შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლალე პალასი“-ს დროებითი მფლობელი, 1968 წელს დაბადებული რამინ ხ. დააკავეს. დაკავებულს ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ქალბატონებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ოთახებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).