ნეტგაზეთი • RU

ქუჩების სავალ ნაწილს მაინც აფართოებენ

ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩებზე სავალი ნაწილის გაფართოებისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

ასევე იგეგმება ქუთაისის ქუჩის სავალი ნაწილის გაფართოებაც. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით გამსახურდიას ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მერიაში ყველა სამუშაოს დასრულებას 14 აპრილისთვის ვარაუდობენ.

 

ძველ ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს კომპანია „მონოლითი 2005“ აწარმოებს.

მერიის ბიუჯეტიდან საამისოდ 224 899 ლარია გამოყოფილი.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"